საზღვაო კოდექსი

მუხლი 44¹¹

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს ყველა გემი, რომლებზედაც ვრცელდება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, უნდა იმყოფებოდეს აღიარებული ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ და უნდა ჰქონდეს ამ ორგანიზაციის მიერ მინიჭებული კლასი.

2.აღიარებული ორგანიზაციის ტექნიკური ზედამხედველობის ქვეშ, გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გემებისა, უნდა იმყოფებოდეს საქართველოს ყველა გემი, რომლებიც ჩართული არიან საერთაშორისო ნაოსნობაში ან რომელთა რეგისტრული ტონა არის 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი, მიუხედავად ნაოსნობის რაიონისა.

3.ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება გასართობ იახტებზე.

4.საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 500 ან 500- ზე მეტი რეგისტრული ტონის საერთო ტევადობის გემს , რომელიც გამოიყენება მეზღვაურთა სასწავლო - საწვრთნელი მიზნით , შეუძლია განახორციელოს საერთაშორისო ნაოსნობა .

5.ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გემების ტექნიკური ზედამხედველობის პირობას, ტექნიკური ზედამხედველობის სტანდარტს და საერთაშორისო მოწმობების გაცემის წესს აღიარებული ორგანიზაცია ათანხმებს სააგენტოსთან. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6386 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4106 – ვებგვერდი, 10.01.2019წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №32 · ძალაშია 10 იან. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 იან. 2019 – 18 იან. 2019 ტექსტი უცნობია

  2. 14 ივნ. 1997 – 19 ივნ. 2012 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
192444¹⁸44¹³344215363252914 (დ…44¹¹
მნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსიმეზღვაურთა განათლებისა…საქართველოს საზღვაო სი…მეთევზე-მეზღვაურთა გან…სახელმწიფო საზღვრის რე…საქართველოს სახელმწიფო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა