საზღვაო კოდექსი

მუხლი 44¹⁸

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ამ მუხლის მიზნებისთვის საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემი, რომლის საერთო ტევადობა 500 ტონაზე მეტია და რომელიც აშენებულია საქართველოსთვის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) ძალაში შესვლამდე მიიჩნევა არსებულ გემად (existing ship).

2.არსებული გემი უნდა აკმაყოფილებდეს საცხოვრებელ და დასასვენებელ კონსტრუქციებსა და აღჭურვილობებთან დაკავშირებულ იმ მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრულია ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1949 წლის №92 კონვენციითა (ახალი რედაქცია) და ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1970 წლის №133 კონვენციით (დამატებითი დებულებები).

3.არსებულ გემს უნდა ჰქონდეს აღიარებული ორგანიზაციის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნულ გემზე ეკიპაჟისთვის არსებული საცხოვრებელი პირობები შეესაბამება ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული კონვენციების მოთხოვნებს.

4.სააგენტოს უფლება აქვს, არსებულ გემზე დაუშვას გამონაკლისი შემდეგი ნორმებიდან: ა) ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1949 წლის №92 კონვენციის მე-11 მუხლიდან და ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1970 წლის №133 კონვენციის მე-6 მუხლიდან, თუ გემზე არსებული სასადილო ოთახი შესაფერისია გემზე მყოფი ყველა მეზღვაურის მიერ გამოსაყენებლად; ბ) ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1949 წლის №92 კონვენციის მე-12 მუხლიდან და ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1970 წლის №133 კონვენციის მე-7 მუხლიდან, თუ გემზე არსებული სივრცეები, რამდენადაც ეს შესაძლებელია, შეესაბამება აღნიშნული მუხლების მოთხოვნებს.

5.ამ მუხლის მიზნებისთვის საქართველოს გემი, რომელიც აშენებულია საქართველოსთვის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) ძალაში შესვლის შემდეგ მიიჩნევა ახალ გემად. აღნიშნული გემი ჩაითვლება იმ დღეს აშენებულად, როდესაც მისი კილი ჩაიდება ან როდესაც იგი წარმოდგენილი იქნება მშენებლობის ანალოგიურ სტადიაზე.

6.ახალი გემი უნდა შეესაბამებოდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) A3.1 სტანდარტსა და იმავე კონვენციის B3.1.1-3.1.12 სახელმძღვანელო პრინციპებს.

7.ამ მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებისთვის განათების, ვენტილაციის, დრენაჟებისა და გათბობის სისტემების მიმართ მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. თავი III. გემის კაპიტნის მოვალეობა და გემის უსაფრთხო მართვა საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №39 · ძალაშია 1 ოქტ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 14 ივნ. 1997 – 1 ივლ. 2024 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11126744¹¹44¹64153172514 (დ…2782844¹⁸
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსიმეზღვაურთა შრომის შესა…მეზღვაურთა განათლებისა…სახელმწიფო საზღვრის რე…მეთევზე-მეზღვაურთა გან…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა