Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკანავთობისა და გაზის შესახებმუხლი 25⁹

ნავთობისა და გაზის შესახებ

მუხლი 25⁹. საქმიანობის ლიცენზიის სხვა პირისათვის გადაცემა

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 12 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი სააგენტოსათვის 30 დღით ადრე წერილობით შეტყობინების შემდეგ უფლებამოსილია, საქმიანობის ლიცენზიით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები ნაწილობრივ ან მთლიანად გადასცეს აფილირებულ კომპანიას. ასეთ შემთხვევაში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი პასუხისმგებელია აფილირებული კომპანიისათვის გადაცემული მოვალეობების შესრულებისათვის.

2.საქმიანობის ლიცენზიის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული გარიგების საფუძველზე ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ თქვას უარი საქმიანობის ლიცენზიაზე ამ პირის სასარგებლოდ.

3.საქმიანობის ლიცენზიაზე უარის თქმის მიზნით საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს. განცხადებას უნდა დაერთოს მესამე პირის განაცხადი და საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ამ კანონითა და სააგენტოს ნორმატიული აქტებით განსაზღვრული სხვა დოკუმენტაცია. მესამე პირისათვის საქმიანობის ლიცენზიის გადაცემის მომენტიდან წინა ლიცენზია მთლიანად ან ნაწილობრივ ძალადაკარგულად მიიჩნევა.

4.სააგენტო განიხილავს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას და იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის გაცემის, გაცემაზე უარის თქმის ან ისეთი ცვლილებით გაცემის შესახებ, რომელიც შეესაბამება ამ კანონსა და სააგენტოს ნორმატიულ აქტებს. სააგენტო გასცემს საქმიანობის ლიცენზიას, თუ დაასკვნა, რომ: ა) განმცხადებელს აქვს საკმარისი ფინანსური და ტექნიკური რესურსები და შესაბამისი გამოცდილება (კვალიფიკაცია), რათა წარმართოს საქმიანობის ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა და შეასრულოს მისთვის გადაცემული მოვალეობები; ბ) განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო პროგრამა საკმარისია წინა ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის წარსამართავად, შეცვლილი პირობების, მათ შორის, ფასების, საბაზრო მოთხოვნის, ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების მიწოდების შესაძლებლობის ან სხვა შესაბამისი ეკონომიკური ფაქტორის გათვალისწინებით.

5.მესამე პირისათვის გადაცემული საქმიანობის ლიცენზია მოქმედებს წინა ლიცენზიის მოქმედების დარჩენილი ვადით.

6.სააგენტოს წინასწარი წერილობითი თანხმობით საქმიანობის ლიცენზიის მფლობელს უფლება აქვს გამოიყენოს ლიცენზიით მინიჭებული უფლებები, როგორც ამ ლიცენზიით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო დაფინანსების მოპოვების გარანტია. საქართველოს 2002 წლის 25 დეკემბრის კანონი №1853-სსმI, №3, 17.01.2003წ.,მუხ.9 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3172-სსმI, №17, 30.05.2006წ., მუხ.116 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4292-სსმI, №1, 03.01.2007წ., მუხ.4

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №18 · ძალაშია 12 აპრ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 მაი. 1999 – 17 იან. 2003 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 3 იან. 2007

    25⁹ მუხლის 1-ელ, მე-3, მე-4 და მე-6 პუნქტებში კომისია შეცვლილია სააგენტოთი, მე-5 პუნქტი კი ახლებურად ჩამოყალიბდა და ადგენს, რომ ლიცენზია მოქმედებს წინა ლიცენზიის დარჩენილი ვადით.

  2. 1 ივნ. 2006· გამოქვეყნდა 30 მაი. 2006

    25⁹ მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვა „რომლებიც“ შეიცვალა სიტყვით „რომელიც“; ეს გრამატიკული შესწორებაა ცვლილებით ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ფორმულირებაში.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 25⁸შემდეგი მუხლი 26

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 ივნ. 2025 · №33

  • 2 ცვლილება · ბოლო 3 იან. 2007
  • 5 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ნავთობისა და გაზის შესახებ

  • 22ინვესტორის მიერ უფლება-მოვალეობების სხვა პირისათვის გადაცემა
  • 25⁸საქმიანობის ან საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და შეწყვეტა
  • 30²საქმიანობის არსებული ლიცენზია

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ

  • 16საქმიანობის ლიცენზიის ამოქმედება და მოქმედების ვადა
  • 20სარგებლობის ლიცენზიის მთლიანად ან ნაწილის გადაცემა. სარგებლობის ლიცენზიასთან დაკავშირებული სხვა საკითხები
  • 10საქმიანობის ლიცენზიის გაცემის ზოგადი წესი

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 26ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ფუნქციების დელეგირება

დაზღვევის შესახებ

  • 25უარი ლიცენზიის გაცემაზე
  • 22სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირება
  • 27¹სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმება

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 4ლიცენზირების შესახებ გადაწყვეტილება

მაუწყებლობის შესახებ

  • 41ლიცენზიის გაცემის წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2225⁸30²162010252227¹4142625⁹
მნიშვნელობით ახლოსნავთობისა და გაზის შეს…ლიცენზიებისა და ნებართ…საინვესტიციო ფონდების …დაზღვევის შესახებკომერციული ბანკების სა…მაუწყებლობის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 ივნ. 2025 · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026