Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებმუხლი 26¹⁵

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

მუხლი 26¹⁵. რეტროსპექტულად გაცემული ნებართვა ან სერტიფიკატი

რედაქცია №21 კონსოლიდირებული · 2 ივლ. 2025
თემები:ექსპორტის კონტროლი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე განხორციელებული ექსპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის შემთხვევებზე, გამონაკლისის სახით, შეიძლება ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვა გაიცეს რეტროსპექტულად, კონვენციის შესაბამისად.

2.ნებართვა რეტროსპექტულად გაიცემა იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში, თუ სააგენტო ყოველმხრივი მოკვლევისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციულ ორგანოსთან კონსულტაციების შედეგად დარწმუნდება, რომ საქმე ეხება შემთხვევით შეცდომას და არა შეცდომაში შეყვანის მცდელობას და სახეობის ნიმუშის გადატანა, სხვა მხრივ, შეესაბამება კონვენციის მოთხოვნებს.

3.ნებართვის რეტროსპექტულად გაცემა აკრძალულია კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშისთვის. ნებართვის რეტროსპექტულად გაცემა, გამონაკლისის სახით, დასაშვებია მხოლოდ კონვენციის II ან III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშისთვის.

4.ნებართვის რეტროსპექტულად გაცემის შემთხვევაში ნებართვაში მკაფიოდ უნდა მიეთითოს, რომ ეს ნებართვა გაცემულია რეტროსპექტულად, და უნდა განიმარტოს შესაბამისი მიზეზი.

5.აკრძალულია ნებართვის რეტროსპექტულად გაცემა იმ პირზე, რომელზედაც ერთხელ უკვე გაიცა ნებართვა რეტროსპექტულად.

6.სხვა ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეტროსპექტულად გაცემული ნებართვა ან სერტიფიკატი და ასეთი დოკუმენტით კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის საქართველოში იმპორტის განხორციელების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.

7.თუ პირად საკუთრებაში არსებული სახეობის ნიმუშის იმპორტი განხორციელდა ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად − რეტროსპექტულად გაცემული ნებართვით ან სერტიფიკატით, აკრძალულია ამ ნიმუშის გაყიდვა იმპორტის განხორციელებიდან 6 თვის განმავლობაში. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №935 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე განხორციელებული ექსპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის შემთხვევებზე, გამონაკლისის სახით, შეიძლება ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვა გაიცეს რეტროსპექტულად, კონვენციის შესაბამისად. 2. ნებართვა რეტროსპექტულად გაიცემა იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი თანხმობის არსებობის შემთხვევაში, თუ სააგენტო ყოველმხრივი მოკვლევისა და იმპორტის ქვეყნის ადმინისტრაციულ ორგანოსთან კონსულტაციების შედეგად დარწმუნდება, რომ საქმე ეხება შემთხვევით შეცდომას და არა შეცდომაში შეყვანის მცდელობას და სახეობის ნიმუშის გადატანა, სხვა მხრივ, შეესაბამება კონვენციის მოთხოვნებს. 3. ნებართვის რეტროსპექტულად გაცემა აკრძალულია კონვენციის I დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშისთვის. ნებართვის რეტროსპექტულად გაცემა, გამონაკლისის სახით, დასაშვებია მხოლოდ კონვენციის II ან III დანართში შეტანილი სახეობის ნიმუშისთვის. 4. ნებართვის რეტროსპექტულად გაცემის შემთხვევაში ნებართვაში მკაფიოდ უნდა მიეთითოს, რომ ეს ნებართვა გაცემულია რეტროსპექტულად, და უნდა განიმარტოს შესაბამისი მიზეზი. 5. აკრძალულია ნებართვის რეტროსპექტულად გაცემა იმ პირზე, რომელზედაც ერთხელ უკვე გაიცა ნებართვა რეტროსპექტულად. 6. სხვა ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეტროსპექტულად გაცემული ნებართვა ან სერტიფიკატი და ასეთი დოკუმენტით კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობის ნიმუშის საქართველოში იმპორტის განხორციელების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს. 7. თუ პირად საკუთრებაში არსებული სახეობის ნიმუშის იმპორტი განხორციელდა ამ მუხლით განსაზღვრული პირობების შესაბამისად − რეტროსპექტულად გაცემული ნებართვით ან სერტიფიკატით, აკრძალულია ამ ნიმუშის გაყიდვა იმპორტის განხორციელებიდან 6 თვის განმავლობაში. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 31.12.2018წ. საქართველოს 2025 წლის 2 ივლისის კანონი №935 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №21 · ძალაშია 1 აგვ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 26 ივლ. 2006 – 1 იან. 2019 მუხლი კანონში არ იყო

  2. … – 26 ივლ. 2006 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 7 ივლ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 26¹⁴შემდეგი მუხლი 26¹⁶

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის ნებართვასერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2 ივლ. 2025 · №21

  • 1 ცვლილება · ბოლო 7 ივლ. 2025
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

  • 26¹¹ნებართვის გაცემის განსაკუთრებული პირობები
  • 26¹⁶საერთაშორისო ვაჭრობა იმ სახელმწიფოსთან, რომელიც არ არის კონვენციის წევრი
  • 26¹⁰ნებართვის გაცემის წესი

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ

  • 15

ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის შესახებ

  • 5ნებართვის გაცემის წესი

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 26⁶„გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემის წესი
  • 24ნებართვის სახეები

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ

  • 38¹მონრეალის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვა, მისი გაცემის წესი და პირობები

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 160რეექსპორტის გამოყენება
  • 161რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

  • 8 (დანართი 1)სერტიფიკატის გაცემის წესი

კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ

  • 28კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანასა და დროებით გატანაზე ნებართვის გაცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26¹¹26¹⁶26¹⁰2838¹26⁶245158 (და…16016126¹⁵
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს „წითელი ნუ…სამხედრო და ორმაგი დან…ნარჩენების იმპორტის, ე…ლიცენზიებისა და ნებართ…ატმოსფერული ჰაერის დაც…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 2 ივლ. 2025 · რედაქცია №21 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026