Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადაცული ტერიტორიების სისტემის შესახებმუხლი 1¹

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

მუხლი 1¹. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ანთროპოგენური ზემოქმედება – სასიცოცხლო გარემოზე ადამიანის, საზოგადოების გათვალისწინებული და გაუთვალისწინებელი გარდამქმნელი ზემოქმედება, რომელსაც უმეტესწილად მოსდევს ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევა და ბუნებრივი რესურსების აღუდგენელი განადგურება; ბ) აღკვეთილი – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების IV კატეგორიას – ჰაბიტატების/სახეობების მართვის ტერიტორია (Habitat/Species Managment Area); გ) ბიოგეოგრაფიული ერთეულები – ლანდშაფტის, ფლორისა და ფაუნის მიხედვით დარაიონების ერთეულები; დ) ბიომი – ბიოგეოგრაფიული დარაიონების ერთეული; ე) ბუნების ძეგლი – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების III კატეგორიას – ბუნების ძეგლი (Natural Monument); ვ) დამახასიათებელი პეიზაჟი – სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტების ტიპების ვიზუალური იერსახე; ზ) დაცული ლანდშაფტი – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების V კატეგორიას – დაცული ლანდშაფტი (Protected Landscape); თ) დაცული ტერიტორია – ბიოლოგიური მრავალფეროვნების, ბუნებრივი რესურსებისა და ბუნებრივ გარემოში ჩართული კულტურული ფენომენების შესანარჩუნებლად განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორია ან/და აკვატორია, რომლის დაცვა და მართვა ხორციელდება გრძელვადიან და მყარ სამართლებრივ საფუძველზე; ი) დაცული ტერიტორიების საერთაშორისო ქსელი – ბიოსფერული რეზერვატების, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნებისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის, დაკვირვების, ზრუნვისა და ფინანსური ხელშეწყობის სტატუსის მქონე დაცული ტერიტორიების ქსელები; კ) დაცული ტერიტორიების სისტემა – დაცული ტერიტორიების სხვადასხვა კატეგორიისაგან აგებული ქსელი, რომელიც ფუნქციონირებს და იმართება, როგორც ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარების ერთიანი სისტემა; ლ) დემარკაცია – ამ კანონის მიზნებისათვის, დაცული ტერიტორიის საზღვრის პერიმეტრის ზუსტი კოორდინატების დადგენა, რომლის დროსაც საზღვარი განისაზღვრება ადგილზე, მათ შორის, ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების, დაცული ტერიტორიისათვის არატიპური ინფრასტრუქტურული ობიექტების აღრიცხვით, მათი დაცული ტერიტორიის საზღვრებიდან ამორიცხვისა და დაზუსტებული საზღვრების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით; მ) ეროვნული პარკი – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების II კატეგორიას – ეროვნული პარკი (National Park); ნ) ვიზიტორი – დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის პერსონალის გარდა ამ ტერიტორიაზე კანონით განსაზღვრული წესით დაშვებული პირი; ო) თვითმყოფადი ბუნებრივ-კულტურული გარემო – მრავალფეროვანი, ხელუხლებელი და ნაკლებად სახეშეცვლილი ბუნებრივი გარემო და მისი მრავალსაუკუნოვანი ათვისების შედეგად ჩამოყალიბებული და მასთან შერწყმული ისტორიულ-კულტურული გარემო, რომელიც გამოირჩევა ეკოლოგიური წონასწორობით, მაღალი ესთეტიკური ღირებულებითა და რაციონალური სამეურნეო გამოყენებით; პ) ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტი – ანთროპოგენური წარმოშობის ხანგრძლივი ისტორიული პროცესის ან მისი რომელიმე პერიოდის მატერიალურად ამსახველი ლანდშაფტი, რომელიც გამოირჩევა ეთიკურ-ესთეტიკური და სხვა კულტურული ღირებულებებით; ჟ) მანიპულაციები – მეცნიერული კვლევისა და მოვლა-პატრონობის მიზნით განხორციელებული აქტიური ქმედება და საქმიანობა, კერძოდ, ბუნებრივი მასალის მოპოვება, ლაბორატორიებისა და საცდელი სადგურების მოწყობა, ცხოველთა სახეობების ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, ტრანსლოკაცია, სანიტარიული და სხვა მოვლითი და აღდგენითი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები და სხვა; რ) მენეჯმენტის გეგმა – დაცული ტერიტორიის ფუნქციურ-გეგმარებითი ორგანიზებისა და ეკონომიკური დაგეგმვის ინტეგრალური, განხორციელებად ღონისძიებებზე ორიენტირებული დოკუმენტი; ს) მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების VI კატეგორიას – რესურსების მართვის დაცული ტერიტორია (Managed Resource Protected Area); ტ) სახელმწიფო ნაკრძალი – შეესატყვისება ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) დაცული ტერიტორიების I კატეგორიას – მკაცრი ბუნებრივი რეზერვატი (Strict Nature Reserve/Wilderness Area); უ) ტერიტორიული დაგეგმარება – სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების ერთობლიობა; ფ) ჰარმონიული ლანდშაფტი – ლანდშაფტი, რომელშიც ბუნებრივი და ანთროპოგენური კომპონენტები და ელემენტები ფუნქციურად გაწონასწორებულია და მიღწეულია მათი მაღალესთეტიკური შერწყმა. ​ საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2307 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3224 – ვებგვერდი, 13.08.2018წ .

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 3 ივნ. 2019· გამოქვეყნდა 13 აგვ. 2018
  2. 13 მაი. 2014
წინა მუხლი 1შემდეგი მუხლი 2

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-28 · №23

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2018-08-13
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 10ბიოსფერული რეზერვატი

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 1ტერმინების განმარტება

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

  • 1ტერმინების განმარტება

გარემოს დაცვის შესახებ

  • 4ძირითადი ცნებების განმარტებანი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

წყლის რესურსების მართვის შესახებ

  • 4ტერმინთა განმარტება

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი

  • 3ტერმინთა განმარტება

სამრეწველო ემისიების შესახებ

  • 2ტერმინთა განმარტება

ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ

  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ

  • 3ტერმინთა განმარტება

გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ

  • 3ტერმინების განმარტება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13123104233241¹
მნიშვნელობით ახლოსგარემოსდაცვითი პასუხის…თუშეთის, ბაწარა-ბაბანე…კოლხეთის დაცული ტერიტო…გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს გარემოს და…წყლის რესურსების მართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026