ფარმაცევტული პროდუქტი საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით შეიძლება შემოტანილ იქნეს არაკომერციული მიზნით , შემდეგ შემთხვევებში : ა ) კლინიკამდელი და კლინიკური კვლევებისათვის ; ბ ) რეგისტრაციისათვის – ნიმუშის სახით ; გ ) ფიზიკური პირის ინდივიდუალური საჭიროებისათვის ; დ ) გამოფენის , სიმპოზიუმის , კონფერენციის , ფორუმისა და კონგრესისათვის – ნიმუშის სახით , რეალიზაციის უფლების გარეშე ; ე ) რეექსპორტისათვის ; ვ) საქონლის საბაჟო საწყობში/საბაჟო ტერმინალში შენახვის ან/და ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის მიზნით; ზ ) როგორც ადგილობრივი წარმოებისათვის განკუთვნილი დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქტი ; თ) განსაკუთრებულ პირობებში (სტიქიური უბედურება, მოსახლეობის მასობრივად დაზიანება, ეპიდემია, იშვიათი დაავადება) ჰუმანიტარული მიზნით, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობისას, სამინისტროს თანხმობით. საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1586 - სსმ I, №26, 27.08.2009წ., მუხ.149 საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806- სსმ I, №66, 03.12.2010წ., მუხ.414 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4125- სსმ I, №75, 27.12.2010წ., მუხ.477 საქართველოს 2012 წლის 27 მარტის კანონი №5967 – ვებგვერდი, 12.04.2012წ. თავი V. სამკურნალო საშუალების წარმოება
წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ
მუხლი 11¹³. ფარმაცევტული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე დაშვების რეჟიმების გვერდის ავლით შემოტანის გამონაკლისი შემთხვევები
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №19 · ძალაშია 12 აპრ. 2012-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
27 დეკ. 2010 – 1 იან. 2011 ტექსტი უცნობია
5 მაი. 1997 – 15 ოქტ. 2009 მუხლი კანონში არ იყო
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
11¹³ მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში საწყობისა და ტერმინალის წინ დაემატა სიტყვა „საბაჟო“, ამიტომ გამონაკლისი ეხება საბაჟო საწყობსა და საბაჟო ტერმინალს.
11¹³ მუხლში ამოღებულია საბაჟო საწყობში შენახვისა და ტრანზიტის ძველი „ვ“ ქვეპუნქტი, ხოლო „თ“ ქვეპუნქტში ჰუმანიტარული მიზნით შემოტანას დაემატა სხვა განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ინტერესი და თანხმობის სუბიექტად სამინისტრო განისაზღვრა.
- · გამოქვეყნდა 27 აგვ. 2009
11¹³ მუხლი ადგენს რეჟიმების გვერდის ავლით შემოტანის ამომწურავ გამონაკლის შემთხვევებს.
რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით
სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება
სპეციალისტები ამ სფეროში
ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინო ლიპარტია
სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი
კონსულტაცია: უფასო

