Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთო სასამართლოების შესახებმუხლი 75⁵⁴

საერთო სასამართლოების შესახებ

მუხლი 75⁵⁴. სადისციპლინო კოლეგიის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიისა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების გასაჩივრება

რედაქცია №61 კონსოლიდირებული · 4 მარ. 2026
თემები:აკადემიური დისციპლინა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადასინჯვა შეიძლება უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში (შემდგომ – სადისციპლინო პალატა) მისი გასაჩივრებით. გასაჩივრებას ექვემდებარება მხოლოდ ამ კანონის 75 41 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები. გასაჩივრების უფლება აქვთ დისციპლინური საქმის მხარეებს.

2.საჩივარი სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე სადისციპლინო კოლეგიაში შეიტანება 10 დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება უშუალოდ სადისციპლინო კოლეგიაში ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა.

3.სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის სხდომაზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას თავისი წარმომადგენლის მეშვეობით ასაჩივრებს.

4.მოსამართლე, რომელსაც დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა, სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს პირადად ან თავისი დამცველის, ანდა სხვა წარმომადგენლის მეშვეობით.

5.დისციპლინური საქმის ერთ-ერთი ან ორივე მხარის საჩივრის მიღებიდან 5 დღის განმავლობაში სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს მიღებულ საჩივრებთან ერთად გადასცემს სადისციპლინო პალატას და ამის შესახებ ატყობინებს დისციპლინური საქმის მხარეებს.

6.სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება.

7.ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება ადვოკატმა მისთვის გადაწყვეტილების გადაცემიდან 1 თვის ვადაში შეიძლება გაასაჩივროს სადისციპლინო პალატაში.

8.სადისციპლინო პალატა ადვოკატის საჩივარს განიხილავს ამ მუხლით, ამ კანონის 75​ 55 –75​ 68 მუხლებითა და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 35​ 1 მუხლით დადგენილი წესით, ხოლო მედიატორის საჩივარს − ამ მუხლით, ამ კანონის 75 ​55 –75​ 68 მუხლებითა და „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 15 ​2 მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №1160 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

რედაქციების შედარება

1. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადასინჯვა შეიძლება უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში (შემდგომ – სადისციპლინო პალატა) მისი გასაჩივრებით. გასაჩივრებას ექვემდებარება მხოლოდ ამ კანონის 75 41 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები. გასაჩივრების უფლება აქვთ დისციპლინური საქმის მხარეებს. 2. საჩივარი სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე სადისციპლინო კოლეგიაში შეიტანება 10 დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება უშუალოდ სადისციპლინო კოლეგიაში ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა. 3. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავის სხდომაზე სრული შემადგენლობის უმრავლესობით. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას თავისი წარმომადგენლის მეშვეობით ასაჩივრებს. 4. მოსამართლე, რომელსაც დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა, სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს პირადად ან თავისი დამცველის, ანდა სხვა წარმომადგენლის მეშვეობით. 5. დისციპლინური საქმის ერთ-ერთი ან ორივე მხარის საჩივრის მიღებიდან 5 დღის განმავლობაში სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს მიღებულ საჩივრებთან ერთად გადასცემს სადისციპლინო პალატას და ამის შესახებ ატყობინებს დისციპლინური საქმის მხარეებს. 6. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებაზე შეტანილ საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება. 7. ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება ადვოკატმა მისთვის გადაწყვეტილების გადაცემიდან 1 თვის ვადაში შეიძლება გაასაჩივროს სადისციპლინო პალატაში. 8. სადისციპლინო პალატა ადვოკატის საჩივარს განიხილავსიხილავს ამ მუხლით, ამ კანონის 75​75 55 –75​–75 68 მუხლებითამუხლებით და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის 35​35 1 მუხლით დადგენილი წესით, ხოლო მედიატორის საჩივარს − ამ მუხლით, ამ კანონის 75 ​55 –75​ 68 მუხლებითა და „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 15 ​2 მუხლით დადგენილი წესით. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის ორგანული კანონი №1160 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 13 იან. 2022
წინა მუხლი 75⁵³შემდეგი მუხლი 75⁵⁵

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სასკოლო დისციპლინის აპელაციებისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-03-04 · №61

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2022-01-13
2
რედაქცია
6
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ადვოკატთა შესახებ 1მუხლი 1მუხლი 2მუხლი 68მუხლი 75⁴¹მედიაციის შესახებ 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 75⁵²სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა
  • 75²⁹სადისციპლინო კოლეგიის აცილება
  • 75³⁶სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მოსამართლისათვის დისციპლინური ბრალდების მოხსნის ან მოსამართლის მიერ დისციპლინური ბრალდების აღიარების შემთხვევაში

ადვოკატთა შესახებ

  • 35¹დისციპლინური სახდელის გასაჩივრებისა და საჩივრის განხილვის წესი
  • 35ადვოკატისათვის დისციპლინური სახდელის დადების წესი
  • 33ადვოკატის მიმართ დისციპლინური დევნის აღძვრა

მედიაციის შესახებ

  • 15²მედიატორისთვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება და საჩივრის განხილვის წესი

პენიტენციური კოდექსი

  • 82პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრება

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ

  • 28გადაწყვეტილების გასაჩივრება

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

  • 196საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრების არჩევის წესი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ

  • 43გასაჩივრება სასამართლოში

საქართველოს საარჩევნო კოდექსი

  • 92გასაჩივრების ვადა და წესი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
135¹3528126875⁴¹75⁵²75²⁹75³⁶215²8219675⁵⁴
მითითებამნიშვნელობით ახლოსადვოკატთა შესახებსაერთო სასამართლოების …მედიაციის შესახებპენიტენციური კოდექსიყოფილ სამხრეთ ოსეთის ა…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 4 მარ. 2026