1.ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ჰქონდეს საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული 12 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერ გემზე სავახტო თანაშემწედ მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და 12 მეტრიდან 24 მეტრამდე სიგრძის გემის სავახტო თანაშემწის სერტიფიკატი და ჩააბაროს გამოცდები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
2.სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არა უმეტეს 6-თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს STCW-ის კონვენციის შესაბამისად მიღებული იმავე ხანგრძლივობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟით.
