ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

მუხლი 14. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის სფეროში საქმიანობის ლიცენზირებასთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნები

რედაქცია №13კონსოლიდირებული · 22 მაი. 2012

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ლიცენზირებას ექვემდებარება ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის შემდეგი სახეობები: ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების შექმნა, მომზადება, გადამუშავება, გაცემა, რეალიზაცია, შეძენა, გამოყენება, შემოტანა, გატანა, აგრეთვე ფსიქოტროპული ნივთიერებების წარმოება.

2.ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ლიცენზიას გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

3.ლიცენზირების წესს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4.ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის სახეობის შეცვლისას იურიდიული პირი ვალდებულია აიღოს ლიცენზია ახალ საქმიანობაზე.

5.ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ლიცენზიას გასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიცენზიის გაცემისას მოთხოვნილ უნდა იქნეს სერტიფიკატი შენობა-ნაგებობისა და სათავსის გამოყენებაზე და ლიცენზიის მაძიებელი პასუხისმგებელი პირის პროფესიული მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტი. ლიცენზია არ გაიცემა იმ პირზე, რომელიც მსჯავრდებული იყო (გარდა გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავრდებისა) ანდა იმყოფება ან იმყოფებოდა აღრიცხვაზე ნარკოლოგიურ დაწესებულებაში.

6.ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის სფეროში გაცემული ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და შეწყვეტა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 10 იან. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2733¹21204511¹8119413214
მნიშვნელობით ახლოსახალი ფსიქოაქტიური ნივ…ნარკოტიკული საშუალებებ…საქართველოს აღმასრულებ…წამლისა და ფარმაცევტულ…საქართველოს სისხლის სა…ორგანიზებული დანაშაული…