ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

მუხლი 4. პრეპარატების კონტროლის რეჟიმი

რედაქცია №13კონსოლიდირებული · 22 მაი. 2012

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პრეპარატებზე ვრცელდება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების მიმართ ამ კანონით წაყენებული ყველა მოთხოვნა და მათზე დაწესებულია კონტროლის ისეთივე რეჟიმი, როგორიც მათ შემადგენლობაში შემავალ ნივთიერებებზე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2.ნებადართულია კონტროლის რეჟიმის შერბილება ან მოხსნა საქართველოში რეგისტრირებულ პრეპარატებზე, თუ ისინი არ მოიხმარება უკანონოდ ან მცირეა მათი ბოროტად გამოყენების რისკი ან ტექნიკური საშუალებების გარეშე შეუძლებელია მათგან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების იმ ოდენობით გამოყოფა, რომლითაც შეიქმნება ამ ნივთიერებების უკანონო ბრუნვის საშიშროება, და ისინი თავისი შემადგენლობით ან სავაჭრო დასახელებით არ არის შეტანილი სიებში.

3.ნებადართულია კონტროლის რეჟიმის გამკაცრება ფსიქოაქტიური მოქმედების იმ სამკურნალო საშუალებებზე, რომლებიც არ მიეკუთვნებიან და არ შეიცავენ ამ კანონით გათვალისწინებულ ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, მაგრამ მათი მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას ან/და ართულებს ქვეყანაში შექმნილ ნარკოვითარებას.

4.ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებების ნუსხასა და ბრუნვის წესებს ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. საქართველოს 2003 წლის 22 ივლისის კანონი №2556 - სსმ I, №24, 20.08.2003 წ., მუხ.181

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 10 იან. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 20 აგვ. 2003

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
27326464521201534244
მნიშვნელობით ახლოსნარკოტიკული საშუალებებ…წამლისა და ფარმაცევტულ…საქართველოს სისხლის სა…ახალი ფსიქოაქტიური ნივ…ნარკოტიკული დანაშაულის…საქართველოს ადმინისტრა…