სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ

მუხლი 15. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და განახლება

რედაქცია №19კონსოლიდირებული · 24 ივნ. 2005

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ლიცენზიის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ, თუ ლიცენზიის მფლობელი არღვევს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს.

2.ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესით.

3.გადაუდებლობის შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ან კერძო ინტერესებს, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის დაუცველად მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ და ვალდებულია ლიცენზიის მფლობელს არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა შეატყობინოს ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან მისი შეჩერების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.

4.ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებაში მიუთითებს კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს, რომელთა შესრულებაც (გამოსწორებაც) გამოიწვევს ლიცენზიის მოქმედების განახლებას.

5.ლიცენზიის მოქმედება შეჩერდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების შესრულებამდე (გამოსწორებამდე), მაგრამ გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 3 თვისა. ამ ვადის გაგრძელება დასაშვებია ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით ლიცენზიის გაუქმების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დაწყებასთან ერთად.

6.ლიცენზიის მოქმედება განახლდება ლიცენზიის მოქმედების შეჩერებისათვის ამ კანონით დადგენილი წესით. ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია ლიცენზიის მოქმედების განახლების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების დასრულებამდე, წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით განაახლოს ლიცენზიის მოქმედება.

7.ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან განახლების შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში (თანამდებობის პირთან) ან სასამართლოში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 26 ივლ. 2002 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1625⁸25⁹81622¹22547374871615
მითითებამნიშვნელობით ახლოსსამეწარმეო საქმიანობის…მაუწყებლობის შესახებლიცენზიებისა და ნებართ…ენერგეტიკისა და წყალმო…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს აღმასრულებ…