საქართველოს საგადასახადო კოდექსი

მუხლი 141. დარიცხვის მეთოდით შემოსავლების მიღების მომენტი

რედაქცია №248 კონსოლიდირებული · 28 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გადასახადის გადამხდელის შემოსავლების მიღების უფლება მოპოვებულად ითვლება, თუ: ა) შესაბამისი თანხა ექვემდებარება გადასახადის გადამხდელისათვის გადახდას; ბ) გადასახადის გადამხდელმა შეასრულა გარიგებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.

2.თუ გადასახადის გადამხდელი სწევს მომსახურებას, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული უფლება მის მიერ გარიგებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დამთავრების მომენტში მოპოვებულად ითვლება.

3.თუ გადასახადის გადამხდელი იღებს ან მას უფლება აქვს, მიიღოს შემოსავალი პროცენტის სახით ან ქონების იჯარით გადაცემით, შემოსავალი სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტში მიღებულად ითვლება. ამასთანავე, თუ სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადა რამდენიმე საანგარიშო პერიოდს მოიცავს, შემოსავალი საანგარიშო პერიოდებს შორის ნაწილდება თითოეულ საანგარიშო პერიოდში დარიცხული ან დასარიცხი თანხის მიხედვით.

4.(ამოღებულია - 13.05.2016, №5092) .

5.საბანკო დაწესებულება, საკრედიტო კავშირი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სესხებზე დარიცხულ საპროცენტო შემოსავლებს აღიარებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით. შენიშვნა: ამ ნაწილის მიზნისთვის: ა) სესხად განიხილება კრედიტი (სესხი), ოვერდრაფტი, აკრედიტივი, საკრედიტო ხაზი, გარანტია ან/და სავალო ფასიანი ქაღალდები, ფაქტორინგი, აგრეთვე ამ ინსტრუმენტებიდან მიღებული/მისაღები (მათ შორის, დისკონტის, საკომისიოს ან/და სარგებლის სახით მიღებული/მისაღები) ნებისმიერი სახის წინასწარ განცხადებული (დადგენილი) შემოსავალი; ბ)  საპროცენტო შემოსავლები  განისაზღვრება  ფინანსური  ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით. საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5118 - ვებგვერდი, 31.10.2011წ. საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2392 – ვებგვერდი, 12.06.2018წ. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2439 – ვებგვერდი, 27.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. გადასახადის გადამხდელის შემოსავლების მიღების უფლება მოპოვებულად ითვლება, თუ: ა) შესაბამისი თანხა ექვემდებარება გადასახადის გადამხდელისათვის გადახდას; ბ) გადასახადის გადამხდელმა შეასრულა გარიგებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული ყველა ვალდებულება. 2. თუ გადასახადის გადამხდელი სწევს მომსახურებას, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული უფლება მის მიერ გარიგებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დამთავრების მომენტში მოპოვებულად ითვლება. 3. თუ გადასახადის გადამხდელი იღებს ან მას უფლება აქვს, მიიღოს შემოსავალი პროცენტის სახით ან ქონების იჯარით გადაცემით, შემოსავალი სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტში მიღებულად ითვლება. ამასთანავე, თუ სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადა რამდენიმე საანგარიშო პერიოდს მოიცავს, შემოსავალი საანგარიშო პერიოდებს შორის ნაწილდება თითოეულ საანგარიშო პერიოდში დარიცხული ან დასარიცხი თანხის მიხედვით. 4. (ამოღებულია - 13.05.2016, №5092) . 5. საბანკო დაწესებულება, საკრედიტო კავშირი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სესხებზე დარიცხულ საპროცენტო შემოსავლებს აღიარებს ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით. შენიშვნა: ამ ნაწილის მიზნისთვის: ა) სესხად განიხილება კრედიტი (სესხი), ოვერდრაფტი, აკრედიტივი, საკრედიტო ხაზი, გარანტია ან/და სავალო ფასიანი ქაღალდები, ფაქტორინგი, აგრეთვე ამ ინსტრუმენტებიდან მიღებული/მისაღები (მათ შორის, დისკონტის, საკომისიოს ან/და სარგებლის სახით მიღებული/მისაღები) ნებისმიერი სახის წინასწარ განცხადებული (დადგენილი) შემოსავალი; ბ)  საპროცენტო შემოსავლები  განისაზღვრება  ფინანსური  ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) მიხედვით. საქართველოს 2011 წლის 13 ოქტომბრის კანონი №5118 - ვებგვერდი, 31.10.2011წ. საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2392 – ვებგვერდი, 12.06.2018წ. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2439 – ვებგვერდი, 27.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №218 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 29 მაი. 2023 – 1 ივლ. 2023 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2023
  2. · გამოქვეყნდა 27 დეკ. 2022
  3. · გამოქვეყნდა 1 ივნ. 2016
  4. 141-ე მუხლის პირველ ნაწილში შემოსავლების აღწერიდან ამოღებულია მითითება საჯარიმო სანქციებზე.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
15510111421401381 (და…21 (დ…24 (დ…242726141
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…ბუნებრივი გაზის მიწოდე…გადასახადების ადმინისტ…საგადახდო სისტემისა და…სასმელი წყლის მიწოდები…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №248 · ბოლოს შემოწმდა