ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 4 (დანართი 1). არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ ცნობის მოთხოვნა (ფორმა №3) და გაცემა

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 5 დეკ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.„არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ ცნობის მოთხოვნა“ (ფორმა №3) საგადასახადო ორგანოს წარედგინება ელექტრონულად განცხადების საშუალებით. წარდგენაზე უფლებამოსილია როგორც არარეზიდენტი პირი, ისე საგადასახადო აგენტი მხოლოდ მის მიერ გაცემული ანაზღაურების ნაწილში.

2.ფორმა №3-ის ნაწილები: „არარეზიდენტის მონაცემები“, „შემოსავლის გადახდა“ და „საქართველოში არსებული ქონება“  ივსება განმცხადებლის მიერ, რომელიც ითხოვს ცნობას საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლების და მასზე გადახდილი გადასახადების, ასევე საქართველოში არსებულ ქონებაზე გადახდილი გადასახადების თაობაზე. განმცხადებელი ვალდებულია იმავე განცხადებით დაადასტუროს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია უტყუარია და სრული და იღებს პასუხისმგებლობას, რომ მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, აცნობოს საგადასახადო ორგანოს. ფორმა №3-ის  ნაწილი „საქართველოს საგადასახადო ორგანოს ცნობა“  ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ, რომელიც ადასტურებს არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი გადასახადების ოდენობას.

3.საგადასახადო ორგანო, განცხადების საფუძველზე, ელექტრონულად გასცემს არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ ცნობას დამტკიცებული ფორმის (ფორმა №3-ის „საქართველოს საგადასახადო ორგანოს ცნობის“ ნაწილის)  შესაბამისად.

4.ფორმა №3-ის შევსების წესი: ა) ფორმა №3-ის ნაწილის „არარეზიდენტის მონაცემების“: ა.ა) გრაფაში „არარეზიდენტის სახელი გვარი/სახელწოდება“ მიეთითება შემოსავლის მიმღების სახელწოდება – იურიდიული პირის შემთხვევაში, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – მისი სახელი და გვარი; ა.ბ) გრაფაში „საქართველოს გადასახადის გადამხდელის ს/ნ (ასეთის არსებობისას)“ მიეთითება საქართველოს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საქართველოს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მითითება სავალდებულოა, თუ განმცხადებელს საქართველოში აქვს მუდმივი დაწესებულება; ა.გ) გრაფაში „მისამართი (ქუჩა, ნომერი, ქალაქი, მუნიციპალიტეტი, საფოსტო ინდექსი, ქვეყანა) (ასეთის არსებობისას)“ მიეთითება არარეზიდენტის სრული მისამართი (საცხოვრებელი ადგილის მისამართი/იურიდიული მისამართი); ა.დ) გრაფაში „რეზიდენტობის ქვეყანა“ მიეთითება ქვეყანა, რომლის რეზიდენტიც არის პირი, ვის სახელზეც გაიცემა ცნობა; ბ) ფორმა №3-ის ნაწილში „შემოსავლის გადახდა“  მიეთითება ის შემოსავლები, რომლებიც არარეზიდენტმა მიიღო საქართველოში. მოცემულ ცხრილში მიეთითება შემოსავლის სახე (მაგალითად, პროცენტი, როიალტი, დივიდენდი და ა.შ.); ასევე მიეთითება თარიღი, როდესაც მოხდა ამ შემოსავლის გადახდა და საგადასახადო აგენტის სახელი და გვარი ან სახელწოდება და საქართველოს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი; შემოსავლის ოდენობა დაბეგვრამდე, დაკავებული გადასახადის განაკვეთი და გადახდილი გადასახადის ოდენობა; გ) ფორმა №3-ის ნაწილში „საქართველოში არსებული ქონება“ მიეთითება არარეზიდენტის საკუთრებაში არსებული და საქართველოში განთავსებული ქონება. ასევე, ჩაიწერება ცალკეული ქონების სახე, განთავსების ადგილის მისამართი, მისი ღირებულება და გადახდილი გადასახადის ოდენობა; დ) ფორმა №3–ის ნაწილი „საქართველოს საგადასახადო ორგანოს ცნობა“ ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი „არარეზიდენტის მიერ საქართველოში გადახდილი/დაკავებული გადასახადების შესახებ ცნობის მოთხოვნის“ საფუძველზე (ფორმა №3-ის „არარეზიდენტის მონაცემების“, „შემოსავლის გადახდის“ და „საქართველოში არსებული ქონების“ ნაწილებში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე). ფორმა №3-ის ნაწილში „საქართველოს საგადასახადო ორგანოს ცნობა“  იწერება ცნობის გამცემი საგადასახადო ორგანოს სახელწოდება, არარეზიდენტის სახელი და გვარი ან სახელწოდება. საგადასახადო ორგანო ადასტურებს აღნიშნული არარეზიდენტის მიერ საქართველოში მიღებულ შემოსავალზე ან/და საქართველოში არსებულ ქონებაზე გადახდილი გადასახადის ოდენობას. ამისათვის გამოყოფილ უჯრებში ჩაიწერება შემოსავალზე ან/და ქონებაზე გადახდილი გადასახადის ოდენობა ლარებში; ე) ფორმა №3-ის ბოლოს აღინიშნება ცნობის გაცემის თარიღი და ცნობას ადასტურებს გამცემი ორგანოს უფლებამოსილი პირი ხელმოწერით. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №393 - ვებგვერდი, 06.12.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 20 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
25⁶4218²134664333³ (…3 (და…17 (დ…17874 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…გადასახადების ადმინისტ…საქართველოს საბიუჯეტო …საქართველოს მოქალაქეთა…ნავთობისა და გაზის შეს…საქართველოს საბაჟო კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა