საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი

მუხლი 50. სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის უპირატესი შესყიდვის უფლება

რედაქცია №39 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტს აქვს მიწის ნაკვეთისა და მასთან მყარად დაკავშირებული შენობა-ნაგებობის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის უპირატესი შესყიდვის უფლება მესაკუთრის მიერ მისი გასხვისების შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი მოქცეულია: ა) ქალაქთმშენებლობითი გეგმის მოქმედების არეალში და, ამ გეგმის მიხედვით, მიწის ნაკვეთი გამოყენებული უნდა იქნეს საზოგადოებრივი დანიშნულების ან თავდაცვითი ობიექტების მშენებლობისათვის, ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების განხორციელებისათვის ან დასახლების განვითარებისათვის; ბ) ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში და თუ აღნიშნულ არეალში განთავსებული შენობა-ნაგებობები ამ ზონისათვის დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამება.

2.სახელმწიფოს და მუნიციპალიტეტის უპირატესი შესყიდვის უფლება ექვემდებარება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას.

3.უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უპირატესი შესყიდვის უფლების გამოსაყენებლად უნდა გამოსცეს დასაბუთებული სამართლებრივი აქტი. ეს აქტი უპირატესი შესყიდვის უფლების რეგისტრაციისთვის წარედგინება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

4.ამ კოდექსის მიზნებისთვის უპირატესი შესყიდვის უფლება ნიშნავს სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის უფლებას, შეიძინოს ქონება მესაკუთრისგან იმ ფასად და იმავე პირობებით, რომლებითაც მესაკუთრე ამ ქონების მესამე პირისათვის მიყიდვას აპირებს.

5.მესაკუთრე ვალდებულია თავისი საკუთრება სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტს შესთავაზოს იმ ფასად და იმავე პირობებით, რომლებითაც ის ამ საკუთრების მესამე პირისათვის მიყიდვას აპირებს. მესამე პირთან შეთანხმებული ფასის ან/და პირობების ცვლილების შემთხვევაში მესაკუთრე ვალდებულია სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტს შესთავაზოს უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენებით საკუთრების შეცვლილი ფასით ან/და პირობებით შეძენა.

6.სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტი ვალდებულია 10 დღის ვადაში წერილობით აცნობოს მესაკუთრეს უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება. ამ ვადაში პასუხის გაუცემლობა ჩაითვლება უპირატესი შესყიდვის უფლების გამოყენებაზე უარის თქმად.

7.მესაკუთრესა და სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტს შორის ხელშეკრულება უნდა დაიდოს სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის მიერ პასუხის გაცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 2 ივნ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
34315³15⁵11196³10811212291050
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო რეესტრის შესახე…მიწის მიზნობრივი დანიშ…კულტურულ ფასეულობათა ს…საქართველოს კონსტიტუცი…ადგილობრივი თვითმმართვ…სახელმწიფო ქონების შეს…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №39 · ბოლოს შემოწმდა