Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებმუხლი 10

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 10. სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის აღიარება

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 12 ნოე. 2025
თემები:ტრანსსასაზღვრო მონაცემები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.მეზღვაური, რომელსაც აქვს STCW-ის კოდექსის თანახმად კონვენციის წევრი სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული მოქმედი კომპეტენციის სერტიფიკატი, უფლებამოსილია იმსახუროს საქართველოს დროშით მცურავ გემზე, თუ მისი კომპეტენციის სერტიფიკატი აღიარებულია სააგენტოს მიერ ამ მუხლის შესაბამისად.

2.სააგენტოს უფლება აქვს, აღიაროს სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ ამ სახელმწიფოსთან საქართველოს დადებული აქვს საერთაშორისო ხელშეკრულება.

3.კომპეტენციის სერტიფიკატის აღიარება იზღუდება იმ უფლებამოსილებებით, ფუნქციებითა და კომპეტენციის ფარგლებით, რომლებიც მითითებულია სერტიფიკატში. აღიარებულ კომპეტენციის სერტიფიკატს უნდა ახლდეს აღიარების დამადასტურებელი საბუთი.

4.სააგენტოს უფლება აქვს, აღიაროს კონვენციის წევრის მიერ ან მისი უფლებამოსილებით გაცემული გემის კაპიტნის/ოფიცრის სერტიფიკატი, თუ: ა) სააგენტო ყველა საჭირო ზომის მიღებით, რაც შესაძლებელია მოიცავდეს აღჭურვილობათა და პროცედურათა ინსპექტირებას, დაადასტურებს, რომ კომპეტენციის სერტიფიკატისა და მისი დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემისა და ჟურნალების წარმოების სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები კონვენციის წევრი შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ სრულადაა დაცული; ბ) შესაბამის სახელმწიფოსთან შეთანხმებულია, რომ კონვენციის შესაბამისად მას დაუყოვნებლივ ეცნობება სერტიფიცირების პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ; გ) შესაბამისი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო დაადასტურებს, რომ კომპეტენციისა და სერტიფიცირების სტანდარტების, აგრეთვე ხარისხის სტანდარტების თაობაზე კონვენციით განსაზღვრული მოთხოვნები ამ წევრის მიერ სრულად არის დაცული.

5.კომპეტენციის სერტიფიკატის აღიარება არ მოხდება, თუ მისი გამცემი სახელმწიფო არ არის კონვენციის წევრი, ან თუ საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტი დაადგენს, რომ ამ სახელმწიფოში არ სრულდება კონვენციით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა.

6.ამ კანონის მე-9 მუხლის დებულებათა მიუხედავად, სააგენტოს უფლება აქვს, საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულების შესაბამისად, დართოს მეზღვაურს, გარდა რადიოწესებით განსაზღვრული რადიოკავშირის ოფიცრისა ან რადიოკავშირის ოპერატორისა, საქართველოს დროშით მცურავ გემზე 3 თვემდე ვადით მუშაობის უფლება, თუ მეზღვაურს აქვს შესაბამისი კომპეტენციის სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია კონვენციის წევრის მიერ, მაგრამ ჯერ არ არის სააგენტოს მიერ დადასტურებული. ამ შემთხვევაში სააგენტო გასცემს განაცხადის მიღების სერტიფიკატს (CRA) არა უმეტეს 3 თვის ვადით. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3044 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №10 · ძალაშია 1 იან. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2024 – 1 ივლ. 2024 ტექსტი უცნობია

  2. … – 29 მაი. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2024· გამოქვეყნდა 13 ივნ. 2023
  2. 26 ნოე. 2014
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • სტანდარტული სახელშეკრულებო პირობები (მონაცემთა გადაცემა)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 ნოე. 2025 · №11

  • 2 ცვლილება · ბოლო 13 ივნ. 2023
  • ციტირებულია 2 მუხლი
  • 5 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 9

მიუთითებენ მასზე

მუხლი 49მუხლი 8

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 9კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება
  • 6მეზღვაურთა სერტიფიცირება
  • 49მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 7წვრთნა და კომპეტენცია/კვალიფიკაცია
  • 28საზღვაო შრომის სერტიფიკატი და საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაცია
  • 27ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 8სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება
  • 3სააგენტოს კომპეტენცია
  • 40კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის ჩამორთმევა და მისი მოქმედების ვადის დროებითი შეჩერება

საზღვაო კოდექსი

  • 44²
  • 44¹⁷
  • 44¹³

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
44²44¹⁷44¹³9498683407282710
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა განათლებისა…მეზღვაურთა შრომის შესა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 ნოე. 2025 · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026