საჯარო შესყიდვების შესახებ

მუხლი 77. დისკვალიფიკაციის დამატებითი საფუძვლები

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.შემსყიდველი ორგანიზაცია, გარდა ამ კანონის 58-ე მუხლით გათვალისწინებული დისკვალიფიკაციის საფუძვლებისა, კანდიდატის/პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ახდენს, თუ არსებობს უფლებამოსილი სამართალდამცავი ორგანოს/სასამართლოს ინფორმაცია, რომ კანდიდატი/პრეტენდენტი ან პირი, რომელიც არის მისი მმართველი ორგანოს ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რწმუნებული ან პირი, რომელსაც უფლება აქვს, შვილობილი საწარმოს საქმიანობაში ეკონომიკურ ოპერატორს წარმოადგენდეს, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაშია ბრალდებული.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისკვალიფიკაციის საფუძვლები ეხება აგრეთვე: ა) ეკონომიკური ოპერატორის წევრს, თუ ეკონომიკური ოპერატორი პირთა გაერთიანებაა; ბ) ქვეკონტრაქტორს – ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში; გ) სხვა ეკონომიკურ ოპერატორს, რომლის შესაძლებლობებსაც ეყრდნობა ეკონომიკური ოპერატორი ამ კანონის 63-ე მუხლის შესაბამისად.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი სამართალდამცავი ორგანოსგან/სასამართლოსგან ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების წესი დგინდება სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია აგრეთვე სააგენტოსთვის.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
21⁸⁴3213710³2713⁶46412058635977
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო შესყიდვების შეს…სახელმწიფო შესყიდვების…სახელმწიფო შესყიდვების…საქართველოს ადმინისტრა…ენერგეტიკისა და წყალმო…პროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა