Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებმუხლი 23¹

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 23¹. საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ბეჭდური ნაწარმოების ნებადართული გამოყენება ბეჭდური ნაწარმოების კითხვისთვის საჭირო უნარის დარღვევის მქონე პირის სასარგებლოდ

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:საავტორო უფლებების დავებიგამომცემლობასაავტორო უფლებების დაცვაპროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირებასაავტორო უფლებების ლიცენზირებაIP სტრატეგია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910111213

1.ამ მუხლით განსაზღვრული წესი ვრცელდება მართლზომიერი გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ იმ ბეჭდურ ნაწარმოებზე, რომელიც ბენეფიციარისა და ავტორიზებული პირისთვის კანონიერადაა მისაწვდომი. ამ მუხლის მიზნებისთვის ბეჭდური ნაწარმოები არის ტექსტის სახით (ციფრული ფორმითა და მატერიალური ფორმით) ან აუდიოფორმატით ხელმისაწვდომი, საავტორო და მომიჯნავე უფლებებით დაცული ნაწარმოები, სიმბოლო და მათთან დაკავშირებული ილუსტრაციები.

2.ამ მუხლით განსაზღვრული წესი არ ვრცელდება ბეჭდური ნაწარმოების იმ მისაწვდომ ფორმატზე, რომელიც ადგილობრივ სამოქალაქო ბრუნვაში კომერციულადაა ჩართული. ეს შეზღუდვა აღნიშნული ბეჭდური ნაწარმოების სხვა მისაწვდომ ფორმატზე არ ვრცელდება. დავის შემთხვევაში ავტორი ან საავტორო უფლების სხვა მფლობელი ვალდებულია დაამტკიცოს ბეჭდური ნაწარმოების მისაწვდომი ფორმატის ადგილობრივ სამოქალაქო ბრუნვაში კომერციულად ჩართვის ფაქტი. ამ მუხლით გათვალისწინებული ბეჭდური ნაწარმოების ნებადართული გამოყენება კომერციული ინტერესის მქონე სუბიექტის კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვით ხორციელდება.

3.ბენეფიციარს უფლება აქვს, ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის წინასწარი თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე მოიპოვოს (მიიღოს) ბეჭდური ნაწარმოების მისაწვდომი ფორმატის ასლი ადგილობრივი ავტორიზებული პირისა და შესაბამის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოში აღიარებული ავტორიზებული პირისგან. ამასთანავე, ბენეფიციარს ან/და მის კანონიერ წარმომადგენელს, პერსონალურ ასისტენტს, მხარდამჭერს, მზრუნველს უფლება აქვს, განახორციელოს ბეჭდური ნაწარმოების მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირება ბენეფიციარის მიერ ამ ნაწარმოების პირადი მიზნით სარგებლობისთვის. ამ პუნქტით განსაზღვრული რეპროდუცირების პროცესში დასაშვებია ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენლის, მზრუნველის, პერსონალური ასისტენტის მიერ მისთვის დახმარების გაწევა.

4.ავტორიზებული პირი უფლებამოსილია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის წინასწარი თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე, მაგრამ გამოყენებული ნაწარმოების ავტორისა და დასესხების წყაროს აუცილებელი მითითებით განახორციელოს ამ ნაწარმოების რეპროდუცირება მისაწვდომ ფორმატში, მოიპოვოს (მიიღოს) ამ ფორმატის ასლი სხვა ადგილობრივი ავტორიზებული პირისა და შესაბამის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოში აღიარებული ავტორიზებული პირისგან, უზრუნველყოს თავის სისტემაში დაცული, მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ბეჭდური ნაწარმოების ნებისმიერი საშუალებით ხელმისაწვდომობა (გადაცემა, გაცვლა, გავრცელება) ადგილობრივი ბენეფიციარებისა და შესაბამის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოში მყოფი ბენეფიციარებისთვის, აგრეთვე სხვა ადგილობრივი ავტორიზებული პირისა და შესაბამის საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოში აღიარებული ავტორიზებული პირისთვის. ამ პუნქტით განსაზღვრული ყველა ქმედება ხორციელდება არაკომერციული მიზნით და ექსკლუზიურად ბენეფიციართა მიერ გამოსაყენებლად.

5.ავტორიზებული პირი უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ხარჯების დასაფარავად სხვა ადგილობრივი ავტორიზებული პირისგან მიიღოს ანაზღაურება მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, თუ ეს საქართველოს კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება. ავტორიზებული პირის მიერ ამ პუნქტის შესაბამისად მიღებული შემოსავალი ამ მუხლით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებას უნდა მოხმარდეს.

6.საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელი უფლებამოსილია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ მას ამ მუხლით დადგენილი წესის დარღვევით ზიანი მიადგა. არაარსებითი ზიანი არ გაითვალისწინება.

7.ავტორიზებული პირი იღებს სათანადო ზომებს, რათა უზრუნველყოს: ა) თავის სისტემაში დაცული, მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ბეჭდური ნაწარმოების მხოლოდ ბენეფიციარისა და ავტორიზებული პირისთვის ხელმისაწვდომობა; ბ) ბეჭდური ნაწარმოების უკანონო რეპროდუცირების, მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ბეჭდური ნაწარმოების უკანონო ხელმისაწვდომობისა (გადაცემა, გაცვლა, გავრცელება) და მოპოვების (მიღების) თავიდან აცილება; გ) ბენეფიციართა რაოდენობის, პარტნიორი ავტორიზებული პირების (ავტორიზებული პირები, რომლებიც მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებულ ბეჭდურ ნაწარმოებებს ერთმანეთს უცვლიან) საკონტაქტო ინფორმაციის, აგრეთვე თავის სისტემაში დაცული, მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ნაწარმოების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობა.

8.ავტორიზებული პირი ამ მუხლის მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ბენეფიციართა პერსონალური მონაცემების დაცვით აწვდის „საქპატენტს“, რომელიც მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას თავს უყრის და აქვეყნებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე. ინფორმაციის განახლების შემთხვევაში ავტორიზებული პირი ვალდებულია განახლებული ინფორმაცია ახალი გარემოების წარმოშობიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიაწოდოს „საქპატენტს“. „საქპატენტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის ნამდვილობისთვის პასუხისმგებელია ავტორიზებული პირი. ავტორიზებული პირის მიერ „საქპატენტისთვის“ ინფორმაციის მიწოდების წესი განისაზღვრება „საქპატენტის“ თავმჯდომარის ბრძანებით.

9.„საქპატენტი“ ვალდებულია საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე უზრუნველყოს ადგილობრივი ავტორიზებული პირების ჩამონათვალისა და მათი საკონტაქტო ინფორმაციის, აგრეთვე თავის ხელთ არსებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების მონაწილე სახელმწიფოებში აღიარებული ავტორიზებული პირების ჩამონათვალისა და მათი საკონტაქტო ინფორმაციის მისაწვდომი და კონსოლიდირებული ფორმით საჯაროდ ხელმისაწვდომობა.

10.ავტორიზებული პირი ვალდებულია ბენეფიციარის, სხვა ავტორიზებული პირის ან საავტორო ან მომიჯნავე უფლების მფლობელის მოთხოვნის შემთხვევაში გასცეს ინფორმაცია: ა) თავის სისტემაში დაცული, მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ბეჭდური ნაწარმოებების შესახებ; ბ) პარტნიორი ავტორიზებული პირების დასახელებებისა და საკონტაქტო ინფორმაციის შესახებ.

11.ბეჭდური ნაწარმოების მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირება ამ ნაწარმოების ხელშეუხებლობის უფლების დაცვით უნდა განხორციელდეს. ამასთანავე, ნებადართულია ისეთი ცვლილების განხორციელება, რომელიც აუცილებელია მისაწვდომ ფორმატში რეპროდუცირებული ბეჭდური ნაწარმოების შესაქმნელად.

12.ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული წესების საპირისპირო სახელშეკრულებო დათქმა ბათილია.

13.ამ მუხლის დებულებების აღსრულებისას ბენეფიციართა პერსონალური მონაცემები მუშავდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ავტორიზებული პირი უფლებამოსილია ამ მუხლისა და ამ კანონის 23 2 მუხლის მიზნებისთვის დაამუშაოს ბენეფიციარის სტატუსის მოპოვებით დაინტერესებული პირის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ ცნობა (ცნობის გაცემის/შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მინიჭების საფუძვლის ჩათვლით). საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3966 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №15 · ძალაშია 1 ივლ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 ივლ. 1999 – 1 ივლ. 2024 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 23შემდეგი მუხლი 23²

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ავტორის უფლებების დარღვევა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საავტორო და მომიჯნავე უფლებების ხელყოფა (მუხლი 189)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ავტორის უფლების დარღვევის სარჩელი2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გამომცემლობის კონტრაქტები2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 9 დეკ. 2025 · №18

  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 23²

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 23ნაწარმოების გამოყენება ავტორის თანხმობისა და მისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე
  • 21ნაწარმოების რეპროდუცირება ფიზიკურ პირთა მიერ პირადი სარგებლობისთვის
  • 5საავტორო უფლების ობიექტები

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 11სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება (გამჟღავნება) უფლების მფლობელის მიერ
  • 2კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ

  • 3კანონში გამოყენებული ტერმინები
  • 15შემოქმედებითი კავშირის საქმიანობა და მისი ძირითადი უფლებები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 157¹საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა

ინოვაციების შესახებ

  • 19ინტელექტუალური საკუთრების უფლება

მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ

  • 18ინტელექტუალური სამრეწველო საკუთრების დაცვა

არქიტექტურული საქმიანობის შესახებ

  • 13არქიტექტურული ნაწარმოების ავტორის საავტორო უფლება

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

  • 19ავტორიზებულ პირთა ზოგადი უფლებები და ვალდებულებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
23²23215315157¹1819131911223¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …ინტელექტუალურ საკუთრებ…შემოქმედ მუშაკთა და შე…საქართველოს ადმინისტრა…ინოვაციების შესახებმეცნიერების, ტექნოლოგი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025 · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა 25 ოქტ. 2026