სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 7 (დანართი 2). ზომამცირე გემის მფლობელისა და იმ პირის ვალდებულებები, რომელიც მართავს ზომამცირე გემს

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 1 ოქტ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

ზომამცირე გემის მფლობელი ან პირი, რომელიც მართავს ზომამცირე გემს, ვალდებულია: ა) დაიცვას ამ წესებით დადგენილი მოთხოვნები, მგზავრთა უსაფრთხოება, ზღვის გარემო, უზრუნველყოს ზომამცირე გემის უსაფრთხო ექსპლუატაცია; ბ) გამოყენებამდე შეამოწმოს ზომამცირე გემის ტექნიკური გამართულობა, მათ შორის, რადიო და სამაშველო აღჭურვილობა; გ) გააცნოს მგზავრებს ზომამცირე გემზე ასვლის, ყოფნის და გადმოსვლის წესები, აგრეთვე უსაფრთხო ნაოსნობის მოთხოვნები; დ) განახორციელოს ზომამცირე გემის ნაოსნობა (მართვა) მხოლოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს დასაშვებია შესაბამისი კატეგორიის ზომამცირე გემისათვის; ე) გაუწიოს დახმარება ადამიანებს, რომლებიც საჭიროებენ შველას წყალზე. უბედური შემთხვევების, გარემოს დაბინძურებისა და ავარიული სიტუაციების შესახებ ინფორმაცია დაუყონებლივ შეატყობინოს შესაბამის ორგანოებს; ვ) შეასრულოს ბაზირების პუნქტით სარგებლობისათვის დადგენილი მოთხოვნები; ზ) ზომამცირე გემების საწვავით გამართვისას დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების წესები; თ) დაიცვას ზომამცირე გემის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 21 თებერვლის დადგენილება №41 – ვებგვერდი, 24.02.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 24 თებ. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24114²6783145357636 (და…9 (და…5 (და…197 (დანართი 2)
მნიშვნელობით ახლოსსახელმწიფო საზღვრის რე…საზღვაო კოდექსიმეზღვაურთა განათლებისა…საქართველოს საზღვაო სი…საქართველოს ადმინისტრა…მეზღვაურთა შრომის შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა