ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

მუხლი 8. უკანონო ორგანოები (თანამდებობის პირები)

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 26 ივნ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.უკანონოა ნებისმიერი ორგანო (თანამდებობის პირი), რომელიც შექმნილი (დანიშნული/არჩეული) არ არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან/და რაიმე ფორმით ფაქტობრივად ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკანონმდებლო, აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციებს ან სხვა საქმიანობას, რაც მიეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოთა ფუნქციებს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოების მიე რ გამოცემული ნებისმიერი აქტი არარად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აღნიშნული აქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილება საქართველოს მოქალაქეობის დადგენის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის, დაბადების, ქორწინების, განქორწინების, გარდაცვალების, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) პირის ლეგიტიმურად ცხოვრების ფაქტის დადგენისა და მისი რეგისტრაციის მიზნებისათვის.

3.ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამოქალაქო მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესაძლებლობა უზრუნველყოფილია „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2010 წლის 26 თებერვლის კანონი №2676-სსმI, №10, 16.03.2010წ., მუხ.39 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4994 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5576- ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი №2474 – ვებგვერდი, 21.06.2018წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6951 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №9 · ძალაშია 1 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 6

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-8 მუხლის პირველ პუნქტში ტერმინი „ადგილობრივი თვითმმართველობის“ შეიცვალა ტერმინით „მუნიციპალიტეტის“; პუნქტის დანარჩენი შინაარსი უცვლელია.

  2. · გამოქვეყნდა 21 ივნ. 2018

    მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში არარადობის გამონაკლისი ახლებურად ჩამოყალიბდა: უკანონო ორგანოს აქტი განიხილება არა მხოლოდ ნეიტრალური დოკუმენტების გაცემის, არამედ მოქალაქეობის, დაბადების, ქორწინების, განქორწინების, გარდაცვალებისა და ლეგიტიმურად ცხოვრების ფაქტის დადგენისა და რეგისტრაციის მიზნებისათვისაც.

  3. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2011

    მე-3 პუნქტში სამოქალაქო მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესაძლებლობაზე მითითებული კანონის სახელწოდებიდან ამოღებულია სიტყვა „რეგისტრაციის“, ანუ მითითება ახლა „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონზეა.

  4. მე-2 პუნქტში აქტების არარად ჩათვლის წესს დაემატა გამონაკლისი ნეიტრალური პირადობის მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის გაცემის მიზნით აქტის გამოყენებისთვის.

  5. · გამოქვეყნდა 29 დეკ. 2010
  6. მე-8 მუხლს დაემატა მე-3 პუნქტი, რომლის მიხედვითაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამოქალაქო მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენა „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის შესაბამისად არის შესაძლებელი.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლაშა სტურუა

ლაშა სტურუა

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
65261416112467420¹³301190128
მითითებამნიშვნელობით ახლოსოკუპირებული ტერიტორიებ…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს ადმინისტრა…ოპერატიულ-სამძებრო საქ…საქართველოს ზოგადი ადმ…ეროვნული მარეგულირებელ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა