ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათით სარგებლობისა და არარეზიდენტისათვის საქართველოში გადახდილი გადასახადის დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 5 (დანართი 1). რეზიდენტობის ცნობის მოთხოვნა და რეზიდენტობის ცნობის გაცემა

რედაქცია №6 კონსოლიდირებული · 5 დეკ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს რეზიდენტობის ცნობის მისაღებად საქართველოს რეზიდენტი ელექტრონული ფორმით მიმართავს საგადასახადო ორგანოს. მიმართვაში აუცილებლად მიეთითება რეზიდენტის სახელი, გვარი/სახელწოდება (ქართულად და ინგლისურად), სრული მისამართი (ქართულად და ინგლისურად), საქართველოს გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი.

2.საგადასახადო ორგანო რეზიდენტობის ცნობის მოთხოვნის საფუძველზე ელექტრონულად გასცემს „რეზიდენტობის ცნობას“, დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

3.იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს რეზიდენტი საერთაშორისო შეთანხმებით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობის მიზნით წარადგენს იმ სახელმწიფოში არსებულ რეზიდენტობის დამადასტურებელ ფორმას (ნოტარიულად დამოწმებულ თარგმანს ქართულ ენაზე), სადაც მან მიიღო შემოსავალი და ითხოვს რეზიდენტობის დადასტურებას, საგადასახადო ორგანო ვალდებულია წარმოდგენილ ფორმაში შესაბამისი ველის არსებობის შემთხვევაში, ხელმოწერით და ოფიციალური ბეჭდით დაადასტუროს მისი საქართველოს რეზიდენტობა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 29 იანვრის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 01.02.2016წ. ფორმა №3 საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №393 - ვებგვერდი, 06.12.2024წ. ფორმა N4 - (ამოღებულია - 29.01.2016, №23) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 29 იანვრის ბრძანება № 23 - ვებგვერდი, 01.02.2016წ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 29 იანვრის ბრძანება №23 - ვებგვერდი, 01.02.2016წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 20 დეკ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
413211¹346656586 (და…10¹ (…8 (და…5 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საგადასახა…ყოფილი სსრკ-ის მიერ XX…საქართველოს მოქალაქეთა…საქართველოში ბინადრობი…უძრავ ნივთებზე უფლებათ…უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №6 · ბოლოს შემოწმდა