Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებმუხლი 57

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 57. მომიჯნავე უფლებათა მოქმედების ვადები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:მუსიკალური ინდუსტრია

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1233¹45678

1.ამ კანონის 47-ე მუხლით გათვალისწინებული შემსრულებლის უფლება მოქმედებს პირველი შესრულებიდან 50 წლის განმავლობაში. თუ ამ ვადაში შესრულების (გარდა ფონოგრამის სახით ჩაწერილი შესრულებისა) ჩანაწერი გამოცემის ან საჯარო გადაცემის გზით საზოგადოებისთვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, ეს უფლება მოქმედებს აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 50 წლის განმავლობაში, ხოლო თუ ამ ვადაში ფონოგრამის სახით ჩაწერილი შესრულება გამოცემის ან საჯარო გადაცემის გზით საზოგადოებისთვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, ეს უფლება მოქმედებს აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 70 წლის განმავლობაში.

2.შემსრულებლის სახელის უფლება და რეპუტაციის პატივისცემის უფლება დაცულია უვადოდ. ეს უფლებები მემკვიდრეობით არ გადადის. შემსრულებლის პირად უფლებათა დაცვა მისი გარდაცვალების შემდეგ ხორციელდება იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა ავტორების პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვისათვის.

3.ამ კანონის 48-ე და 49-ე მუხლებით გათვალისწინებული ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლის უფლება მოქმედებს შესაბამისად ფონოგრამის ან ვიდეოგრამის პირველი ჩაწერიდან 50 წლის განმავლობაში. თუ ამ ვადაში ფონოგრამა ან ვიდეოგრამა გამოცემის ან საჯარო გადაცემის გზით საზოგადოებისთვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, ეს უფლება მოქმედებს აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან 70 წლის განმავლობაში.

3¹.თუ ფონოგრამის დამამზადებელს ფონოგრამის მართლზომიერი გამოცემიდან ან საჯარო გადაცემიდან 50 წლის შემდეგ გასაყიდად არ გამოაქვს ფონოგრამის ასლების საკმარისი რაოდენობა ან არ ხდის მათ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს, შემსრულებელს უფლება აქვს, შეწყვიტოს ხელშეკრულება, რომლითაც თავისი შესრულების ჩანაწერზე უფლებები ფონოგრამის დამამზადებელს გადასცა.

4.ამ კანონის 50-ე მუხლით გათვალისწინებული მაუწყებლობის ორგანიზაციის განსაკუთრებული უფლება მოქმედებს აღნიშნული ორგანიზაციის მიერ პროგრამის სადენით ან უსადენო კავშირგაბმულობის მეშვეობით (საკაბელო ან სატელიტური კავშირის ჩათვლით) პირველად გადაცემიდან 50 წლის განმავლობაში.

5.ამ კანონის 54-ე მუხლით გათვალისწინებული მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლება მოქმედებს მონაცემთა ბაზის დამზადებიდან 15 წლის განმავლობაში. თუ ამ ვადაში მონაცემთა ბაზა გამოცემის ან საჯარო გაცნობის გზით საზოგადოებისათვის მართლზომიერად ხელმისაწვდომი გახდა, 15 წელი აითვლება აღნიშნული ფაქტებიდან ერთ-ერთის პირველად დადგომიდან.

6.ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული მონაცემთა ბაზის შემცველობის ხარისხობრივად ან/და რაოდენობრივად შეფასებული ცვლილება, კერძოდ, ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილება, გამომდინარე გაუქმებიდან ან შესწორებიდან, რომელიც საშუალებას იძლევა დადგინდეს, რომ განხორციელდა ხარისხობრივი თუ რაოდენობრივი თვალსაზრისით არსებითი კაპიტალ-დაბანდება, შესაძლებლობას იძლევა ასეთი დაბანდების შედეგად შეცვლილ მონაცემთა ბაზას მიეცეს დაცვის საკუთარი ვადა.

7.ამ მუხლით გათვალისწინებული ვადების ათვლა იწყება იმ წელიწადის შემდგომი წლის პირველი იანვრიდან, როდესაც დადგა იურიდიული ფაქტი, რომელიც აღნიშნული ვადის ათვლის დაწყების საფუძველია.

8.ამ თავში აღნიშნული უფლებები ამ მუხლის პირველ, მე-2–მე-5 პუნქტებში მითითებული ვადების მოქმედების დროს გადადის შემსრულებლის, ფონოგრამის ან ვიდეოგრამის დამამზადებლის, მაუწყებლობის ორგანიზაციის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის მემკვიდრეებზე, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – მის უფლებამონაცვლეებზე. საქართველოს 2005  წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198 საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1917 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. თავი IX საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დაცვა საქართველოს 2005  წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198

წინა მუხლი 56შემდეგი მუხლი 58

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • შემსრულებლის უფლებების დაცვა1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №18

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
4
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 47მუხლი 49მუხლი 50მუხლი 54

მიუთითებენ მასზე

მუხლი 67

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 32საავტორო უფლებათა მოქმედების ვადები
  • 67ამ კანონის ნორმათა გავრცელება ადრე წარმოშობილ ურთიერთობებზე
  • 47შემსრულებლის უფლებები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 189საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების ხელყოფა

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 157²ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლებზე მითითებული უფლების მართვის ინფორმაციის შეცვლა, განადგურება ან გაყალბება
  • 157¹საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა

დიზაინის შესახებ

  • 18პროცედურული ვადების გაგრძელება და აღდგენა

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 31მოვალის ინტერესების დაცვა იძულებითი აღსრულებისას

ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ

  • 23—

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • 34მიკვლევადობა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 281საქმის წარმოების შეჩერების ვადები

ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ

  • 6უფლებების აღდგენა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
47674950543218931623157²157¹281183457
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…დიზაინის შესახებსააღსრულებო წარმოებათა…ეროვნული საარქივო ფონდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025