Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებმუხლი 6

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

მუხლი 6. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება

რედაქცია №33 კონსოლიდირებული · 30 ნოე. 2023 ამ მუხლის ცვლილება ძალაში შედის 1 იან. 2030

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აკრძალულია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავება შესაძლებელია მონაცემთა სუბიექტის წერილობითი თანხმობით ან იმ შემთხვევებში, როცა: ა) ნასამართლობასთან და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება აუცილებელია შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად; ბ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან მესამე პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად უნარი არა აქვს, მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობა განაცხადოს; გ) მონაცემები მუშავდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის, ჯანმრთელობის დაცვის ან დაწესებულების (მუშაკის) მიერ ფიზიკური პირის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე თუ ეს აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვისათვის ან ფუნქციონირებისათვის; დ) მონაცემთა სუბიექტმა საჯარო გახადა მის შესახებ მონაცემები მათი გამოყენების აშკარა აკრძალვის გარეშე; ე) მონაცემები მუშავდება პოლიტიკური, ფილოსოფიური, რელიგიური ან პროფესიული გაერთიანების ან არაკომერციული ორგანიზაციის მიერ ლეგიტიმური საქმიანობის განხორციელებისას. ასეთ შემთხვევაში მონაცემთა დამუშავება შეიძლება დაკავშირებული იყოს მხოლოდ ამ გაერთიანების/ორგანიზაციის წევრებთან ან პირებთან, რომლებსაც მუდმივი კავშირი აქვთ ამ გაერთიანებასთან/ორგანიზაციასთან; ვ) ხდება მონაცემთა დამუშავება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების, მსჯავრდებულის მიმართ მის მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის ან/და მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით; ზ) მონაცემები მუშავდება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნით; ზ 1 ) მონაცემები მუშავდება მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისა და არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის კოორდინაციის მიზნით; თ) მონაცემები მუშავდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში; ი) მონაცემები მუშავდება მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფუნქციონირებისათვის; კ) მონაცემები მუშავდება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების უფლების რეალიზების მიზნით; ლ) მონაცემები მუშავდება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვის მიზნით; [ მ) მონაცემები მუშავდება „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] [ ნ) მონაცემები მუშავდება უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის ფუნქციონირებისთვის − ბავშვის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ან უსაფრთხოებისთვის ან/და ბავშვის საუკეთესო ინტერესისთვის ან მისი უფლებისთვის მიყენებული ზიანის ან მოსალოდნელი რისკების შემცველი შემთხვევის გამოვლენის ან/და მართვის მიზნებისთვის და ამ მიზნების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ კომპეტენტურ ორგანოებს (უწყებებს) შორის კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, ბავშვის უფლებათა კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 84-ე მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)] ო) პირის (წვევამდელის, რეზერვისტის) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ მონაცემები მუშავდება მისი სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მიზნით; პ) მონაცემები მუშავდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის ტექსტის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის ან გამოქვეყნების მიზნით. ჟ) მონაცემები მუშავდება სამხედრო აღრიცხვის, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვის აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის, სარეზერვო სამხედრო სამსახურის, თავდაცვის სფეროში მოხალისეობისა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების მიზნით.

3.მონაცემების ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ო“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამუშავებისას დაუშვებელია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე მათი გასაჯაროება და მესამე პირისთვის გამჟღავნება. ამასთანავე, მონაცემების ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამუშავებისას მონაცემთა მესამე პირისთვის გაცნობა დასაშვებია თავდაცვის კოდექსის საფუძველზე. მონაცემების ამ მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამუშავებისას დასაშვებია მათი საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა და გამოქვეყნება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6325 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2636 - ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3534 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2016 წლის 27 აპრილის კანონი №5017 - ვებგვერდი, 13.05.2016წ. საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №54 - ვებგვერდი, 15.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №669 - ვებგვერდი, 03.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3451 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება №1/4/693,857 – ვებგვერდი, 12.06.2019წ. საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონი №5031 – ვებგვერდი, 01.10.2019წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5403 – ვებგვერდი, 10.12.2019წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2558 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2925 – ვებგვერდი, 25.05.2023წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3121 – ვებგვერდი, 27.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 13 ივნისის კანონი №3130 – ვებგვერდი, 27.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3527 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3818 – ვებგვერდი, 19.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3819 – ვებგვერდი, 19.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 27 ივნ. 2023 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 1 ივლ. 2019 – 27 ივნ. 2023 ტექსტი უცნობია

  3. 30 მარ. 2017 – 1 ივლ. 2019 ტექსტი უცნობია

  4. 16 იან. 2012 – 30 მარ. 2017 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 18

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 იან. 2030 ჯერ არ ამოქმედებულა· გამოქვეყნდა 3 ივლ. 2023
  2. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 25 მაი. 2023
  3. 1 იან. 2025· გამოქვეყნდა 27 თებ. 2023
  4. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 19 დეკ. 2023
  5. 1 იან. 2024· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2023
  6. 12 ოქტ. 2023
  7. 27 ივნ. 2023
  8. 1 იან. 2020· გამოქვეყნდა 10 დეკ. 2019
  9. 1 ოქტ. 2019
  10. 12 ივნ. 2019
  11. 9 ოქტ. 2018
  12. 3 მაი. 2017
  13. 1 თებ. 2017· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2016

    მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა „თ“ ქვეპუნქტი, რომელიც მონაცემთა დამუშავების საფუძვლად ასახელებს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებს.

  14. 13 მაი. 2016

    მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა „ზ“ ქვეპუნქტი, რომელიც განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების დამატებით საფუძვლად ადგენს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის შესახებ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულებას.

  15. 18 მაი. 2015

    მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატა „ვ“ ქვეპუნქტი, რომელიც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების, სასჯელის მოხდის დაგეგმვისა და პირობით ვადამდე გათავისუფლების ან სასჯელის შეცვლის საკითხების განხილვის მიზნით მონაცემთა დამუშავებას აქცევს მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საფუძვლად.

  16. 1 ნოე. 2014· გამოქვეყნდა 18 აგვ. 2014
  17. 18 აგვ. 2014

    მე-2 პუნქტში განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების საფუძვლები ახლებურად ჩამოყალიბდა, დაემატა შრომით ურთიერთობაში ნასამართლობისა და ჯანმრთელობის მონაცემთა დამუშავება და „პროფესიული გაერთიანება“. მე-3 პუნქტი მე-2 პუნქტის ყველა საფუძველზე ვრცელდება და თანხმობის გარეშე გასაჯაროებასაც კრძალავს.

  18. 12 ივნ. 2012

    მე-6 მუხლი სამპუნქტიანი სტრუქტურით ჩამოყალიბდა და გამონაკლისთა ჩამონათვალი შეიცვალა: დაემატა შრომითი ვალდებულება, სასიცოცხლო ინტერესები და არაკომერციული ორგანიზაციების საქმიანობა, მესამე პირისთვის გამჟღავნების აკრძალვით.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 30 ნოე. 2023 · №33

  • 18 ცვლილება · ბოლო 19 დეკ. 2023

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 5მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
  • 4მონაცემთა დამუშავების პრინციპები
  • 16უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავება

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 6განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება
  • 5მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
  • 4მონაცემთა დამუშავების პრინციპები

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 76პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

  • 13- განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გადაცემა

ბავშვის უფლებათა კოდექსი

  • 71ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვა

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 67უცხოელის პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ

  • 12კანონით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისას პირთა დაცვა

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 14დონორისა და რეციპიენტის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
54166712711365414766
მნიშვნელობით ახლოსპერსონალურ მონაცემთა დ…პერსონალურ მონაცემთა დ…საერთაშორისო დაცვის შე…საქართველოსა და ევროჯა…ბავშვის უფლებათა კოდექ…უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 30 ნოე. 2023 · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026