შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 4. ტერმინთა განმარტება

რედაქცია №9კონსოლიდირებული · 4 მაი. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

გურანდა გრიგოლიამია ზოიძეირაკლი ღლონტი

ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გადაუდებელი მინდობით აღზრდა – მინდობით აღზრდა ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით , რა დროსაც არ ხდება მინდობით აღსაზრდელისა და მიმღები ოჯახის თავსებადობის შეფასება; ბ) გასაშვილებელი ბავშვი – 18 წლამდე პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით აღრიცხულია გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა რეესტრში; გ) გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) – სისტემა, რომელიც მოიცავს გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა შესახებ მონაცემების ერთობლიობას; დ) დედობილი/მამობილი – მიმღები ოჯახის წევრი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოვლისა და აღზრდისათვის გადაეცა ბავშვი; ე) მიტოვებული ბავშვი − 18 წლამდე ასაკის პირი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად სასამართლოს მიერ აღიარებულია მიტოვებულად და რომლის მშობელს (მშობლებს) ამ ბავშვის მიმართ ჩამორთმეული აქვს (აქვთ) მშობლის უფლება-მოვალეობები; ვ) მიმღები ოჯახი – დედობილის/მამობილის ოჯახი, რომელსაც მინდობით აღსაზრდელად გადაეცა ბავშვი ან 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის განრიდებას დაქვემდებარებული პირი; ზ) მინდობით აღზრდა – სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახის მიერ ბავშვის ან 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის განრიდებას დაქვემდებარებული პირის მოვლა და აღზრდა; თ) მინდობით აღსაზრდელი – სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახისათვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ბავშვი ან 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის განრიდებას დაქვემდებარებული პირი; ი) მინისტრი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; კ) ნაპოვნი ბავშვი – 18 წლამდე ასაკის უცნობი პირი მისი აღმოჩენის მომენტიდან ვინაობის დადგენამდე; ლ) ობოლი – ბავშვი, რომელსაც არ ჰყავს არც ერთი მშობელი; მ) პრევენცია – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების დაცვა და მისი მშობელთა მზრუნველობას მოკლებულად ცნობისათვის თავის არიდება; ნ) რეინტეგრაცია – სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული პირის ბიოლოგიურ ოჯახში ან მეურვესთან/მზრუნველთან საცხოვრებლად დაბრუნება; ო) სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახური, რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანო, ხოლო მისი ტერიტორიული ერთეული – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს ტერიტორიაზე; პ) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ჟ) სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი; რ) შვილად აყვანა – კანონით დადგენილი წესით მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოშობილი ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილს შორის ; ს) მშობლის ვინაობის დადგენა – პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტ ის, დაბადების მოწმობის ან დაბადების სამოქალაქო აქტ ის ჩანაწერის მოპოვება; ტ) ნაპოვნი ბავშვის ვინაობის დადგენა – პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის , დაბადების მოწმობის ან დაბადების სამოქალაქო აქტ ის ჩანაწერის მოპოვება . საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 – ვებგვერდი, 02.07.2012წ. საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის კანონი №3717 - ვებგვერდი, 24.06.2015წ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა

კონსტიტუციურობის სტატუსი და პრაქტიკა

2
  • №85801.12.2016კონსტიტუციური სარჩელი
    პროცესუალური / დასაშვებობა
  • 60307.07.2014კონსტიტუციური სარჩელი
    პროცესუალური / დასაშვებობა
სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 5

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-1264-20182021-10-2763
    კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    აუცილებელია თუ არა აღმზრდელის სიცოცხლეში სასამართლოსთვის მიმართვა, როდესაც არასრულწლოვანი მის ოჯახში შვილად იყო მიღებული?

    მოსარჩელე მოითხოვდა გარდაცვლილი აღმზრდელის მიერ შვილად აყვანის ფაქტის დადასტურებას და მის მემკვიდრედ ცნობას. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ არასრულწლოვნის ოჯახში შვილად მიღება და აღმზრდელის მიერ სიცოცხლეში სასამართლოსთვის შვილად აყვანის შესახებ განცხადებით მიმართვა სკ 1240-ის ალტერნატიული პირობებია. სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია ოჯახში შვილად მიღების ფაქტი, ბავშვის საუკეთესო ინტერესები და გაშვილებაზე კანონიერი წარმომადგენლების თანხმობა, აგრეთვე უზრუნველეყო ბავშვის ინტერესების დაცვა. საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ის საფუძველზე ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

  • კრებულიარსებითი გადაწყვეტილება (T1)

    რა გარემოებები უნდა გამოიკვლიოს სასამართლომ ბავშვის არსებული ოჯახური გარემოდან გადაყვანის საკითხის გადაწყვეტისას?

    სსიპ სააგენტო მოითხოვდა ბავშვის იმ ოჯახიდან გამოყვანას, სადაც იგი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ცხოვრობდა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის დროებითი განთავსების შესახებ გადაწყვეტილებისას უპირველესია მისი ჭეშმარიტი ინტერესი და საოჯახო დავაში სასამართლომ საჭირო ფაქტები საკუთარი ინიციატივით უნდა გამოიკვლიოს. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებული ხელსაყრელი პირობების დადგენა საკმარისი არ იყო ალტერნატიული პირობებისა და გარემოს შეცვლის გავლენის შეუფასებლად. საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სააპელაციო განჩინება გაუქმდა და საქმე სსსკ 412-ე მუხლით ხელახლა განსახილველად დაბრუნდა.

  • დაუშვებლობა (T5)

    რა საფუძვლებით შეამოწმა უზენაესმა სასამართლომ სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა?

    დავა შეეხებოდა სოციალური მომსახურების სააგენტოს მოთხოვნას, ოჯახიდან გამოეყვანათ იქ კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფად მიჩნეული ბავშვი, აგრეთვე ოჯახის წევრების მოთხოვნას ბავშვის შვილად აყვანის შესახებ. პირველი ინსტანციის სასამართლომ ორივე სარჩელი არ დააკმაყოფილა და ბავშვი გაშვილებამდე ოჯახში დატოვა; სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობა შეამოწმა და ვერ დაადგინა სსსკ 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული დაშვების საფუძველი. საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

  • დაუშვებლობა (T5)

    რა საფუძვლებით შეამოწმა უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობა ბავშვის დაბრუნების ამ დავაში?

    სოციალური მომსახურების სააგენტო ი. ს-ისაგან არასრულწლოვანი ბ. პ-ის დაბრუნებას მოითხოვდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ეს შედეგი უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის არცერთ მითითებულ საფუძველს. საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი და განუხილველად დარჩა, არსებითი საკასაციო განხილვის გარეშე.

  • დაუშვებლობა (T5)

    როდის შეიძლება ბავშვის დაბრუნების შესახებ დავაზე საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი?

    სსიპ ცენტრი მოითხოვდა ბავშვის დაბრუნებას იმ პირებისგან, რომლებთანაც ბავშვი ცხოვრობდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობა და მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძველი არ არსებობდა. საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად და უზენაეს სასამართლოს დავა არსებითად არ განუხილავს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) გადაუდებელი მინდობით აღზრდა – მინდობით აღზრდა ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით , რა დროსაც არ ხდება მინდობით აღსაზრდელისა და მიმღები ოჯახის თავსებადობის შეფასება; ბ) გასაშვილებელი ბავშვი – 18 წლამდე პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით აღრიცხულია გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა რეესტრში; გ) გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) – სისტემა, რომელიც მოიცავს გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა შესახებ მონაცემების ერთობლიობას; დ) დედობილი/მამობილი – მიმღები ოჯახის წევრი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოვლისა და აღზრდისათვის გადაეცა ბავშვი; ე) მიტოვებული ბავშვი − 18 წლამდე ასაკის პირი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად სასამართლოს მიერ აღიარებულია მიტოვებულად და რომლის მშობელს (მშობლებს) ამ ბავშვის მიმართ ჩამორთმეული აქვს (აქვთ) მშობლის უფლება-მოვალეობები; ვ) მიმღები ოჯახი – დედობილის/მამობილის ოჯახი, რომელსაც მინდობით აღსაზრდელად გადაეცა ბავშვი ან 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის განრიდებას დაქვემდებარებული პირი; ზ) მინდობით აღზრდა – სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახის მიერ ბავშვის ან 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის განრიდებას დაქვემდებარებული პირის მოვლა და აღზრდა; თ) მინდობით აღსაზრდელი – სახელმწიფოსა და მიმღებ ოჯახს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მიმღები ოჯახისათვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემული ბავშვი ან 18 წლამდე ან 18-დან 21 წლამდე ასაკის განრიდებას დაქვემდებარებული პირი; ი) მინისტრი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი; კ) ნაპოვნი ბავშვი – 18 წლამდე ასაკის უცნობი პირი მისი აღმოჩენის მომენტიდან ვინაობის დადგენამდე; ლ) ობოლი – ბავშვი, რომელსაც არ ჰყავს არც ერთი მშობელი; მ) პრევენცია – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების დაცვა და მისი მშობელთა მზრუნველობას მოკლებულად ცნობისათვის თავის არიდება; ნ) რეინტეგრაცია – სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული პირის ბიოლოგიურ ოჯახში ან მეურვესთან/მზრუნველთან საცხოვრებლად დაბრუნება; ო) სააგენტო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახური, რომელიც არის მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალური ორგანო, ხოლო მისი ტერიტორიული ერთეული – მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს ტერიტორიაზე; პ) სამინისტრო – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; ჟ) სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი; რ) შვილად აყვანა – კანონით დადგენილი წესით მშვილებელსა და ნაშვილებს შორის წარმოშობილი ისეთივე ურთიერთობა, როგორიცაა მშობელსა და შვილს შორის ; ს) მშობლის ვინაობის დადგენა – პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტ ის, დაბადების მოწმობის ან დაბადების სამოქალაქო აქტ ის ჩანაწერის მოპოვება; ტ) ნაპოვნი ბავშვის ვინაობის დადგენა – პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტის , დაბადების მოწმობის ან დაბადების სამოქალაქო აქტ ის ჩანაწერის მოპოვება . საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6494 – ვებგვერდი, 02.07.2012წ. საქართველოს 2015 წლის 12  ივნისის კანონი №3717 - ვებგვერდი, 24.06.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 იან. 2016-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 24 ივნ. 2015
  2. · გამოქვეყნდა 2 ივლ. 2012

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მზია კიკვაძე

მზია კიკვაძე

ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალში

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4412451275462337071334
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…ბავშვის უფლებათა კოდექ…ადრეული და სკოლამდელი …სააღმზრდელო საქმიანობი…სოციალური დახმარების შ…კანონთან კონფლიქტში მყ…