1.განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადაა არაუმეტეს 60 თვისა ან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ბოლო ვადიდან არაუმეტეს 24 თვისა, მათ შორის, დავალიანების გაყინვის პერიოდი – არაუმეტეს 24 თვისა.
2.რესტრუქტურიზაციის პერიოდში რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანების გრაფიკით დარჩენილ გადასახდელ თანხაზე დასარიცხი სარგებლის ოდენობას განსაზღვრავს კომისია; ამასთანავე, სარგებლის წლიური ოდენობაა არანაკლებ 6%-ისა.
3.სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის დროს გადასახდელი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობას განსაზღვრავს კომისია.
4.რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანება იფარება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სესხით მოსარგებლე საწარმოს შორის დადებული ხელშეკრულების და ამ ხელშეკრულების თანახმად გაფორმებული გრაფიკის შესაბამისად.
5.რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებიდან, პირველ რიგში, იფარება ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის სახით არსებული ნაშთი, ხოლო შემდეგ − სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის გადაუხდელობის შედეგად დარიცხული საურავი.
6.განსაკუთრებულ შემთხვევაში სასესხო დავალიანების (მათ შორის, უკვე რესტრუქტურიზებულისა – შესაბამის პერიოდამდე დარიცხულ სარგებლის თანხასთან ერთად) რესტრუქტურიზაციის ვადაა არაუმეტეს 180 თვისა, მათ შორის, დავალიანების გაყინვის პერიოდი – არაუმეტეს 60 თვისა.
7.ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად სესხით მოსარგებლე საწარმო, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევისა, წარადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის ღირებულება უნდა აღემატებოდეს რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანების და მასზე დარიცხული სარგებლის ოდენობას.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482
საქართველოს 2014 წლის 31 ოქტომბრის კანონი №2755 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის ვადაა არაუმეტეს 60 თვისა ან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის ბოლო ვადიდან არაუმეტეს 24 თვისა, მათ შორის, დავალიანების გაყინვის პერიოდი – არაუმეტეს 24 თვისა.
2. რესტრუქტურიზაციის პერიოდში რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანების გრაფიკით დარჩენილ გადასახდელ თანხაზე დასარიცხი სარგებლის ოდენობას განსაზღვრავს კომისია; ამასთანავე, სარგებლის წლიური ოდენობაა არანაკლებ 6%-ისა.
3. სასესხო დავალიანების რესტრუქტურიზაციის დროს გადასახდელი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობას განსაზღვრავს კომისია.
4. რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანება იფარება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სესხით მოსარგებლე საწარმოს შორის დადებული ხელშეკრულების და ამ ხელშეკრულების თანახმად გაფორმებული გრაფიკის შესაბამისად.
5. რესტრუქტურიზებული ვადაგადაცილებული სასესხო დავალიანებიდან, პირველ რიგში, იფარება ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის სახით არსებული ნაშთი, ხოლო შემდეგ − სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის პროცენტის გადაუხდელობის შედეგად დარიცხული საურავი.
6. განსაკუთრებულ შემთხვევაში სასესხო დავალიანების (მათ შორის, უკვე რესტრუქტურიზებულისა – შესაბამის პერიოდამდე დარიცხულ სარგებლის თანხასთან ერთად) რესტრუქტურიზაციის ვადაა არაუმეტეს 180 თვისა, მათ შორის, დავალიანების გაყინვის პერიოდი – არაუმეტეს 60 თვისა.
7. ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად სესხით მოსარგებლე საწარმო, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევისა, წარადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის ღირებულება უნდა აღემატებოდეს რესტრუქტურიზებული სასესხო დავალიანების და მასზე დარიცხული სარგებლის ოდენობას.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №971 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.343
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4062- სსმ I, №75, 27.12.2010 წ.,მუხ.482
საქართველოს 2014 წლის31 ოქტომბრის კანონი №2755 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №14 · ძალაშია 11 ნოე. 2014-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
… – 11 ივლ. 2005ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 4
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
მე-2 პუნქტში სარგებელი ერიცხება გრაფიკით დარჩენილ გადასახდელ თანხაზე; მე-3 პუნქტში დაფარვა ეფუძნება ხელშეკრულებას და გრაფიკს; მე-6 პუნქტში დამატებითი ვადა მოიცავს უკვე რესტრუქტურიზებულ სასესხო დავალიანებასაც.