Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაზღვაო კოდექსიმუხლი 14

საზღვაო კოდექსი

მუხლი 14

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:გემის რეგისტრაცია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გემთმფლობელი არის გემის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში, თუ საქართველოს კანონმდებლობაში „გემთმფლობელი“ სხვაგვარად არ არის განმარტებული.

2.გემთმფლობელს შეუძლია დანიშნოს თავისი წარმომადგენელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განახორციელებს იმ უფლებებს და შეასრულებს იმ მოვალეობებს, რომლებიც გამომდინარეობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციიდან“ (MLC 2006), მისი შესწორებების გათვალისწინებით. აღნიშნული პირი შესაძლებელია იყოს იგივე პირი, რომელიც დანიშნულია 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის მიმართ, და სერტიფიცირებულია „გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ“ საერთაშორისომართვის კოდექსის (ISM კოდექსი) შესაბამისად, რომელიც მიღებულ იქნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ ასამბლეის 1993 წლის 4 ნოემბრის A.741(18) რეზოლუციით და რომელშიც ცვლილებები იქნა შეტანილი საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტის 2000 წლის 5 დეკემბრის MSC.104(73) რეზოლუციით.

3.თუ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციიდან“ (MLC 2006) გამომდინარე დებულებების შესასრულებლად ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გემთმფლობელის ნაცვლად სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირია დანიშნული, აღნიშნული პირი საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაციასა და საზღვაო შრომის სერტიფიკატში, აგრეთვე „საზღვაო შრომის კონვენციიდან“ გამომდინარე სხვა სერტიფიკატში მიეთითება, როგორც გემთმფლობელი.

4.გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს: ა) გემის ზღვაოსნობაუნარიანობა და ნაოსნობის უსაფრთხოება; ბ) ადამიანის, გემისა და ტვირთის დაზიანების თავიდან აცილება; გ) გემის ტექნიკური გამართულობა; დ) გემის ეკიპაჟის წევრებისთვის შრომის უსაფრთხო პირობების შექმნა; ე) გემის სურსათ-სანოვაგით, წყლითა და საპოხ-საცხები და საწვავი მასალებით მომარაგება; ვ) გემის ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრებისთვის ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა; ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით დაკისრებულ სხვა მოვალეობათა შესრულება. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №490-სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ.87 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91 საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №39 · ძალაშია 1 ოქტ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 ივლ. 2024· გამოქვეყნდა 13 ივნ. 2023
  2. 1 აპრ. 2016· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2015
  3. 20 აგვ. 2008· გამოქვეყნდა 14 ივლ. 2008

    მე-14 მუხლის მე-4 ნაწილში გემთმფლობელის პასუხისმგებლობა ჩამოყალიბდა უზრუნველყოფის ვალდებულებად ექვსპუნქტიანი ჩამონათვალით.

  4. 24 ივლ. 2000

    მე-14 მუხლს დაემატა მე-4 ნაწილი, რომელიც „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით ჩამოთვლის საკითხებს, რომლებზეც გემთმფლობელი პასუხისმგებელია.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 13შემდეგი მუხლი 15

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • გემების კონტრაქტები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 23 ივნ. 2026 · №42

  • 4 ცვლილება · ბოლო 13 ივნ. 2023
  • ციტირებულია 3 მუხლი
  • 8 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 168მუხლი 298მუხლი 32

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

  • 45
  • 44¹
  • 337

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 14გემთმფლობელის პასუხისმგებლობა
  • 17თევზსაჭერ გემზე ნორმატიული აქტების არსებობის უზრუნველყოფა

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 53გემთმფლობელის ვალდებულებანი
  • 27მოთხოვნები განათლებისა და წვრთნის მიმართ
  • 63ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 10მეზღვაურსა და გემთმფლობელს ან მის კანონიერ წარმომადგენელს შორის წერილობით დადებული შრომითი ხელშეკრულება
  • 20გემთმფლობელის პასუხისმგებლობა
  • 2ტერმინთა განმარტება

სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესის დამტკიცების შესახებ

  • 7 (დანართი 2)ზომამცირე გემის მფლობელისა და იმ პირის ვალდებულებები, რომელიც მართავს ზომამცირე გემს

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
168298324544¹33753276314177 (და…1020214
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსიმეთევზე-მეზღვაურთა გან…მეზღვაურთა განათლებისა…მეზღვაურთა შრომის შესა…სახელმწიფო საზღვრის რე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026 · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026