მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 33. 750 კვტ ან მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსი და მეორე მექანიკოსი

რედაქცია №1 კონსოლიდირებული · 20 სექ. 2018

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე -11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა , ჰქონდეს 750 კვტ ან მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ხანძართან ბრძოლის პრაქტიკული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი და ჩააბაროს გამოცდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.

2.სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არა უმეტეს 6-თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური საზღვაო-სასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის თანაბარია.

3.თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ჰქონდეს სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 24 თვის სტაჟი, რომლიდანაც 12 თვე უნდა იყოს 750 კვტ ან მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე მეორე მექანიკოსის რანგით მუშაობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. კანდიდატს ასევე უნდა ჰქონდეს ხანძართან ბრძოლის პრაქტიკული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.სააგენტო უფლებამოსილია შეცვალოს საგამოცდო პროგრამა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული თევზსაჭერი გემის მექანიკოსებისათვის. ასეთი საგამოცდო პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს თევზსაჭერი გემის მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრისა და საერთო უსაფრთხოების წესებს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თევზსაჭერი გემის მეორე მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე -11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა , ჰქონდეს 750 კვტ ან მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ხანძართან ბრძოლის პრაქტიკული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი და ჩააბაროს გამოცდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად. 2. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არა უმეტეს 6-თვიანი პერიოდი ჩაანაცვლოს სპეციალური საზღვაო-სასწავლო პროგრამით, რომლის ხანგრძლივობა სავალდებულო ნაოსნობის სტაჟის თანაბარია. 3. თევზსაჭერი გემის უფროსი მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ყველა კანდიდატი ვალდებულია, ამ კანონის მე-11 მუხლში აღნიშნული ზოგადი მოთხოვნების დაკმაყოფილების გარდა, ჰქონდეს სამანქანე განყოფილებაში მუშაობის არანაკლებ 24 თვის სტაჟი, რომლიდანაც 12 თვე უნდა იყოს 750 კვტ ან მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე მეორე მექანიკოსის რანგით მუშაობის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი. კანდიდატს ასევე უნდა ჰქონდეს ხანძართან ბრძოლის პრაქტიკული კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. სააგენტო უფლებამოსილია შეცვალოს საგამოცდო პროგრამა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული თევზსაჭერი გემის მექანიკოსებისათვის. ასეთი საგამოცდო პროგრამა უნდა ითვალისწინებდეს თევზსაჭერი გემის მთავარი ამძრავი მექანიზმის სიმძლავრისა და საერთო უსაფრთხოების წესებს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4744¹¹6721202211343536872833
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეთევზე-მეზღვაურთა გან…მეზღვაურთა განათლებისა…მეზღვაურთა შრომის შესა…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №1 · ბოლოს შემოწმდა