Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებმუხლი 17

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 17. 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწისა და კაპიტნის სერტიფიკატები

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 12 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული, 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწეს უნდა ჰქონდეს 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი.

2.საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული, 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის კაპიტანს უნდა ჰქონდეს 500 ტონიდან 3000 ტონამდე საერთო ტევადობის გემის კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატი.

3.სანაპირო ნაოსნობაში ჩართული, 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატი.

4.პირს უფლება აქვს, ამ მუხლის მოთხოვნათა თანახმად, მიიღოს 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) მას საზღვაო პრაქტიკის ფარგლებში გემზე გავლილი აქვს სპეციალური წვრთნა, რომელიც მეზღვაურის წვრთნის სააღრიცხვო წიგნაკში შესაბამისი ჩანაწერითაა დადასტურებული (არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის ჩათვლით), ან აქვს საგემბანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 36 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი; გ) იგი შეესაბამება კონვენციის IV თავის რეგლამენტის მოთხოვნებს, რადიოწესების თანახმად, სათანადო რადიოვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით; დ) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-II/3 ნაწილით 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწისათვის დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს სანაპირო ნაოსნობის განსახორციელებლად; ე) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით, A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით, A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებითა და A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

5.სანაპირო ნაოსნობაში ჩართული, 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის კაპიტანს უნდა ჰქონდეს კომპეტენციის სერტიფიკატი. პირს უფლება აქვს, მიიღოს 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის კაპიტნის კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი არის 20 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) მას აქვს არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი სავახტო თანაშემწის რანგში; გ) მას აქვს შესაბამისი საზღვაო განათლება, გავლილი აქვს სათანადო წვრთნა და შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-II/3 ნაწილით 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემის კაპიტნისათვის დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს სანაპირო ნაოსნობის განსახორციელებლად; დ) იგი შეესაბამება STCW-ის კოდექსის A-VI/1 ნაწილის მე-2 პუნქტით, A-VI/2 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებით, A-VI/3 ნაწილის პირველი−მე-4 პუნქტებითა და A-VI/4 ნაწილის პირველი−მე-3 პუნქტებით დადგენილ კომპეტენციის სტანდარტებს.

6.თუ სააგენტო მიიჩნევს, რომ გემის განზომილებები და მისი ნაოსნობის პირობები ისეთია, რომ მათ მიმართ STCW-ის კოდექსის A-II/3 ნაწილით და ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების გამოყენება არარაციონალური და არაპრაქტიკული იქნება, მას უფლება აქვს, გაათავისუფლოს ასეთ გემზე მომსახურე ან ასეთი კლასის გემზე მომსახურე სავახტო თანაშემწე ან კაპიტანი ამ მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან, იმავე აკვატორიაში მცურავი ყველა გემის უსაფრთხოების გათვალისწინებით. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2019 წლის 17 სექტემბრის კანონი №4943 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ოქტ. 2019
  2. 26 ნოე. 2014
წინა მუხლი 16შემდეგი მუხლი 18

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-12 · №11

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2019-10-01
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 16500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის კაპიტნისა და კაპიტნის უფროსი თანაშემწის სერტიფიკატები
  • 15500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემზე სავახტო თანაშემწის სერტიფიკატი
  • 18სანავიგაციო ვახტზე მდგომი რიგითის სერტიფიკატი

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 24საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი
  • 25საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის სავახტო თანაშემწე
  • 28საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი

საზღვაო კოდექსი

  • 44¹⁸—
  • 47—
  • 82—

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 7წვრთნა და კომპეტენცია/კვალიფიკაცია
  • 28საზღვაო შრომის სერტიფიკატი და საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაცია
  • 8გემის მზარეულის მომზადება და დასაქმება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
44¹⁸4782161518242528728817
მნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა განათლებისა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…საზღვაო კოდექსიმეზღვაურთა შრომის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 12 ნოე. 2025