ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

მუხლი 19. კომისიის დამოუკიდებლობა

რედაქცია №16 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მარეგულირებელი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას კომისია დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებითა და ენერგეტიკული საქმიანობის რეგულირების სფეროში არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით.

2.კომისიის წევრები და აპარატის თანამშრომლები, კომისიის კომპეტენციის სფეროსთვის საქართველოს კანონმდებლობით მიკუთვნებული ფუნქციების განხორციელებისას უნდა აკმაყოფილებდნენ მათ მიმართ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ დამოუკიდებლობის მოთხოვნებს.

3.დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებამ არ უნდა შეზღუდოს მჭიდრო თანამშრომლობა კომისიასა და საქართველოს სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებს შორის, ან ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული ენერგეტიკული პოლიტიკის ზოგადი პრინციპები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს ეწინააღმდეგება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს ან უკავშირდება იმ ვალდებულებებსა და მარეგულირებელ ფუნქციებს, რომლებიც კომისიისთვისაა დაკისრებული.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. მარეგულირებელი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას კომისია დამოუკიდებელია და ხელმძღვანელობს ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებითა და ენერგეტიკული საქმიანობის რეგულირების სფეროში არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით. 2. კომისიის წევრები და აპარატის თანამშრომლები, კომისიის კომპეტენციის სფეროსთვის საქართველოს კანონმდებლობით მიკუთვნებული ფუნქციების განხორციელებისას უნდა აკმაყოფილებდნენ მათ მიმართ „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ დამოუკიდებლობის მოთხოვნებს. 3. დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულებამ არ უნდა შეზღუდოს მჭიდრო თანამშრომლობა კომისიასა და საქართველოს სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო უწყებებს შორის, ან ამ კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული ენერგეტიკული პოლიტიკის ზოგადი პრინციპები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს ეწინააღმდეგება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ პირობებს ან უკავშირდება იმ ვალდებულებებსა და მარეგულირებელ ფუნქციებს, რომლებიც კომისიისთვისაა დაკისრებული.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 17 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6476527167172830221419
მითითებამნიშვნელობით ახლოსენერგეტიკისა და წყალმო…ეროვნული მარეგულირებელ…მაუწყებლობის შესახებწყალმომხმარებელთა ორგა…საჯარო სამართლის იურიდ…განახლებადი წყაროებიდა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №16 · ბოლოს შემოწმდა