Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაპერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებმუხლი 6

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

მუხლი 6. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:სექტორული შესაბამისობაGDPR/კონფიდენციალურობის შესაბამისობამონაცემთა დამუშავებაკონფიდენციალურობა AI-შიAI დასაქმებაშიხელოვნური ინტელექტის შესაბამისობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ უზრუნველყოფილია მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და ინტერესების დაცვის ამ კანონით გათვალისწინებული გარანტიები და არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი: # ა) მონაცემთა სუბიექტმა განაცხადა წერილობითი თანხმობა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებაზე; ბ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება პირდაპირ და სპეციალურად რეგულირდება კანონით და მათი დამუშავება აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში; გ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის ან სხვა პირის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად და მონაცემთა სუბიექტს ფიზიკურად ან სამართლებრივად უნარი არ აქვს, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავებაზე განაცხადოს თანხმობა; დ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია ჯანმრთელობის დაცვის სფეროში პრევენციული, პროფილაქტიკური, დიაგნოსტიკური, სამკურნალო, სარეაბილიტაციო და პალიატიური მზრუნველობის, მომსახურების, სამედიცინო მოწყობილობების და პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და ჯანმრთელობის დაცვის სისტემის მართვის მიზნებით საქართველოს კანონმდებლობის ან ჯანმრთელობის დაცვის სპეციალისტთან დადებული ხელშეკრულების (თუ ამ მონაცემებს ამუშავებს პირი, რომელსაც პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულება ეკისრება) შესაბამისად; ე) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია სოციალური უზრუნველყოფისა და სოციალური დაცვის სფეროში, მათ შორის, სოციალური უზრუნველყოფის სისტემისა და მომსახურების მართვისთვის საქართველოს კანონმდებლობით დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვისდაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად ან მონაცემთა სუბიექტის კონკრეტული უფლებების განსახორციელებლად; ვ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება საჭიროა დანაშაულის თავიდან აცილების (მათ შორის, სათანადო ანალიტიკური კვლევის), დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის, მართლმსაჯულების განხორციელების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის, დროებითი მოთავსების იზოლატორში პირის განთავსების უზრუნველყოფის, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის, საერთაშორისო დაცვის განხორციელების, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების, სამოქალაქო და სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან/და მართლწესრიგის დაცვის (მათ შორის, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ან სასამართლოს მიერ კრიმინოლოგიური კვლევის ჩატარების) მიზნებისთვის და ამ მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია შესაბამისი კანონით ან კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით; ზ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; თ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება აუცილებელია შრომითი ვალდებულებებისა და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ან დასაქმებულის შრომითი უნარების შესაფასებლად; ი) მონაცემთა სუბიექტმა გამოყენების აშკარა აკრძალვის დათქმის გარეშე საჯარო გახადა თავისი მონაცემები; # კ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად; ლ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება პოლიტიკური, პროფესიული გაერთიანების, რელიგიური ან არარელიგიური ფილოსოფიური რწმენის ორგანიზაციის მიერ იმავე საქმიანობის მიზნებისთვის. ამ შემთხვევაში აღნიშნულ მონაცემთა დამუშავება შეიძლება დაკავშირებული იყოს მხოლოდ ამ გაერთიანების/ორგანიზაციის მოქმედ ან ყოფილ წევრებთან ან პირებთან, რომლებსაც მუდმივი კავშირი აქვთ ამ გაერთიანებასთან/ორგანიზაციასთან მისი მიზნებიდან გამომდინარე, იმ პირობით, რომ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე აღნიშნული მონაცემების მესამე პირისთვის გაცემა არ მოხდება; მ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად საჯარო ინტერესებისთვის არქივირების, სამეცნიერო ან ისტორიული კვლევის ან სტატისტიკური მიზნებისთვის, თუ კანონი ითვალისწინებს სათანადო და კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების ეს საფუძველი არ გამოიყენება, თუკი სპეციალური კანონით პირდაპირ გათვალისწინებულია ამ მონაცემთა დამუშავების შეზღუდვა დამატებითი და განსხვავებული პირობებით; ნ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება მიგრაციის მონაცემთა ერთიანი ანალიტიკური სისტემის ფუნქციონირების მიზნით; ო) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების უფლების განხორციელების მიზნით; პ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის განხილვის მიზნით; ჟ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, აგრეთვე არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის ან კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის კოორდინაციის მიზნით; რ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის ან გამოქვეყნების მიზნით; ს) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში; ტ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება უწყებათაშორისი კოორდინაციის ინსტიტუციური მექანიზმის ფუნქციონირებისთვის − ბავშვის სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის ან უსაფრთხოებისთვის ან/და ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის ან მისი უფლებისთვის მიყენებული ზიანის ან მოსალოდნელი რისკების შემცველი შემთხვევის გამოვლენის ან/და მართვის მიზნებისთვის და ამ მიზნების ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ კომპეტენტურ ორგანოებს (უწყებებს) შორის კოორდინაციის უზრუნველსაყოფად, ბავშვის უფლებათა კოდექსის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 84-ე მუხლის 2 1 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში; უ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები მუშავდება „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების დამუშავების შემთხვევაში მათი საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა და გამოქვეყნება დასაშვებია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

3.განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის დასაბუთების ვალდებულება ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1054 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №8 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 12 ივნ. 2024 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 მაი. 2026· გამოქვეყნდა 25 დეკ. 2025

    მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტში არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის გვერდით დაემატა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის კოორდინაცია.

  2. 17 ნოე. 2025

    მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „უ“ ქვეპუნქტი, რომელიც განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების დამატებით საფუძვლად ასახელებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებს.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 5შემდეგი მუხლი 7

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • დასაქმებულთა პერსონალური მონაცემების დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • კონფიდენციალობის ზემოქმედების შეფასება3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი (Processor)3 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №9

  • 2 ცვლილება · ბოლო 25 დეკ. 2025
  • ციტირებულია 7 მუხლი
  • 5 რედაქცია
  • 6 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

ქალთა მიმართ ძალად… 11ბავშვის უფლებათა კ… 83ბავშვის უფლებათა კ… 84მუხლი 11მუხლი 83მუხლი 84

მიუთითებენ მასზე

მუხლი 16მუხლი 18მუხლი 19მუხლი 2მუხლი 3მუხლი 8მუხლი 90

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 5მონაცემთა დამუშავების საფუძვლები
  • 36დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი
  • 4მონაცემთა დამუშავების პრინციპები

საქართველოსა და ევროჯასტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

  • 13- განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების გადაცემა
  • 12- პერსონალური ინფორმაცია და მონაცემთა დაცვა

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 76პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

  • 20პერსონალური მონაცემების გადაცემა და დაცვა

ოფიციალური სტატისტიკის შესახებ

  • 45მომსახურება სტატისტიკური მონაცემების დამატებითი დამუშავებით
  • 37კონფიდენციალური მონაცემების სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისთვის ხელმისაწვდომობა

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

  • 10მონაცემთა ბაზაში, რეესტრში, ინფორმაციულ სისტემასა და მომსახურების გაწევის პროცესში მონაცემების დამუშავების პრინციპები

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 14დონორისა და რეციპიენტის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ

  • 12კანონით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისას პირთა დაცვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
118384118384161819238905366
მითითებამნიშვნელობით ახლოსქალთა მიმართ ძალადობის…ბავშვის უფლებათა კოდექ…პერსონალურ მონაცემთა დ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026