საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 61. ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვა

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სარკინიგზო ქსელზე და რკინიგზის სადგურებში ტვირთსა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტებს იცავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომ − დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) რკინიგზასთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ მუშაობას, სახანძრო უსაფრთხოებაზე ზედამხედველობასა და ხანძრების ლიკვიდაციას უზრუნველყოფს რკინიგზა.

2.იმ ტვირთის ნუსხას, აგრეთვე სარკინიგზო ტრანსპორტის იმ ობიექტებს, რომელიც/რომლებიც დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაცვასა და თანხლებას მოითხოვს, ადგენს/განსაზღვრავს რკინიგზა დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი პასუხისმგებელია მისთვის ჩაბარებული ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვისთვის სათანადო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

3.იმ ტვირთს, რომელიც განსაკუთრებული პირობებით გადაიზიდება, იცავს და აცილებს ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებისა“ და „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის“ შესაბამისად. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1402 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სარკინიგზო ქსელზე და რკინიგზის სადგურებში ტვირთსა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტებს იცავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (შემდგომ − დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) რკინიგზასთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ მუშაობას, სახანძრო უსაფრთხოებაზე ზედამხედველობასა და ხანძრების ლიკვიდაციას უზრუნველყოფს რკინიგზა. 2. იმ ტვირთის ნუსხას, აგრეთვე სარკინიგზო ტრანსპორტის იმ ობიექტებს, რომელიც/რომლებიც დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაცვასა და თანხლებას მოითხოვს, ადგენს/განსაზღვრავს რკინიგზა დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი პასუხისმგებელია მისთვის ჩაბარებული ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვისთვის სათანადო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 3. იმ ტვირთს, რომელიც განსაკუთრებული პირობებით გადაიზიდება, იცავს და აცილებს ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები) „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესებისა“ და „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის“ შესაბამისად. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1402 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 24 მარ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6¹960211211¹2310451877 (და…61
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო საზღვრის რე…თავისუფლების ქარტიასაგზაო მოძრაობის შესახ…საავტომობილო ტრანსპორტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა