Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაზღვაო კოდექსიმუხლი 27²

საზღვაო კოდექსი

მუხლი 27²

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:პორტის ოპერაციებისაზღვაო უსაფრთხოებაინციდენტზე რეაგირებასამუშაო ადგილის გამოძიება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011121314

1.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო (შემდგომ − მოკვლევის ბიურო) ახორციელებს ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის და სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის სამსახურებრივ მოკვლევას (შემდგომ − მოკვლევა), რომლის მიზანია საზღვაო უსაფრთხოების გაუმჯობესება და საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის პრევენცია. მოკვლევის მიზანი არ არის საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის დადგომისთვის პირის ბრალეულობის ან პასუხისმგებლობის დადგენა. მოკვლევა ხორციელდება სასამართლო, ადმინისტრაციული და საგამოძიებო ორგანოებისგან დამოუკიდებლად და მათთვის ხელის შეშლის გარეშე. 1​ 1 . შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევისა და ინციდენტის მოკვლევას ახორციელებს შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემის ექსპლუატანტი ან/და მოკვლევის ბიურო.

2.მოკვლევის ბიურო ფუნქციურად დამოუკიდებელია სააგენტოსგან, გემთმფლობელისა და სხვა პირებისგან, რომელთა ინტერესები ან/და ამოცანები შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მოკვლევის ბიუროს ინტერესებს ან მისთვის დაკისრებულ ამოცანებს ან/და გავლენას ახდენდეს მის ობიექტურობაზე.

3.მოკვლევის ბიურომ, ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის და სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის გარდა, შეიძლება განახორციელოს აგრეთვე ნაკლებად სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის მოკვლევა. ამ დროს მოკვლევის ბიურო აფასებს, რამდენად მნიშვნელოვანია მოკვლევის განხორციელება, მომხდარი საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის სიმძიმის, საზღვაო უსაფრთხოებაზე გავლენის, გემის ტიპისა და ტვირთის მახასიათებლების გათვალისწინებით.

4.შესაბამისმა უფლებამოსილმა პირებმა მოკვლევის ბიუროს დაუყოვნებლივ უნდა მისცენ: ა) საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის ადგილზე, აგრეთვე იმ ადგილზე, სადაც განთავსებულია გემის/მისი მექანიზმის ფრაგმენტები, დაშვების/წვდომის და მოკვლევისთვის აუცილებელი მოქმედებების განხორციელების უფლება; ბ) საზღვაო შემთხვევაში/საზღვაო ინციდენტში მონაწილე გემის, მისი შემადგენელი ნაწილების, აგრეთვე გემზე არსებული ან საზღვაო შემთხვევასთან/საზღვაო ინციდენტთან დაკავშირებული იმ საგნების დათვალიერებისა და შემოწმების უფლება, რომლებიც მნიშვნელოვანია საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის მოკვლევისთვის; გ) საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის თვითმხილველის, აგრეთვე იმ პირის გამოკითხვის უფლება, რომელსაც საზღვაო შემთხვევასთან/საზღვაო ინციდენტთან აქვს ან შეიძლება ჰქონდეს რაიმე კავშირი; დ) საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის შედეგად დაღუპული პირის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ასლის მიღების უფლება; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელების უფლება.

5.მოკვლევის ბიურო პასუხისმგებელია საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის მოკვლევის შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დაცვისთვის. ამ ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის მოკვლევის განხორციელების მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია მესამე პირისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს სათანადო გადაწყვეტილების საფუძველზე.

6.საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარ იმ შემთხვევას/ინციდენტს, რომელშიც არ იკვეთება ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის ან სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის დადგომის მაღალი ალბათობა, იკვლევს გემთმფლობელი და მოკვლევის ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგენს მოკვლევის ანგარიშს.

7.ისეთი საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის მოკვლევისთვის, რომელიც სხვადასხვა უწყების კომპეტენციის სფეროს ეხება, საქართველოს მთავრობამ შეიძლება შექმნას უწყებათაშორისი კომისია.

8.საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის დადგომისას სათანადო შეტყობინება ეგზავნება ყველა არსებითად დაინტერესებულ სახელმწიფოს. მოკვლევის ბიურო ვალდებულია შესაბამის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციებს გაუგზავნოს შეტყობინება მომხდარი ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის და სერიოზული საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის თაობაზე.

9.საქართველოს დროშით მცურავი გემის კაპიტანი, შკიპერი, გემთმფლობელი, სააგენტო ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მოკვლევის ბიუროს მომხდარი საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის თაობაზე.

10.შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანო, იურიდიული პირი ვალდებულია უზრუნველყოს საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის ადგილის დაცვა და მოკვლევის ბიუროს მუშაობისთვის სათანადო პირობების შექმნა.

11.უნდა მომზადდეს მოკვლევის შესახებ ანგარიში საზღვაო შემთხვევის/საზღვაო ინციდენტის სახეობისა და მნიშვნელობისთვის განსაზღვრული, შესაბამისი ფორმით, მოკვლევის შედეგების მნიშვნელობის გათვალისწინებით. ამ ანგარიშში უნდა აისახოს მოკვლევის მიზანი. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ანგარიში შეიძლება შეიცავდეს უსაფრთხოების რეკომენდაციებს.

12.ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული უსაფრთხოების რეკომენდაციები უნდა მიეცეს სააგენტოს, აგრეთვე, რეკომენდაციების სპეციფიკიდან გამომდინარე, − სხვა ორგანოს ან უწყებას.

13.მოკვლევის ბიუროს მიერ განხორციელებულ მოკვლევასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

14.მოკვლევის განხორციელების წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №683 – ვებგვერდი, 16.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1543 – ვებგვერდი, 30.04.2026წ. თავი II. გემის რეგისტრაცია საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №42 · ძალაშია 26 ივნ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 26 ივნ. 2026 – 1 სექ. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 14 ივნ. 1997 – 1 აგვ. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 სექ. 2026· გამოქვეყნდა 30 აპრ. 2026
  2. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 16 ივნ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 27¹შემდეგი მუხლი 28

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სამსახურებრივი თაღლითობის ფაქტების მოკვლევა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საზღვაო უსაფრთხოების შესაბამისობა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • უბედური შემთხვევების მოკვლევა (შრომის ინსპექცია)1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №42

  • 2 ცვლილება · ბოლო 30 აპრ. 2026
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 61¹სერიოზული სარკინიგზო შემთხვევის, სარკინიგზო შემთხვევისა და ინციდენტის სამსახურებრივი მოკვლევის განხორციელება

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

  • 5¹სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევა

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 110საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევა
  • 112საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევაში სხვა იურიდიულ პირთა მონაწილეობა

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 7საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოების უფლებამოსილებანი

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 10ინფორმაციის გამოთხოვნა, მიწოდება და გაცვლა

დაზღვევის შესახებ

  • 9²შიდა აუდიტი

თავისუფლების ქარტია

  • 5საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სტრატეგიული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტებისა და ტვირთების მონიტორინგი

შრომის ინსპექციის შესახებ

  • 5შრომის ინსპექციის სამსახურის მიზანი, ფუნქციები და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ

  • 3ტერმინების განმარტება

საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ

  • 46საქართველოს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში საზღვაო სამეცნიერო კვლევების განხორციელება

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ

  • 44საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
61¹346445¹9²1101125107527²
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…ტრანსპორტის სფეროს მარ…საქართველოს საჰაერო კო…საგზაო მოძრაობის შესახ…სამართალდაცვით სფეროში…დაზღვევის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026