Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებმუხლი 4

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

მუხლი 4. კანონის პრინციპები

რედაქცია №27 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ადამიანის უფლებათა სამართალიტელეკომუნიკაციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.ეროვნული მარეგულირებელი ორგანო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს დამოუკიდებლობის, საჯაროობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებით.

2.დაუშვებელია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობაში ჩარევა, ამ საქმიანობის კონტროლი და აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონით.

3.დამოუკიდებლობის განმსაზღვრელი ძირითადი პრინციპებია: ა) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიმართ ნებისმიერი სახის კონტროლის დაუშვებლობა; ანგარიშის მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტისათვის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა შესაბამისი კანონით დადგენილი წესით; ბ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს და კომისიის წევრის პასუხისმგებლობის განსაზღვრა სასამართლოს მეშვეობით, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი; გ) კომისიის წევრთა დანიშვნა მხოლოდ შესაბამისი კანონით დადგენილი წესით; დ) შესაბამისი კანონით მინიჭებული საჯარო ფუნქციების (მათ შორის, ლიცენზიის მფლობელთა და მომხმარებელთა ინტერესების დაბალანსების ფუნქციის) სხვა ორგანოებისა და კერძო სამართლის პირებისათვის გადაცემის დაუშვებლობა. ე) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს სამართლებრივი გამიჯვნა და ფუნქციური დამოუკიდებლობა ნებისმიერი საჯარო დაწესებულებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისაგან; ვ) შესაბამის რეგულირებულ სფეროში მარეგულირებელი უფლებამოსილების განხორციელებისას ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წევრისა და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატში დასაქმებული პირის დამოუკიდებლობა ნებისმიერი საჯარო ან კომერციული ინტერესისაგან, მათ შორის, სამთავრობო ან სხვა საჯარო დაწესებულებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის ზეგავლენისაგან; ზ) ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილი წესითა და პირობებით თავისი ფუნქციების შესრულებისათვის ნებისმიერი პოლიტიკური ორგანოსაგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების, საკუთარი განცალკევებული წლიური ბიუჯეტის ქონისა და დამოუკიდებლად განკარგვის, საკუთარი ადეკვატური ადამიანური და ფინანსური რესურსების ქონის უფლება.

4.თუ ორგანო, შესაბამისი კანონის თანახმად, არ მოქმედებს ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ყველა პრინციპით ერთდროულად ან მოქმედებს განსხვავებული წესებითა თუ პროცედურებით, იგი არ ჩაითვლება ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოდ.

5.ეროვნული მარეგულირებელი ორგანო ვალდებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის IX თავით დადგენილი წესით მოაწყოს საჯარო განხილვები სალიცენზიო და სატარიფო უფლებამოსილებების განხორციელების თაობაზე. ასეთი პროცედურის გარეშე გადაწყვეტილების მიღება იწვევს აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილობას.

6.ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის უფლება აქვს მხოლოდ სასამართლოს, ამ კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესით.

7.ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებულ გადაწყვეტილებებზე. საქართველოს 2013 წლის 20 ნოემბრის კანონი №15 84 - ვებგვერდი, 03 .1 2 .2013წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5649 – ვებგვერდი, 27.12.2019წ. თავი II. უფლებამოსილებათა ძირითადი მახასიათებლები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №24 · ძალაშია 27 დეკ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 27 დეკ. 2019
  2. 3 დეკ. 2013

    მე-4 მუხლში მარეგულირებელი ორგანოს სახელწოდება ეროვნულით შეიცვალა; მე-3 პუნქტში ანგარიშის ადრესატებს დაემატა მთავრობა, ხოლო პასუხისმგებლობის სასამართლოს მეშვეობით განსაზღვრას დაემატა დათქმა „თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი“.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 3შემდეგი მუხლი 5

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ქსელის ნეიტრალიტეტისერვისის გვერდი
  • ქსელის ნეიტრალიტეტისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №27

  • 2 ცვლილება · ბოლო 27 დეკ. 2019
  • 5 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 18

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 6დამოუკიდებლობა
  • 1კანონის მიზნები
  • 5ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს შექმნის წესი და უფლებამოსილება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

  • 19კომისიის დამოუკიდებლობა
  • 5ენერგეტიკული საქმიანობის მარეგულირებელი ზოგადი პრინციპები

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

  • 59უფლებამოსილი პირის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ძირითადი პრინციპები

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ

  • 6სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 83საბჭო

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 4ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა
  • 68ადმინისტრირების ნორმები

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 4 (დანართი 1)სახელმწიფო კონტროლის ძირითადი მექანიზმის განხორციელების პრინციპები

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 2კანონის რეგულირების სფერო

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18615468594 (და…61952834
მითითებამნიშვნელობით ახლოსეროვნული მარეგულირებელ…ენერგეტიკისა და წყალმო…სურსათის/ცხოველის საკვ…საჯარო სამართლის იურიდ…საჯარო შესყიდვების შეს…საქართველოს ეროვნული ბ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №27 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026