Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სარკინიგზო კოდექსიმუხლი 61¹

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 61¹. სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის, სარკინიგზო შემთხვევისა და ინციდენტის სამსახურებრივი მოკვლევის განხორციელება

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026
თემები:ინციდენტზე რეაგირებასამუშაო ადგილის გამოძიება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო (შემდგომ − მოკვლევის ბიურო) ახორციელებს სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის სამსახურებრივ მოკვლევას (შემდგომ − მოკვლევა), რომლის მიზანია სარკინიგზო უსაფრთხოების გაუმჯობესება და სარკინიგზო შემთხვევის პრევენცია. მოკვლევის მიზანი არ არის სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის, სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის დადგომისთვის პირის ბრალეულობის ან პასუხისმგებლობის დადგენა. მოკვლევა ხორციელდება სასამართლო, ადმინისტრაციული და საგამოძიებო ორგანოებისგან დამოუკიდებლად და მათთვის ხელის შეშლის გარეშე.

2.მოკვლევის ბიურო ფუნქციურად დამოუკიდებელია სააგენტოსგან, სარკინიგზო საწარმოსგან, ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სხვა პირისგან, რომლის ინტერესები ან/და ამოცანები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოკვლევის ბიუროს ინტერესებს ან მისთვის დაკისრებულ ამოცანებს ან/და გავლენას ახდენდეს მის ობიექტურობაზე.

3.მოკვლევის ბიურომ, სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის გარდა, შეიძლება განახორციელოს ისეთი სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევა, რომელსაც შეიძლებოდა სერიოზული სარკინიგზო შემთხვევა გამოეწვია. აღნიშნული შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მოკვლევის ბიურო. ამ გადაწყვეტილების მიღებისას მოკვლევის ბიურო ითვალისწინებს: ა) სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის მნიშვნელობასა და სიმძიმეს; ბ) იმას, არის თუ არა სარკინიგზო შემთხვევა ან ინციდენტი სარკინიგზო შემთხვევების ან ინციდენტების სერიის ნაწილი (რკინიგზის სისტემის კონტექსტში); გ) სარკინიგზო უსაფრთხოებაზე ზოგად გავლენას; დ) სააგენტოს, ინფრასტრუქტურის მენეჯერის ან სარკინიგზო საწარმოს მიმართვას.

4.მოკვლევის ბიუროს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს: ა) სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის, სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის ადგილზე, აგრეთვე მასში მონაწილე მოძრავ შემადგენლობასა და შესაბამის ინფრასტრუქტურასთან დაშვების/წვდომის უფლება; ბ) მტკიცებულებების შეგროვების უფლება (მათ შორის, შესაბამისი ექსპერტიზისთვის ან ანალიზისთვის სათანადო ინფრასტრუქტურის/მოძრავი შემადგენლობის დაზიანებული ნაწილების მოხსნის/ამოღების) უფლება; გ) მატარებელში არსებული ჩამწერი მოწყობილობის ჩანაწერისა და იმ აღჭურვილობის წვდომისა და გამოყენების უფლება, რომელიც დაკავშირებულია ვერბალური შეტყობინებების ჩაწერის, სიგნალიზაციისა და მოძრაობის კონტროლის სისტემის ექსპლუატაციის რეგისტრაციასთან; დ) მსხვერპლის ცხედრის ექსპერტიზის შედეგების წვდომის უფლება; ე) სერიოზულ სარკინიგზო შემთხვევაში, სარკინიგზო შემთხვევაში ან ინციდენტში მონაწილე მატარებლის პერსონალისა და სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერის სხვა პერსონალის გამოკვლევის შედეგების წვდომის უფლება; ვ) სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერის პერსონალისა და სხვა პირის გამოკითხვის უფლება; ზ) ინფრასტრუქტურის მენეჯერის, სარკინიგზო საწარმოს და სააგენტოს ხელთ არსებულ ნებისმიერ შესაბამის ინფორმაციასთან ან ჩანაწერთან დაშვების/წვდომის უფლება.

5.მოკვლევის ბიურო პასუხისმგებელია უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დაცვისთვის, რათა ეს ინფორმაცია გამჟღავნდეს მხოლოდ სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევის მიზნით. აღნიშნული მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს სათანადო გადაწყვეტილების საფუძველზე.

6.სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მომხდარ იმ ინციდენტს, რომელშიც არ იკვეთება სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის ან სარკინიგზო შემთხვევის დადგომის მაღალი ალბათობა, იკვლევს სარკინიგზო საწარმო ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერი. სარკინიგზო საწარმო ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი მოკვლევის ბიუროს ან სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგენს ინციდენტის მოკვლევის საბოლოო ანგარიშს.

7.ისეთი სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევისას, რომელიც სხვადასხვა უწყების კომპეტენციის სფეროს შეეხება, საქართველოს მთავრობამ შეიძლება შექმნას უწყებათაშორისი კომისია.

8.სარკინიგზო შემთხვევის ან სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის დადგომისას შესაბამისი შეტყობინება ეგზავნებათ სარკინიგზო ტრანსპორტის რეგისტრაციის, ექსპლუატანტის, დამპროექტებლის ან დამზადების სახელმწიფოებს. მათ უფლება აქვთ, შესაბამის მოკვლევაში მონაწილეობის მიზნით უფლებამოსილი წარმომადგენლები დანიშნონ.

9.სარკინიგზო საწარმო, ინფრასტრუქტურის მენეჯერი და სააგენტო ვალდებული არიან დაუყოვნებლივ შეატყობინონ მოკვლევის ბიუროს სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის, სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის შესახებ.

10.შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები და იურიდიული პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის ადგილის დაცვა და მოკვლევის ბიუროს მუშაობისთვის სათანადო პირობების შექმნა.

11.უნდა მომზადდეს მოკვლევის შესახებ ანგარიში სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის, სარკინიგზო შემთხვევის ან ინციდენტის სახეობისა და მნიშვნელობისთვის განსაზღვრული, შესაბამისი ფორმით, მოკვლევის შედეგების მნიშვნელობის გათვალისწინებით. ამ ანგარიშში უნდა აისახოს მოკვლევის მიზანი. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ანგარიში შეიძლება შეიცავდეს უსაფრთხოების რეკომენდაციებს.

12.ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული უსაფრთხოების რეკომენდაციები უნდა მიეცეს სააგენტოს, აგრეთვე, რეკომენდაციების სპეციფიკიდან გამომდინარე, − სხვა ორგანოს ან უწყებას.

13.მოკვლევასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

14.მოკვლევის განხორციელების წესი მტკიცდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

წინა მუხლი 61შემდეგი მუხლი 62

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სამსახურებრივი თაღლითობის ფაქტების მოკვლევა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შიდა გამოძიება2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უბედური შემთხვევების მოკვლევა (შრომის ინსპექცია)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-25 · №17

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 6¹სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, ამ სფეროს რეგულირება და ზედამხედველობა
  • 61ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვა

საზღვაო კოდექსი

  • 27²—
  • 27¹—

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

  • 5¹სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევა
  • 5ტრანსპორტის სფეროს სახელმწიფო მართვა

ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ

  • 22—

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 20ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების აღრიცხვა

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 7საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების უფლებამოსილებანი

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 147¹სამედიცინო გამოკვლევა

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 108(ამოღებულია)

შრომის ინსპექციის შესახებ

  • 5შრომის ინსპექციის სამსახურის მიზანი, ფუნქციები და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6¹615¹527²27¹22108147¹720561¹
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსიტრანსპორტის სფეროს მარ…ავტომოტოტრანსპორტის მფ…სამოქალაქო უსაფრთხოები…საქართველოს სარკინიგზო…საგზაო მოძრაობის შესახ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026