1.შერჩეული პირის მიერ გაცემული მატერიალური ფორმის მარკების ფონური ფერია: ა) ყვითელი-ლურჯი ფერი – ადგილობრივი და იმპორტული ალკოჰოლური ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკა; ბ) ყვითელი-ოქროსფერი ფერი – იმპორტული და ადგილობრივი ლუდის ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკა; გ) წითელი-ლურჯი ფერი – ადგილობრივი ფილტრიანი და უფილტრო (სიგარეტი, სიგარა, სიგარილა) თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკა; დ) ყვითელი-ლურჯი ფერი – იმპორტული თამბაქოს ნაწარმისათვის (სიგარეტი, სიგარა, სიგარილა) განკუთვნილი აქციზური მარკა.
1.შერჩეული პირის მიერ მატერიალური ფორმის მარკების გაცემა ხორციელდება შეფუთული სახით, ხოლო მისი ფონური ფერი და შეფუთვის ფორმა განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) ადგილობრივი და იმპორტული ალკოჰოლიანი სასმელისათვის განკუთვნილი აქციზური მარკის ფონური ფერია ლურჯი, შეფუთვის შემდეგი ფორმებით: ა.ა) ალკოჰოლიანი სასმელის აქციზური მარკა 10-ცალიანი ლენტი (თვითწებადი); ა.ბ) ალკოჰოლიანი სასმელის აქციზური მარკა 100-ცალიანი ლენტი (თვითწებადი); ა.გ) ალკოჰოლიანი სასმელის აქციზური მარკა 1 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი); ა.დ) ალკოჰოლიანი სასმელის აქციზური მარკა 6 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი); ა.ე) ალკოჰოლიანი სასმელის აქციზური მარკა 24 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი); ბ) ადგილობრივი და იმპორტული ლუდის ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკის ფონური ფერია ყვითელი-წითლით, შეფუთვის შემდეგი ფორმებით: ბ.ა) ლუდის აქციზური მარკა 1 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი); ბ.ბ) ლუდის აქციზური მარკა 10 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი); გ) ადგილობრივი ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკის ფონური ფერია - მწვანე, შეფუთვის შემდეგი ფორმებით: გ.ა) ადგილობრივი ფილტრიანი სიგარეტის 10 800-ცალიანი შეკვრა (მშრალი); გ.ბ) ადგილობრივი ფილტრიანი სიგარეტის 108 000-ცალიანი შეკვრა (მშრალი); დ) ადგილობრივი უფილტრო თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი მატერიალური ფორმის აქციზური მარკის ფონური ფერია ყავისფერი, შეფუთვის შემდეგი ფორმებით: დ.ა) ადგილობრივი უფილტრო თამბაქოს (მათ შორის: სიგარა, სიგარილა) 1 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი); დ.ბ) ადგილობრივი უფილტრო თამბაქოს (მათ შორის: სიგარა,სიგარილა) 10 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი); დ.გ) ადგილობრივი დანარჩენი თამბაქოს 1 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი); დ.დ) ადგილობრივი დანარჩენი თამბაქოს 10 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი); დ.ე) ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი ადგილობრივი სითხეების 1 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი); დ.ვ) ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი ადგილობრივი სითხეების 10 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი); ე) იმპორტული ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი აქციზური მარკის ფონური ფერია ლურჯი, შეფუთვის შემდეგი ფორმებით: ე.ა) იმპორტული ფილტრიანი სიგარეტის 10 800-ცალიანი შეკვრა (მშრალი); ე.ბ) იმპორტული ფილტრიანი სიგარეტის 108 000-ცალიანი შეკვრა (მშრალი); ე.გ) იმპორტული უფილტრო თამბაქოს 10 800-ცალიანი შეკვრა (მშრალი); ე.დ) იმპორტული უფილტრო თამბაქოს 108 000-ცალიანი შეკვრა (მშრალი); ე.ე) იმპორტული უფილტრო თამბაქოს (მათ შორის: სიგარა, სიგარილა) 1 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი); ე.ვ) იმპორტული უფილტრო თამბაქოს (მათ შორის: სიგარა, სიგარილა) 10 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი); ე.ზ) ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი იმპორტირებული სითხეების 1 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი); ე.თ) ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი იმპორტირებული სითხეების 10 000-ცალიანი რულონი (თვითწებადი); ე.ი) ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის განკუთვნილი იმპორტირებული სითხეების 10 800-ცალიანი შეკვრა (მშრალი).
2.(ამოღებულია - 16.11.2022, №377) .
3.შერჩეული პირის მიერ გაცემული მატერიალური ფორმის მარკების საიდენტიფიკაციო ინფორმაცია დაშიფრულია უხილავი მატრიცის/კოდის საშუალებით.
4.მარკებზე დატანილია სერიული ნომერი საქონლის ნიშანდების/მარკირების შესახებ საინფორმაციო ბაზაში მათი გამოყენების ასახვისათვის (გააქტიურებისათვის).
5.შემოსავლების სამსახურისა და შერჩეული პირის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში, შერჩეული პირი აქციზური მარკების გაცემას ანხორციელებს ნაწილობრივი ფორმით.
6.საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 11 000 00 კოდში მითითებულ საქონლისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების ფონური ფერები განისაზღვრება იმპორტული თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად, ხოლო შეფუთვის ფორმები განისაზღვრება იმპორტული ფილტრიანი თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად.
7.საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2403 99 100 00 კოდში მითითებულ საქონლისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების ფონური ფერები განისაზღვრება იმპორტული უფილტრო თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად, ხოლო შეფუთვის ფორმები განისაზღვრება იმპორტული უფილტრო თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად.
8.საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების ფონური ფერი განისაზღვრება ადგილობრივი უფილტრო თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად, ხოლო აქციზური მარკების შეფუთვის ფორმები განისაზღვრება ადგილობრივი დანარჩენი თამბაქოსთვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად.
9.საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2404 12 000 00 და 2404 19 900 00 კოდებში მითითებული საქონლისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების ფონური ფერი განისაზღვრება ადგილობრივი სითხეებისთვის – ადგილობრივი უფილტრო თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად, ხოლო იმპორტირებული სითხეებისთვის – იმპორტული უფილტრო თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად. აქციზური მარკების შეფუთვის ფორმები განისაზღვრება სითხეებისათვის განკუთვნილი აქციზური მარკების შესაბამისად. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2015 წლის 15 აპრილის ბრძანება N106 - ვებგვერდი, 16.04.2015წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 8 აგვისტოს ბრძანება № 18 3 - ვებგვერდი, 11.08.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2017 წლის 31 აგვისტოს ბრძანება №300 - ვებგვერდი, 04.09.2017წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2018 წლის 10 იანვრის ბრძანება №5 - ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 14 ნოემბრის ბრძანება №346 - ვებგვერდი, 19.11.2019წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 20 ნოემბრის ბრძანება №278 - ვებგვერდი, 24.11.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 მაისის ბრძანება №126 - ვებგვერდი, 01.06.2021წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 7 მარტის ბრძანება №67 - ვებგვერდი, 09.03.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 10 მაისის ბრძანება №141 - ვებგვერდი, 11.05.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2022 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №377 - ვებგვერდი, 17.11.2022წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 იანვრის ბრძანება №25 - ვებგვერდი, 29.01.2024წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 26 მარტის ბრძანება №95 - ვებგვერდი, 27.03.2024წ.

