Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაარასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებმუხლი 31¹

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

მუხლი 31¹. დარღვევები და სანქციები

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 28 ივნ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დამფუძნებლის, აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ: ა) ამ პირებმა დაარღვიეს ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან ეროვნული ბანკის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, წერილობითი მითითება; ბ) ამ პირებმა დაარღვიეს ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინეს არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია; გ) დამფუძნებელმა დაარღვია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ დამფუძნებელმა, აქტივების მმართველმა კომპანიამ და სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა შეწყვიტონ და შემდგომ არ დაუშვან ესა თუ ის დარღვევა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღონ ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად; გ) დააკისროს ფულადი ჯარიმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით; დ) დამფუძნებლის, აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის მმართველი ორგანოს წევრს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მმართველ ორგანოს მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება; ე) შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და მატერიალური წახალისებების გაცემა და ახალი ვალდებულებების აღება; ვ) გააუქმოს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია ან რეგისტრაცია.

3.ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქცია უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობასა და შესაძლო რისკს.

4.ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქციის ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

5.დამფუძნებლისათვის, აქტივების მმართველი კომპანიისათვის და სპეციალიზებული დეპოზიტარისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული სანქციის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I,  №29, 12.10.2009 წ., მუხ.174 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2833 - სსმ I,  №19, 13.04.2010 წ., მუხ.107 საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5232 – ვებგვერდი, 30.10.2019წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დამფუძნებლის, აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სანქციები, თუ: ა) ამ პირებმა დაარღვიეს ამ კანონის ერთ-ერთი დებულება ან ეროვნული ბანკის ნებისმიერი ნორმატივი, ინსტრუქცია, წერილობითი მითითება; ბ) ამ პირებმა დაარღვიეს ანგარიშგების წარდგენის ვადები ან წარადგინეს არასწორი ანგარიშგება და სხვა არაზუსტი ინფორმაცია; გ) დამფუძნებელმა დაარღვია „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, თანამიმდევრულად, ხოლო დარღვევისა და შესაძლო რისკის სერიოზულობიდან გამომდინარე – არათანამიმდევრულად გამოიყენოს შემდეგი სანქციები: ა) გააგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) დააწესოს სპეციალური ღონისძიებები ან გამოსცეს ინსტრუქცია (მითითება) მოთხოვნით, რომ დამფუძნებელმა, აქტივების მმართველმა კომპანიამ და სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა შეწყვიტონ და შემდგომ არ დაუშვან ესა თუ ის დარღვევა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ ვადაში მიიღონ ზომები დარღვევის აღმოსაფხვრელად; გ) დააკისროს ფულადი ჯარიმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესითა და ოდენობით; დ) დამფუძნებლის, აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის მმართველი ორგანოს წევრს შეუჩეროს ხელმოწერის უფლებამოსილება და მმართველ ორგანოს მოსთხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან თანამდებობიდან გათავისუფლება; ე) შეაჩეროს ან შეზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და მატერიალური წახალისებების გაცემა და ახალი ვალდებულებების აღება; ვ) გააუქმოს შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია ან რეგისტრაცია. 3. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქცია უნდა შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობასა და შესაძლო რისკს. 4. ამ მუხლის შესაბამისად დაკისრებული სანქციის ფულადი ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 5. დამფუძნებლისათვის, აქტივების მმართველი კომპანიისათვის და სპეციალიზებული დეპოზიტარისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დაკისრებული სანქციის იძულებით აღსასრულებლად მიქცევა ხდება კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1691 - სსმ I,  №29, 12.10.2009 წ., მუხ.174 საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2833 - სსმ I,  №19, 13.04.2010 წ., მუხ.107 საქართველოს 2019 წლის 30 ოქტომბრის კანონი №5232 – ვებგვერდი, 30.10.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 30 ოქტ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 11 ნოე. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 30 ოქტ. 2019
  2. 13 აპრ. 2010

    პირველი პუნქტი მიუთითებს მე-2 პუნქტის სანქციებზე; მე-2 პუნქტში ჩამოყალიბდა ექვსი სახის სანქცია გაფრთხილებიდან ლიცენზიის გაუქმებამდე, ხოლო მე-3–მე-5 პუნქტებით დაემატა თანაზომიერების მოთხოვნა, ჯარიმის ბიუჯეტში მიმართვა და სააღსრულებო ფურცლით იძულებითი აღსრულება.

  3. 1 დეკ. 2009· გამოქვეყნდა 12 ოქტ. 2009

    ახალი 31¹ მუხლი ადგენს სანქციების გამოყენების საფუძვლებს, ფულადი ჯარიმის აღსრულებას ეროვნული ბანკის მიერ და ჯარიმის თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 31შემდეგი მუხლი 31²

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 28 ივნ. 2023 · №11

  • 3 ცვლილება · ბოლო 30 ოქტ. 2019
  • 2 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 46სანქციები

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ

  • 9¹დარღვევები და სანქციები

ფაქტორინგის შესახებ

  • 32დარღვევები და სანქციები

არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ

  • 30დარღვევები და სანქციები

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 55¹დარღვევები და სანქციები
  • 43საქართველოს ეროვნული ბანკის დამატებითი უფლებამოსილება

დაზღვევის შესახებ

  • 21¹დარღვევები და სანქციები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 82საზედამხედველო ორგანოს მიერ სანქციების დაკისრების უფლებამოსილება

მიკრობანკების საქმიანობის შესახებ

  • 33საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა)

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

  • 29ეროვნული ბანკის მიერ პირისთვის სანქციის (ფულადი ჯარიმის) დაკისრების უფლებამოსილება

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 53საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ

  • 30ეროვნული ბანკის საზედამხედველო ზომები და სანქცია (ფულადი ჯარიმა)

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3055¹439¹21¹3046823353293231¹
მნიშვნელობით ახლოსსაგადახდო სისტემისა და…მიკროსაფინანსო ორგანიზ…ფაქტორინგის შესახებარასაბანკო სადეპოზიტო …ფასიანი ქაღალდების ბაზ…დაზღვევის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 28 ივნ. 2023 · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა 22 ოქტ. 2026