1.საქართველოს ახალი საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი განიხილება საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის კომიტეტებში წინასწარი განხილვის შემდეგ .
2.საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ახალი საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტისა და მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებებს წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი . ამ მოხსენებებით საქართველოს პარლამენტის სხდომაზე შეიძლება გამოვიდეს საქართველოს მთავრობის წევრი საქართველოს პრეზიდენტის დავალებით . საქართველოს პრეზიდენტის მოხსენებებთან ერთად საქართველოს პარლამენტი ისმენს საქართველოს კონტროლის პალატისა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტის მოხსენებებს .
3.საქართველოს პარლამენტი ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე იღებს კანონს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ , რომლის ფარგლებში მტკიცდება : საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტისა და სპეციალური სახელმწიფო ფონდების შემოსავლის ( თითოეული წყარო ) და ხარჯების ( ფუნქციონალური ,ორგანიზა- ციული და ეკონომიკური კლასიფიკაციით ) მიხედვით ; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპულიკების , საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოსაყოფი მიზნობრივი ტრანსფერტების მოცულობები ; საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი ; საქართველოს სახელმწიფო სარეზერვო ფონდი ; საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საერთაშორისო ვალდებულებების მიხედვით გადასახდელი თანხების მოცულობა ; სახელმწიფო ვალის სიდიდე ; საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტისათვის გამოსაყოფი საბანკო კრედიტის სიდიდე ; სახელმწიფო საშინაო და საგარეო ვალების, საშინაო და საგარეო კრედიტებისათვის სახელმწიფო გარანტიების ლიმიტები (ზღვრული ოდენობა) მოცემული წლისათვის; სახელმწიფო ვალის პროცენტების გადასახადისათვის და წინა წლებში წარმოქმნილი სახელმწიფო დავალიანებების დაფარვისათვის საჭირო ასიგნებების მოცულობა ; სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ემისიით შესავსები საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა; საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაუბალანსებლობის ზღვარი ( მეტობა ან დეფიციტი აბსოლუტური მნიშვნელობით და პროცენტულად პროგნოზირებული შემოსავლების მოცულობასთან ).
4.თუ საქართველოს პარლამენტი არ მიიღებს კანონს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ , საქართველოს პრეზიდენტი შვიდი კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ამ კანონპროექტის ახალ ვარიანტს . თუ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ვერ მოხერხდა ბიუჯეტის კანონის მიღება , სახელმწიფოს მიერ ადრე ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი ხარჯები დაიფარება ამ კანონის მე -15 მუხლის მე -6 პუნქტის შესაბამისად .
5.საქართველოს პარლამენტი " საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ " საქართველოს კანონს იღებს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით .
6.საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ საქართველოს კანონს " საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ " ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი .
7.საქართველოს კანონი " საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ " ქვეყნდება პრესაში . საქართველოს 1997 წლის 21 თებერვლის კანონი №585-პარლამენტის უწყებანი №9-10(41-42/11),15.03.1997წ.,გვ.55 საქართველოს 1999 წლის 13 მაისის კანონი №1950-სსმI,№17(24),24.05.1999წ.,მუხ.67 საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №89-სსმI,№51(58),29.12.1999წ.,მუხ.250 საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №95-სსმI,№51(58),29.12.1999წ.,მუხ.251 საქართველოს 2000 წლის 1 თებერვლის კანონი №123-სსმI,№1,02.02.2000წ.,მუხ.1

