Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებმუხლი 43

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

მუხლი 43. საქართველოს ეროვნული ბანკის დამატებითი უფლებამოსილება

რედაქცია №50 კონსოლიდირებული · 1 აპრ. 2026
თემები:ციფრული ბანკინგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.თუ საფონდო ბირჟის/ცენტრალური დეპოზიტარის რომელიმე წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეაჩეროს ამ წესის მოქმედება ან საფონდო ბირჟას/ცენტრალურ დეპოზიტარს მოსთხოვოს აღნიშნულ წესში ცვლილების შეტანა.

2.საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე ცვლილება შეიტანოს საფონდო ბირჟის/ცენტრალური დეპოზიტარის ნებისმიერ წესში ან შეაჩეროს ამ წესის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ აღნიშნული წესი: ა) საფრთხეს უქმნის საქართველოში სამართლიანი და მოწესრიგებული საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირებას; ბ) ხელს უშლის ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა სწრაფ, ზუსტ და უსაფრთხო კლირინგსა და ანგარიშსწორებას.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ეროვნული ბანკი ასევე უფლებამოსილია საფონდო ბირჟას/ცენტრალურ დეპოზიტარს დაუწესოს მოთხოვნები თუ შეზღუდვები შესაბამის საკითხთან ან ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც, ამ კანონის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების ან საფონდო ბირჟის წესის/ცენტრალური დეპოზიტარის წესის რეგულირების სფეროს განეკუთვნება.

4.ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი მოქმედებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში.

5.საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია ამ მუხლის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის მოქმედება შეაჩეროს თავის მიერ განსაზღვრულ ვადაზე ადრე, თუ აღმოიფხვრა შესაბამისი აქტის გამოცემის მიზეზები.

6.საფონდო ბირჟა/ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასრულოს ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი.

7.საფონდო ბირჟა/ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია, ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

8.საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მოსამართლის გადაწყვეტილებით შეიძლება შეჩერდეს მისი მოქმედება. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. თავი VI 1 (ამოღებულია) საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2013 წლის 24 ივლისის კანონი №844 - ვებგვერდი, 16.08.2013წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ საფონდო ბირჟის/ცენტრალური დეპოზიტარის რომელიმე წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეაჩეროს ამ წესის მოქმედება ან საფონდო ბირჟას/ცენტრალურ დეპოზიტარს მოსთხოვოს აღნიშნულ წესში ცვლილების შეტანა. 2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე ცვლილება შეიტანოს საფონდო ბირჟის/ცენტრალური დეპოზიტარის ნებისმიერ წესში ან შეაჩეროს ამ წესის მოქმედება, თუ მიიჩნევს, რომ აღნიშნული წესი: ა) საფრთხეს უქმნის საქართველოში სამართლიანი და მოწესრიგებული საჯარო ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფუნქციონირებას; ბ) ხელს უშლის ფასიანი ქაღალდებით გარიგებათა სწრაფ, ზუსტ და უსაფრთხო კლირინგსა და ანგარიშსწორებას. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ეროვნული ბანკი ასევე უფლებამოსილია საფონდო ბირჟას/ცენტრალურ დეპოზიტარს დაუწესოს მოთხოვნები თუ შეზღუდვები შესაბამის საკითხთან ან ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც, ამ კანონის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების ან საფონდო ბირჟის წესის/ცენტრალური დეპოზიტარის წესის რეგულირების სფეროს განეკუთვნება. 4. ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი მოქმედებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში. 5. საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია ამ მუხლის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის მოქმედება შეაჩეროს თავის მიერ განსაზღვრულ ვადაზე ადრე, თუ აღმოიფხვრა შესაბამისი აქტის გამოცემის მიზეზები. 6. საფონდო ბირჟა/ცენტრალური დეპოზიტარი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეასრულოს ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი. 7. საფონდო ბირჟა/ცენტრალური დეპოზიტარი უფლებამოსილია, ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს. 8. საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში მოსამართლის გადაწყვეტილებით შეიძლება შეჩერდეს მისი მოქმედება. საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5269-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.340 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1678-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.161 საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4201 - ვებგვერდი, 10.09. 2015 წ. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №441 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. თავი VI 1 (ამოღებულია) საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5910-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.30 საქართველოს 2013 წლის 24 ივლისის კანონი №844 - ვებგვერდი, 16.08.2013წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი ჩვენს არქივში არ გვაქვს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2025 – 1 იან. 2027 ტექსტი უცნობია

  2. 19 დეკ. 2023 – 1 იან. 2025 ტექსტი უცნობია

  3. 1 იან. 2023 – 19 დეკ. 2023 ტექსტი უცნობია

  4. 1 ნოე. 2022 – 1 იან. 2023 ტექსტი უცნობია

  5. 5 ივლ. 2022 – 1 ნოე. 2022 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 42შემდეგი მუხლი 43¹

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის სამართალისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 1 აპრ. 2026 · №50

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 55¹დარღვევები და სანქციები
  • 31საბროკერო კომპანიისათვის, საფონდო ბირჟისათვის, ცენტრალური დეპოზიტარისათვის (დეპოზიტარისათვის) და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორისათვის მიცემული ლიცენზიის გაუქმება
  • 20ლიცენზიის სახეები

იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ

  • 26საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 53საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ

  • 31¹დარღვევები და სანქციები

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ

  • 14საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები

საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ

  • 46სანქციები

საინვესტიციო ფონდების შესახებ

  • 78საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილება

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 66ეროვნული ბანკის განსაკუთრებული უფლებამოსილებები
  • 52ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა

ფაქტორინგის შესახებ

  • 32დარღვევები და სანქციები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
31¹55¹3120665246782653143243
მნიშვნელობით ახლოსიპოთეკით დაცული ობლიგა…ნებაყოფლობითი კერძო პე…არასახელმწიფო საპენსიო…დემატერიალიზებული ფასი…ფასიანი ქაღალდების ბაზ…საგადახდო სისტემისა და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 1 აპრ. 2026 · რედაქცია №50 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026