ვაზისა და ღვინის შესახებ

მუხლი 33⁴. ალკოჰოლიანი სასმელისა და სპირტის ექსპორტი და იმპორტი

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 ივნ. 2026 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 4 იან. 2028

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სალომე ოსეფაშვილი

1.ღვინისა და ღვინისეული სასმლის ექსპორტი დასაშვებია მხოლოდ სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული სახით.

2.ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის ექსპორტის დროს წარმოშობის სერტიფიკატს გასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად სააგენტოს მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.

3.საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელის ან სპირტის იმპორტი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ საჭიროებს დამატებით გადამუშავებას, დაფასოებულია სამომხმარებლო ტარაში და განკუთვნილია უშუალო მოხმარებისთვის.

4.საქართველოში დროებით შემოტანილი ღვინის შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცევა დაუშვებელია. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1018 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. თავი XII 3 . ტექნოლოგიური პროცესების აღრიცხვა და შეტყობინება საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 საქართველოს 2017 წლის 15 ივნისის კანონი №972 - ვებგვერდი, 30.06.2017წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ზემოთ მოცემულ ტექსტში ასახულია ცვლილება, რომელიც ჯერ არ ამოქმედებულა (ამოქმედდება: 1 თებ. 2027). დღეს მოქმედებს ეს ტექსტი:

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 დეკ. 2011-დან · იცვლება 1 თებ. 2027-დან

1. ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტის იმპორტირება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) ის არ შეიცავს ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს; ბ) ის არ საჭიროებს დამატებით გადამუშავებას და განკუთვნილია უშუალო მოხმარებისათვის; გ) მისი დამზადების წესი და შემადგენლობა აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. 2. სავალდებულოა იმპორტირებული ყურძნისეული წარმოშობის პროდუქციის თითოეული პარტიის სერტიფიცირება, გარდა იმ ქვეყნებიდან იმპორტირებული პროდუქციისა, რომელთა სერტიფიკატები აღიარებულია საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე. საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117 თავი XII 3 . აღრიცხვა და შეტყობინება საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1635-სსმI, №23, 24.07.2002წ., მუხ.117

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 თებ. 2027 – 4 იან. 2028 ტექსტი უცნობია

  2. 26 ოქტ. 1998 – 1 იან. 2003 მუხლი კანონში არ იყო

  3. … – 26 ოქტ. 1998 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 22 ნოე. 2021

    33⁴ მუხლის პირველ პუნქტში სამომხმარებლო ტარაში დაფასოებული ექსპორტის წესი ღვინის გარდა ღვინისეულ სასმელზეც ვრცელდება.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
33²33³31179⁹179⁶79¹ (…57¹24¹198 (და…621933⁴
მნიშვნელობით ახლოსვაზისა და ღვინის შესახ…სურსათის/ცხოველის საკვ…საქართველოს ადმინისტრა…რადიაციული დაცვის, ბირ…საქონლის ადგილწარმოშობ…სამხედრო და ორმაგი დან…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა