პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

მუხლი 19. ფაილური სისტემის კატალოგი

რედაქცია №33კონსოლიდირებული · 30 ნოე. 2023

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია თითოეულ ფაილურ სისტემასთან დაკავშირებით აწარმოოს ფაილური სისტემის კატალოგი და აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია: ა) ფაილური სისტემის სახელწოდება; ბ) მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის დასახელებები და მისამართები, მონაცემთა შენახვის ან/და დამუშავების ადგილი; გ) მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი; დ) მონაცემთა სუბიექტის კატეგორია; ე) მონაცემთა კატეგორია ფაილურ სისტემაში; ვ) მონაცემთა დამუშავების მიზანი; ზ) მონაცემთა შენახვის ვადა; თ) მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვის ფაქტი და საფუძვლები; ი) ფაილურ სისტემაში განთავსებულ მონაცემთა მიმღები და მათი კატეგორიები; კ) ინფორმაცია მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისათვის გადაცემის შესახებ და ასეთი გადაცემის სამართლებრივი საფუძველი; ლ) მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისათვის დადგენილი პროცედურის ზოგადი აღწერილობა.

1¹.პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ვალდებულია აწარმოოს ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრი. აღნიშნულ რეესტრში შეტანილი უნდა იყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრში შეტანილი ინფორმაცია საჯაროა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უზრუნველყოფს ამ ინფორმაციის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით გამოქვეყნებას.

2.მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სისტემატური განახლება. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3274 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4253 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4597 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 1 მარ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 10 მაი. 2019 – 1 ივლ. 2019 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 13 იან. 2022

    19-ე მუხლის 1¹ პუნქტში ფაილურ სისტემათა კატალოგების რეესტრს ახლა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აწარმოებს და ინფორმაციის გამოქვეყნების წესს სამსახურის უფროსი ადგენს.

  2. · გამოქვეყნდა 9 აგვ. 2018

    19 მუხლს დაემატა 1¹ პუნქტი ფაილურ სისტემათა კატალოგების საჯარო რეესტრის წარმოების შესახებ, რომელსაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აწარმოებს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
143⁵4320202167¹13151213828273319
მითითებამნიშვნელობით ახლოსპერსონალურ მონაცემთა დ…პერსონალურ მონაცემთა დ…დასაქმების ხელშეწყობის…დოკუმენტის სავალდებულო…საქართველოს სისხლის სა…დეპოზიტების დაზღვევის …