რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

მუხლი 67. მტკიცების ტვირთი

რედაქცია №5 კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 5 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾250-დან

ნესტან ანანიძეგიორგი ფანცულაიალექსო სვიმონიშვილი

1.შეცილების უფლების ხანდაზმულობის ვადაა 1 წელი, რომელიც აითვლება სასამართლოს მიერ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების გამოტანის თარიღიდან.

2.შეცილების განხორციელებისას მტკიცების ტვირთი შეცილების უფლების განმახორციელებელ პირს ეკისრება.

3.თუ მოვალე ბრალეულად გააჭიანურებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით სასამართლოსთვის მიმართვას, საპირისპიროს დამტკიცებამდე მიიჩნევა, რომ იგი გადახდისუუნარობის მასის შემცირების/კრედიტორისთვის ზიანის მიყენების განზრახვით მოქმედებდა.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განზრახვის არსებობის დადგენისას სასამართლო აფასებს: ა) იყო თუ არა სარგებლის მიმღები მოვალე ან პირდაპირ ან არაპირდაპირ მოვალესთან დაკავშირებული პირი; ბ) ინარჩუნებს თუ არა მოვალე განკარგულ ქონებაზე რეალურ ეკონომიკურ კონტროლს; გ) განხორციელდა თუ არა მოვალის ყველა ან არსებითად ყველა აქტივის განკარგვა მცირე დროში; დ) განხორციელდა თუ არა მოვალის ქონების განკარგვა კრედიტორის მიერ მოვალის მიმართ არსებული მოთხოვნის აღსრულების შესახებ გაფრთხილების წარდგენის ან მოვალის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შემდეგ; ე) განხორციელდა თუ არა მოვალის ქონების განკარგვა მოვალის მიერ მნიშვნელოვანი ოდენობის ვალის აღების პარალელურად; ვ) ნებისმიერ სხვა გარემოებას, რომელიც შეიძლება აღნიშნული განზრახვის არსებობაზე მიუთითებდეს.

5.სასამართლო შეცილების შესახებ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, თუ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე დაამტკიცებს, რომ: ა) მოვალე და შეცილების მოწინააღმდეგე მხარე კეთილსინდისიერად მოქმედებდნენ და საცილო ქმედება მოვალესა და შეცილების მოწინააღმდეგე მხარეს შორის არსებულ ჩვეულებრივ სამეწარმეო ურთიერთობას ან კონკრეტულ სავაჭრო ჩვეულებებსა და ტრადიციებს შეესაბამებოდა; ბ) საცილო ქმედების განხორციელების შემდეგ შეცილების მოწინააღმდეგე მხარე მოვალეს შესაბამისი ღირებულების ნივთს გადასცემს ან მოვალის ქონებას სხვაგვარად შეავსებს; გ) შეცილების მოწინააღმდეგე მესამე პირმა, რომელიც არ არის მოვალესთან დაკავშირებული პირი ან/და კრედიტორი, არ იცოდა და მას არც შეიძლებოდა სცოდნოდა მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ.

6.ამ თავის მიზნებისთვის პირი მოვალესთან დაკავშირებულ პირად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისთვის აღნიშნულ პირსა და მოვალეს შორის ამ კანონით გათვალისწინებული ურთიერთობა შეწყვეტილია, მაგრამ ის არსებობდა საცილო ქმედების განხორციელების დროს ან მის განხორციელებამდე 3 თვის განმავლობაში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
173698479392634664818922067
მნიშვნელობით ახლოსრეაბილიტაციისა და კრედ…საქართველოს სამოქალაქო…მომხმარებლის უფლებების…საზღვაო კოდექსისაქართველოს საგადასახა…მეწარმეთა შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №5 · ბოლოს შემოწმდა