Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს ეროვნული ბანკის შესახებმუხლი 68

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

მუხლი 68. ადმინისტრირების ნორმები

რედაქცია №66 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:საბანკო შესაბამისობაციფრული ბანკინგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123455¹5²66¹6²78

1.ეროვნული ბანკისათვის ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები ხორციელდება თანასწორუფლებიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების საფუძველზე და შეესაბამება მიღებულ ადმინისტრირების ნორმებს.

2.ეროვნული ბანკი ვალდებულია თავი შეიკავოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების ისეთი მიზნის მისაღწევად გამოყენებისაგან, რომელიც ამ უფლებამოსილებებს არ შეესაბამება, ან გამოიყენოს თავისი უფლებები იმ დონეზე, რომელიც აღემატება შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად აუცილებელ ღონისძიებებს.

3.ამ კანონის დებულებების შესრულების მიზნით ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები მიუკერძოებლობის პრინციპს ექვემდებარება. მათი მოტივაცია ობიექტური და რაციონალური უნდა იყოს. ყველა გადაწყვეტილება სამართლებრივი ნორმების დაცვით უნდა სრულდებოდეს და დასახულ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს.

4.ეროვნული ბანკის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად.

5.ეროვნული ბანკის ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების შემთხვევაში დაუშვებელია ამ აქტის მოქმედების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, თუ ეროვნული ბანკი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

5¹.ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლო ეყრდნობა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ხარისხობრივ და რაოდენობრივ შეფასებებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეფასება აშკარა შეცდომას/ხარვეზს შეიცავს.

5².რეზოლუციის რეჟიმის შემოღების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების, ეროვნული ბანკის მიერ რეზოლუციის რეჟიმში მიღებული გადაწყვეტილების ან საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისას ეროვნულ ბანკს შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურება, რომელიც არ შეიძლება ანაზღაურდეს სარეზოლუციო ფონდიდან.

6.ეროვნული ბანკის არცერთ მოქმედ ან ყოფილ თანამშრომელს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისთვის ან უმოქმედობისთვის, თუ მან ეს ქმედება ჩაიდინა ან ამ ქმედების ჩადენისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაში, თუ მისი მოქმედი ან ყოფილი თანამშრომლის მოქმედება ან უმოქმედობა სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებით იყო განპირობებული, დაიცვას თანამშრომლის ინტერესები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თანამშრომლის მიმართ დავას ეროვნული ბანკი აწარმოებს), რაც შეიძლება გამოიხატოს თანამშრომლის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფით, დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებითა და სხვა ღონისძიებებით, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს თანამშრომლის ინტერესების დასაცავად. ეს პუნქტი დროებით ადმინისტრატორზე, სპეციალურ მმართველზე, ლიკვიდატორზე, დროებითი ბანკის ადმინისტრატორზე, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამის ადმინისტრატორსა და პროგრამის ლიკვიდატორზე ვრცელდება მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში.

6¹.(ამოღებულია - 10.03.2017, №436) .

6².(ამოღებულია - 10.03.2017, №436) .

7.ეროვნულ ბანკს სასამართლოს, სხვა ორგანოებისა და პირების წინაშე წარმოადგენს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები ან მათ მიერ უფლებამოსილი ეროვნული ბანკის მოხელე, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – სხვა პირი.

8.(ამოღებულია - 10.03.2017, №436) . საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის ორგანული კანონი № 4188 - ვებგვერდი, 10.09.2015წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის ორგანული კანონი №436 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის ორგანული კანონი №1894 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის ორგანული კანონი №5654 – ვებგვერდი, 31.12.2019წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის ორგანული კანონი №2137 – ვებგვერდი, 16.12.2022წ. თავი XII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

წინა მუხლი 66¹შემდეგი მუხლი 69

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • კაპიტალის ადეკვატურობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • რეგთექ გადაწყვეტილებები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მობილური ბანკინგის შესაბამისობასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-04-01 · №66

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს ადმინი… 17მუხლი 17

მიუთითებენ მასზე

კომერციული ბანკები… 37³

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 55²ეროვნული ბანკის სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელება
  • 4ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა
  • 15ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილებები

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 37¹¹რეზოლუციის სამართლებრივი გარანტიები

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 27ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

  • 14საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 26საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

მეწარმეთა შესახებ

  • 1კანონის

საქართველოს კონსტიტუცია

  • 68ეროვნული ბანკი

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 53საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 4კანონის პრინციპები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 9¹დარღვევები და სანქციები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4179¹6837³37¹¹1755²41512653142768
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ეროვნული ბ…კომერციული ბანკების სა…ფასიან ქაღალდებად გარდ…დემატერიალიზებული ფასი…იპოთეკით დაცული ობლიგა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026