ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1¹ (დანართი 1). შემოსავლის ბენეფიციური მფლობელი

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 5 დეკ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის მიზნისთვის შემოსავლების ბენეფიციური მფლობელის ცნება განისაზღვრება ამ მუხლის შესაბამისად.

2.ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება დივიდენდზე, პროცენტსა და როიალტზე და გამოიყენება იმ ნაწილში, რომლითაც იგი შეესაბამება კონკრეტული საერთაშორისო შეთანხმების დებულებებს.

3.პირის შემოსავლის ბენეფიციურ მფლობელად მიჩნევა უნდა მოხდეს საერთაშორისო შეთანხმების არსის, შემოსავლებსა ან/და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის მიზნების გათვალისწინებით.

4.შემოსავლის მიმღები წარმოადგენს ამ შემოსავლის ბენეფიციურ მფლობელს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია სრული უფლებები შესაბამისი შემოსავლის გამოყენებასთან, სარგებლობასა და განკარგვასთან დაკავშირებით და იგი არ იზღუდება ისეთი სახელშეკრულებო ან კანონისმიერი ვალდებულებით, რომელიც გულისხმობს მიღებული შემოსავლის სხვა პირისათვის გადაცემას.

5.საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათები ვრცელდება შემოსავლის მხოლოდ იმ მიმღებზე, რომელიც წარმოადგენს შესაბამისი შემოსავლის ბენეფიციურ მფლობელს.

6.შემოსავლის ბენეფიციურ მფლობელად არ განიხილება პირი, რომელიც მოქმედებს როგორც აგენტი, წარმომადგენელი, შემოსავლების ნომინალური მფლობელი/ მიმღები ან/და შუამავალი, მიუხედავად იმისა, რომ იგი შეიძლება იყოს შესაბამისი შემოსავლის პირდაპირი მიმღები ან ფორმალური მფლობელი.

7.საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათები არ გავრცელდება იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლის ბენეფიციური მფლობელი წარმოადგენს არა რომელიმე ხელშემკვრელი სახელმწიფოს, არამედ მესამე სახელმწიფოს რეზიდენტს.

8.მიუხედავად ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილებისა, შემოსავლის მიმღებს შესაძლებელია უარი ეთქვას საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობაზე, თუ კონკრეტული ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით, იკვეთება, რომ შესაბამისი გარიგების ან შეთანხმების დადების მთავარ მიზანს წარმოადგენს გადასახადებისაგან თავის არიდება. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №323 - ვებგვერდი, 08.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 20 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 დეკ. 2011 – 8 დეკ. 2021 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1193560141805039¹ (…111¹ …50⁴ (…2198131¹ (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…ფულის გათეთრებისა და ტ…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს სამოქალაქო…დაზღვევის შესახებსაქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა