დამფუძნებელი ვალდებულია ამ კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციისას საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს თავისი და თავისი მმართველი ორგანოს ყველა წევრის დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ ეს პირები: ა) (ამოღებულია - 20.03.2015, №3384); ბ) არ არიან ნასამართლევი უკანონო შემოსავლების ლეგალიზებისათვის ან/და ტერორიზმის დაფინანსებისათვის; გ) არ არიან ნასამართლევი ეკონომიკური დანაშაულისათვის ან/და სამეწარმეო ან ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულისათვის; დ) ამავე დროს არ არიან სხვა საპენსიო სქემის დამფუძნებლის მმართველი ორგანოს წევრები. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2833 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.107 საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3384 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ
მუხლი 31². დამფუძნებლის მმართველი ორგანოს წევრის შესაბამისობის კრიტერიუმები
ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის
ძალის დაკარგვის თარიღი: .
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №5 · ძალაშია 1 აპრ. 2015-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 იან. 2003 – 13 აპრ. 2010 მუხლი კანონში არ იყო
… – 1 იან. 2003 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 31 მარ. 2015
ახალი 31² მუხლი ადგენს დამფუძნებლის ვალდებულებას, რეგისტრაციისას ეროვნულ ბანკს წარუდგინოს ა)–დ) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

