Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებმუხლი 3 (დანართი 1)

ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 3 (დანართი 1). არარეზიდენტის დეკლარაცია საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ და მოთხოვნა თანხის დაბრუნების თაობაზე (ფორმა №2)

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 5 დეკ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:11¹23456

1.ფორმა №2-ს ავსებს და საგადასახადო ორგანოში წარადგენს საქართველოს წყაროდან შემოსავლის მიმღები არარეზიდენტი ან არარეზიდენტის კანონიერი/უფლებამოსილი წარმომადგენელი.

1¹.არარეზიდენტის ან არარეზიდენტის კანონიერი/უფლებამოსილი წარმომადგენელის და საგადასახადო აგენტის მიერ აღწერილი უნდა იქნეს გადასახადის საქართველოში დაკავების მიზეზი და საფუძველი.

2.ფორმა №2-ს საქართველოს საგადასახადო ორგანოში წარდგენისას თან უნდა დაერთოს შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული შემოსავლის მიმღების რეზიდენტობის დამადასტურებელი ცნობა და მისი ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.

3.შემოსავლის მიმღები საგადასახადო ორგანოს ფორმა №2-ს წარუდგენს ერთ ეგზემპლარად საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე. თუ არარეზიდენტისათვის ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნების თაობაზე საგადასახადო ორგანოს დადებითი გადაწყვეტილების მიღების დღისათვის გადასახადის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წელი ხანდაზმულ პერიოდს მიეკუთვნება, ხანდაზმულობის ვადა არ მიიჩნევა გასულად, თუ ფორმა №2 წარდგენილია ამ ვადის გასვლამდე.

4.ფორმა №2-ის ორიგინალი რჩება საგადასახადო ორგანოში, ხოლო განმცხადებელს გადაეცემა საგადასახადო ორგანოს ბეჭდით დამოწმებული ასლი. ფორმა №2-ის დამოწმებისას, საგადასახადო ორგანო არ არის ვალდებული გადაამოწმოს ფორმა №2-ში მითითებული ინფორმაციის სისწორე ამ წესის 1 1 მუხლის დებულებებთან მიმართებით.

5.ფორმა №2-ის დამოწმების შემთხვევაში, თანხის დაბრუნება ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6.ფორმა №2-ის შევსების წესი: ა) ფორმა №2-ის I ნაწილის: ა.ა) პირველ გრაფაში იურიდიული პირის შემთხვევაში მიეთითება შემოსავლის მიმღების სახელწოდება, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - მისი სახელი და გვარი; ა.ბ) მე-2 გრაფაში მიეთითება შემოსავლის მიმღების საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც მას გააჩნია საგადასახადო მიზნებისათვის თავის ქვეყანაში ან/და საქართველოში. თუ შემოსავლის მიმღები ფიზიკური პირია და ასეთი ნომერი არ გააჩნია - მისი პირადი ნომერი; ა.გ) მე-3 გრაფა ივსება ფიზიკური პირის შემთხვევაში და მიეთითება შემოსავლის მიმღების დაბადების თარიღი და ადგილი; ა.დ) მე-4 გრაფაში მიეთითება სრული მისამართი (მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი ან იურიდიული მისამართი); ა.ე) მე-5 გრაფაში მიეთითება სრული საკონტაქტო მისამართი, თუ ის არ ემთხვევა მე-4 გრაფაში მითითებულ მისამართს; ა.ვ) მე-6 გრაფაში მიეთითება იმ ბანკის რეკვიზიტები (მაგ. SWIFT, IBA N და ა.შ.) და ანგარიშის ნომერი, სადაც განხორციელდა თანხის გადარიცხვა. თუ გადახდა არ განხორციელებულა გადარიცხვით, გრაფა არ ივსება; ა.ზ) მე-7 გრაფაში მიეთითება ქვეყანა, რომლის რეზიდენტიც არის შემოსავლის მიმღები. ასევე, მიეთითება, რა კრიტერიუმის საფუძველზე განიხილება შემოსავლის მიმღები აღნიშნული ქვეყნის რეზიდენტად; ა.თ) მე-8 გრაფაში მიეთითება მუდმივი დაწესებულების სახელწოდება და საიდენტიფიკაციო ნომერი, თუ ასეთი საქართველოში გააჩნია შემოსავლის მიმღებ არარეზიდენტს; ბ) ფორმა №2-ის II ნაწილის მე-9 გრაფაში მიეთითება შემოსავლის სახეებისათვის ამ წესით მინიჭებული შემოსავლის კოდი, გადახდის თარიღი, საგადასახადო აგენტის სახელი და გვარი ან სახელწოდება და მისი, როგორც საქართველოს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, ხელშეკრულების დადების თარიღი და ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გადახდილი შემოსავლის თანხა დაბეგვრამდე, ბოლო სვეტის “a” ნაწილში მიეთითება დაკავებული/გადახდილი გადასახადის ოდენობა, ხოლო “b” ნაწილში - გადასახადის ოდენობა, რომლის დაბრუნებასაც ითხოვს არარეზიდენტი; გ) ფორმა №2-ის III ნაწილის მე-10 გრაფა ივსება საგადასახადო აგენტის მიერ არარეზიდენტისათვის თანხის დაკავების შემთხვევაში; დ) ფორმა №2-ის IV ნაწილის: დ.ა) მე-11 გრაფაში შემოსავლის მიმღები არარეზიდენტი ადასტურებს, რომ იგი არის შემოსავლის მიმღები/ბენეფიციური მფლობელი ამ წესის 1 1 მუხლის შესაბამისად. ამასთან, არარეზიდენტს მოეთხოვება მხოლოდ შემოსავლის ბენეფიციური მფლობელ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა; დ.ბ) მე-12 გრაფაში შემოსავლის მიმღები მიუთითებს, რომ ითხოვს ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნებას და მიუთითებს დასაბრუნებელ თანხას; დ.გ) მე-13 გრაფაში შემოსავლის მიმღები არარეზიდენტი ან მისი კანონიერი/უფლებამოსილი წარმომადგენელი მიუთითებს იმ ბანკის რეკვიზიტებს, რომელზეც სურს ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნება; დ.დ) მე-14 გრაფაში შემოსავლის მიმღები ადასტურებს მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის უტყუარობასა და სისრულეს და იღებს პასუხისმგებლობას, რომ მონაცემების ცვლილების შემთხვევაში აცნობოს საგადასახადო ორგანოს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 21 მაისის ბრძანება №116 - ვებგვერდი, 22.05.2020წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 7 დეკემბრის ბრძანება №323 - ვებგვერდი, 08.12.2021წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №5 · ძალაშია 8 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 2 (დანართი 1)შემდეგი მუხლი 4 (დანართი 1)

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

ძალადაკარგული

კონსოლიდირებული 5 დეკ. 2024 · №6

  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

გადასახადების ადმინისტრირების შესახებ

  • 33³ (დანართი 1)ფიზიკური პირის მიერ ქონების/აქტივის მიწოდებაზე საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია და მისი შევსების წესი
  • 39⁶ (დანართი 1)საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირებისათვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხის დაბრუნების წესი
  • 38¹ (დანართი 1)გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის  დანართი „ა“-ს  მე-14 სვეტის შევსებაზე  უფლების მინიჭების წესი

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 134არარეზიდენტის შემოსავლის დაბეგვრა გადახდის წყაროსთან
  • 153დეკლარაციის წარდგენა
  • 34საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური პირები

ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ

  • 4არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების ლეგალიზაციის წესი

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 18²საგადასახადო ან/და სხვა ვალდებულების სხვა პირის მიერ შესრულება
  • 18¹ბიუჯეტის შემოსულობის ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნება და სხვა გადასახადის გადახდის ანგარიშში გადატანა

ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ

  • 4განაცხადი რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ

საქართველოს საბაჟო კოდექსი

  • 107დაბრუნებული საქონელი
  • 48საქართველოში წარმოშობის სტატუსის არმქონე საქონელთან დაკავშირებული სპეციალური დებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4418²18¹1341533433³ (…39⁶ (…38¹ (…107483 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსგადასახადების ადმინისტ…საქართველოს საგადასახა…ამნისტიისა და არადეკლა…საქართველოს საბიუჯეტო …ყოფილი სსრკ-ის მიერ XX…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 5 დეკ. 2024 · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026