Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სარკინიგზო კოდექსიმუხლი 37⁷

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 37⁷. კომპენსაცია სარკინიგზო საწარმოს მიზეზით გამოწვეული დაგვიანებისთვის

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:მგზავრის უფლებებისამშენებლო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.მგზავრს უფლება აქვს, მიიღოს კომპენსაცია სარკინიგზო საწარმოს მიზეზით გამოწვეული დაგვიანებისთვის, თუ იგი იგვიანებს ბილეთში მითითებული გამგზავრების პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე გადაადგილებისას და ბილეთის საფასური ანაზღაურებული არ არის ამ კოდექსის 37 6 მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, მას უნარჩუნდება მგზავრობის უფლება. აღნიშნულ შემთხვევაში მგზავრისთვის გადასახდელი კომპენსაციის მინიმალური ოდენობაა: ა) ბილეთის საფასურის 25% − 60 წუთიდან 120 წუთამდე დაგვიანებისთვის; ბ) ბილეთის საფასურის 50% − 120 წუთით ან უფრო მეტი ხნით დაგვიანებისთვის.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სააბონემენტო ბილეთის ან სეზონური ბილეთის მქონე მგზავრზე. სააბონემენტო ბილეთის ან სეზონური ბილეთის მოქმედების ვადის განმავლობაში დაგვიანების ან მომსახურების გაუქმების შემთხვევის განმეორებისას მგზავრს უფლება აქვს, მიიღოს კომპენსაცია სარკინიგზო საწარმოს საკომპენსაციო პირობების შესაბამისად. ამ პირობებით დადგენილი უნდა იყოს დაგვიანების განსაზღვრისა და კომპენსაციის გაანგარიშების კრიტერიუმები. თუ სააბონემენტო ბილეთის ან სეზონური ბილეთის მოქმედების ვადის განმავლობაში 60 წუთზე ნაკლები დროით დაგვიანების შემთხვევა მეორდება, შესაძლებელია ეს შემთხვევები კუმულაციურად აღირიცხოს და მგზავრმა კომპენსაცია მიიღოს სარკინიგზო საწარმოს საკომპენსაციო პირობების შესაბამისად.

3.დაგვიანებისთვის კომპენსაცია გაანგარიშდება მგზავრის მიერ გადახდილი ბილეთის საფასურის მთლიანი ოდენობიდან. თუ მგზავრის გადაყვანის შესახებ ხელშეკრულება ორმხრივ მგზავრობას გულისხმობს, მიმავალი ან დასაბრუნებელი რეისის დაგვიანებისთვის კომპენსაცია გაანგარიშდება ბილეთში მითითებული მგზავრობის ამ კონკრეტული ნაწილის ღირებულებიდან. თუ ბილეთში მგზავრობის ცალკეული ნაწილების ღირებულებები მითითებული არ არის, კომპენსაცია გაანგარიშდება ბილეთის საფასურის ნახევარი ოდენობიდან. დაგვიანებული მომსახურების ღირებულება, რომელიც გათვალისწინებულია მგზავრის გადაყვანის შესახებ ხელშეკრულების ნებისმიერი სხვა ფორმით და მგზავრს აძლევს ორ ან ორზე მეტ თანამიმდევრულ მონაკვეთზე მგზავრობის უფლებას, გაანგარიშდება ბილეთის მთლიანი საფასურის ოდენობის პროპორციულად.

4.ბილეთის საფასურისთვის კომპენსაცია გადახდილი უნდა იქნეს მისი მოთხოვნიდან 30 დღის ვადაში. კომპენსაცია მოთხოვნილი უნდა იქნეს დაგვიანებული ან გაუქმებული რეისის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 10 დღის ვადაში. მგზავრის თანხმობის შემთხვევაში კომპენსაცია შეიძლება გაიცეს აგრეთვე ვაუჩერის სახით ან/და რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის სხვა, შესაბამისი მომსახურების მიწოდებით.

5.სარკინიგზო საწარმო უფლებამოსილია დააწესოს კომპენსაციის მინიმალური ზღვარი, რომელიც აღემატება ამ მუხლით განსაზღვრულ ოდენობას.

6.მგზავრს არ აქვს კომპენსაციის მიღების უფლება, თუ მას დაგვიანების შესახებ ინფორმაცია ბილეთის ყიდვამდე მიეწოდა ან თუ იგი სხვა მომსახურების ფარგლებში მგზავრობის გაგრძელების ან მარშრუტის შეცვლის გამო 60 წუთზე ნაკლები დროით იგვიანებს.

7.სარკინიგზო საწარმო ვალდებული არ არის, მგზავრს გადაუხადოს კომპენსაცია, თუ მგზავრის გადაყვანის შესახებ ხელშეკრულებაში (ბილეთში) მითითებულ დანიშნულების პუნქტში ჩასვლის დაგვიანება, მომსახურების შეწყვეტა ან მგზავრის მიერ გადასასხდომ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაზე დაგვიანება გამოწვეულია ერთ-ერთი შემდეგი გარემოებით: ა) საგანგებო გარემოებით, რომელსაც რკინიგზის საქმიანობასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს (არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობა, სტიქიური მოვლენა, ეპიდემია ან სხვა მიზეზი), თუ ეს გარემოება უშუალოდ ახდენს გავლენას შესაბამისი მომსახურების გაწევაზე და სარკინიგზო საწარმო აღნიშნულ გარემოებას ან მის შედეგებს თავიდან ვერ აიცილებდა, მიუხედავად იმისა, რომ მან განახორციელა საჭირო ძალისხმევა ამ გარემოების თავისებურების გათვალისწინებით; ბ) მგზავრის ბრალით; გ) მესამე პირის ქმედებით (ადამიანის ლიანდაგზე ყოფნა, ელექტროგაყვანილობის ქურდობა, მატარებელში საგანგებო სიტუაციის არსებობა, სამართალდამცავი ორგანოს მიერ ღონისძიების განხორციელება, საბოტაჟი, ტერორიზმი ან სხვა შემთხვევა), თუ ეს ქმედება უშუალოდ ახდენს გავლენას შესაბამისი მომსახურების გაწევაზე და სარკინიგზო საწარმო აღნიშნულ ქმედებას ან მის შედეგებს თავიდან ვერ აიცილებდა, მიუხედავად იმისა, რომ მან განახორციელა საჭირო ძალისხმევა ამ ქმედების თავისებურების გათვალისწინებით.

8.ამ მუხლის მე-7 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ ქმედებებზე: სარკინიგზო საწარმოს პერსონალის გაფიცვა, იმავე სარკინიგზო ინფრასტრუქტურით მოსარგებლე სხვა სარკინიგზო საწარმოს მოქმედება ან უმოქმედობა, ინფრასტრუქტურის მენეჯერის ან რკინიგზის სადგურის მენეჯერის მოქმედება ან უმოქმედობა.

9.სარკინიგზო საწარმოს მიზეზით გამოწვეული დაგვიანების შემთხვევისთვის დამატებითი მოთხოვნები და ვალდებულებები განისაზღვრება რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესით. საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №508 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.

რედაქციების შედარება

1. მგზავრს უფლება აქვს, მიიღოს კომპენსაცია სარკინიგზო საწარმოს მიზეზით გამოწვეული დაგვიანებისთვის, თუ იგი იგვიანებს ბილეთში მითითებული გამგზავრების პუნქტიდან დანიშნულების პუნქტამდე გადაადგილებისას და ბილეთის საფასური ანაზღაურებული არ არის ამ კოდექსის 37 6 მუხლის შესაბამისად. ამასთანავე, მას უნარჩუნდება მგზავრობის უფლება. აღნიშნულ შემთხვევაში მგზავრისთვის გადასახდელი კომპენსაციის მინიმალური ოდენობაა: ა) ბილეთის საფასურის 25% − 60 წუთიდან 120 წუთამდე დაგვიანებისთვის; ბ) ბილეთის საფასურის 50% − 120 წუთით ან უფრო მეტი ხნით დაგვიანებისთვის. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სააბონემენტო ბილეთის ან სეზონური ბილეთის მქონე მგზავრზე. სააბონემენტო ბილეთის ან სეზონური ბილეთის მოქმედების ვადის განმავლობაში დაგვიანების ან მომსახურების გაუქმების შემთხვევის განმეორებისას მგზავრს უფლება აქვს, მიიღოს კომპენსაცია სარკინიგზო საწარმოს საკომპენსაციო პირობების შესაბამისად. ამ პირობებით დადგენილი უნდა იყოს დაგვიანების განსაზღვრისა და კომპენსაციის გაანგარიშების კრიტერიუმები. თუ სააბონემენტო ბილეთის ან სეზონური ბილეთის მოქმედების ვადის განმავლობაში 60 წუთზე ნაკლები დროით დაგვიანების შემთხვევა მეორდება, შესაძლებელია ეს შემთხვევები კუმულაციურად აღირიცხოს და მგზავრმა კომპენსაცია მიიღოს სარკინიგზო საწარმოს საკომპენსაციო პირობების შესაბამისად. 3. დაგვიანებისთვის კომპენსაცია გაანგარიშდება მგზავრის მიერ გადახდილი ბილეთის საფასურის მთლიანი ოდენობიდან. თუ მგზავრის გადაყვანის შესახებ ხელშეკრულება ორმხრივ მგზავრობას გულისხმობს, მიმავალი ან დასაბრუნებელი რეისის დაგვიანებისთვის კომპენსაცია გაანგარიშდება ბილეთში მითითებული მგზავრობის ამ კონკრეტული ნაწილის ღირებულებიდან. თუ ბილეთში მგზავრობის ცალკეული ნაწილების ღირებულებები მითითებული არ არის, კომპენსაცია გაანგარიშდება ბილეთის საფასურის ნახევარი ოდენობიდან. დაგვიანებული მომსახურების ღირებულება, რომელიც გათვალისწინებულია მგზავრის გადაყვანის შესახებ ხელშეკრულების ნებისმიერი სხვა ფორმით და მგზავრს აძლევს ორ ან ორზე მეტ თანამიმდევრულ მონაკვეთზე მგზავრობის უფლებას, გაანგარიშდება ბილეთის მთლიანი საფასურის ოდენობის პროპორციულად. 4. ბილეთის საფასურისთვის კომპენსაცია გადახდილი უნდა იქნეს მისი მოთხოვნიდან 30 დღის ვადაში. კომპენსაცია მოთხოვნილი უნდა იქნეს დაგვიანებული ან გაუქმებული რეისის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 10 დღის ვადაში. მგზავრის თანხმობის შემთხვევაში კომპენსაცია შეიძლება გაიცეს აგრეთვე ვაუჩერის სახით ან/და რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის სხვა, შესაბამისი მომსახურების მიწოდებით. 5. სარკინიგზო საწარმო უფლებამოსილია დააწესოს კომპენსაციის მინიმალური ზღვარი, რომელიც აღემატება ამ მუხლით განსაზღვრულ ოდენობას. 6. მგზავრს არ აქვს კომპენსაციის მიღების უფლება, თუ მას დაგვიანების შესახებ ინფორმაცია ბილეთის ყიდვამდე მიეწოდა ან თუ იგი სხვა მომსახურების ფარგლებში მგზავრობის გაგრძელების ან მარშრუტის შეცვლის გამო 60 წუთზე ნაკლები დროით იგვიანებს. 7. სარკინიგზო საწარმო ვალდებული არ არის, მგზავრს გადაუხადოს კომპენსაცია, თუ მგზავრის გადაყვანის შესახებ ხელშეკრულებაში (ბილეთში) მითითებულ დანიშნულების პუნქტში ჩასვლის დაგვიანება, მომსახურების შეწყვეტა ან მგზავრის მიერ გადასასხდომ სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებაზე დაგვიანება გამოწვეულია ერთ-ერთი შემდეგი გარემოებით: ა) საგანგებო გარემოებით, რომელსაც რკინიგზის საქმიანობასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს (არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობა, სტიქიური მოვლენა, ეპიდემია ან სხვა მიზეზი), თუ ეს გარემოება უშუალოდ ახდენს გავლენას შესაბამისი მომსახურების გაწევაზე და სარკინიგზო საწარმო აღნიშნულ გარემოებას ან მის შედეგებს თავიდან ვერ აიცილებდა, მიუხედავად იმისა, რომ მან განახორციელა საჭირო ძალისხმევა ამ გარემოების თავისებურების გათვალისწინებით; ბ) მგზავრის ბრალით; გ) მესამე პირის ქმედებით (ადამიანის ლიანდაგზე ყოფნა, ელექტროგაყვანილობის ქურდობა, მატარებელში საგანგებო სიტუაციის არსებობა, სამართალდამცავი ორგანოს მიერ ღონისძიების განხორციელება, საბოტაჟი, ტერორიზმი ან სხვა შემთხვევა), თუ ეს ქმედება უშუალოდ ახდენს გავლენას შესაბამისი მომსახურების გაწევაზე და სარკინიგზო საწარმო აღნიშნულ ქმედებას ან მის შედეგებს თავიდან ვერ აიცილებდა, მიუხედავად იმისა, რომ მან განახორციელა საჭირო ძალისხმევა ამ ქმედების თავისებურების გათვალისწინებით. 8. ამ მუხლის მე-7 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება შემდეგ ქმედებებზე: სარკინიგზო საწარმოს პერსონალის გაფიცვა, იმავე სარკინიგზო ინფრასტრუქტურით მოსარგებლე სხვა სარკინიგზო საწარმოს მოქმედება ან უმოქმედობა, ინფრასტრუქტურის მენეჯერის ან რკინიგზის სადგურის მენეჯერის მოქმედება ან უმოქმედობა. 9. სარკინიგზო საწარმოს მიზეზით გამოწვეული დაგვიანების შემთხვევისთვის დამატებითი მოთხოვნები და ვალდებულებები განისაზღვრება რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის წესით. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 მაისიდან)] საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №508 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 მაი. 2026· გამოქვეყნდა 1 მაი. 2025
წინა მუხლი 37⁶შემდეგი მუხლი 38

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დავა დაკარგული ბარგზესერვისის გვერდი
  • მგზავრის კომპენსაციის პრეტენზიებისერვისის გვერდი
  • პროექტის დაგვიანების სარჩელისერვისის გვერდი
  • სამშენებლო დაგვიანების მოთხოვნებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №17

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-05-01
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 37⁶

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 37⁶ბილეთის საფასურის ანაზღაურება და მარშრუტის შეცვლა
  • 53პრეტენზიის წარდგენა
  • 47პასუხისმგებლობა ტვირთის დანიშნულების ადგილზე დაგვიანებით მიტანისათვის

ტურიზმის შესახებ

  • 23ღირებულების შემცირება და ზიანის ანაზღაურება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 662მოგზაურობის ხარვეზით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
  • 704რეგრესის უფლება ზიანის ანაზღაურებისას

საზღვაო კოდექსი

  • 366—
  • 175¹—

საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ

  • 8კომპენსაცია ინვესტიციის ჩამორთმევისას

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 9კომპენსაცია გაუთვალისწინებელი დაზიანების გამო

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 178¹შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით სარგებლობისათვის აუცილებელი პირობების შექმნისათვის თავის არიდება

სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ

  • 28კომპენსაციის ოდენობის გადაანგარიშება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
37⁶534728178¹366175¹662704892337⁷
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…ტურიზმის შესახებსაქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსისაინვესტიციო საქმიანობ…ადამიანის ორგანოთა გად…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026