საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 49. ვიდეოგრამის დამამზადებლის განსაკუთრებული უფლებები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.ვიდეოგრამის დამამზადებელს ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს ვიდეოგრამა ნებისმიერი ფორმით, ვიდეოგრამის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ჰონორარის მიღების უფლების ჩათვლით.

2.ვიდეოგრამის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) ვიდეოგრამის პირდაპირი ან არაპირდაპირი რეპროდუცირება; ბ) (ამოღებულია). გ) ვიდეოგრამის ორიგინალის ან ასლების გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; დ) ვიდეოგრამის ორიგინალის ან ასლების გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ე) ვიდეოგრამის ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ვიდეოგრამის დამამზადებლის თანხმობით; ვ) ვიდეოგრამის გადაცემა სადენებით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვიდეოგრამის დამამზადებლის განსაკუთრებული უფლებები შეიძლება ხელშეკრულებით გადაეცეს სხვა პირს.

4.საქართველოში ვიდეოგრამის დამამზადებლის მიერ ან მისი თანხმობით ვიდეოგრამის ასლების პირველი გაყიდვით ამოიწურება საქართველოს ფარგლებში ვიდეოგრამის დამამზადებლის უფლება მის შემდგომ გავრცელებაზე. საქართველოს 2005  წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ვიდეოგრამის დამამზადებელს ეკუთვნის განსაკუთრებული უფლება, გამოიყენოს ვიდეოგრამა ნებისმიერი ფორმით, ვიდეოგრამის ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ჰონორარის მიღების უფლების ჩათვლით. 2. ვიდეოგრამის გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) ვიდეოგრამის პირდაპირი ან არაპირდაპირი რეპროდუცირება; ბ) (ამოღებულია). გ) ვიდეოგრამის ორიგინალის ან ასლების გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; დ) ვიდეოგრამის ორიგინალის ან ასლების გავრცელება საზოგადოებაში გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ე) ვიდეოგრამის ასლების იმპორტირება გაყიდვის ან გაქირავების ანდა საკუთრების ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემის მიზნით იმ ასლების ჩათვლით, რომლებიც დამზადებულია ვიდეოგრამის დამამზადებლის თანხმობით; ვ) ვიდეოგრამის გადაცემა სადენებით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეული ადგილიდან და დროს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვიდეოგრამის დამამზადებლის განსაკუთრებული უფლებები შეიძლება ხელშეკრულებით გადაეცეს სხვა პირს. 4. საქართველოში ვიდეოგრამის დამამზადებლის მიერ ან მისი თანხმობით ვიდეოგრამის ასლების პირველი გაყიდვით ამოიწურება საქართველოს ფარგლებში ვიდეოგრამის დამამზადებლის უფლება მის შემდგომ გავრცელებაზე. საქართველოს 2005  წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 30 დეკ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 ივლ. 1999 – 30 დეკ. 2020 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ადვოკატი | ინტელექტუალური საკუთრების სამართლის სპეციალისტი | სასაქონლო ნიშნები, საავტორო სამართალი და ხელოვნური ინტელექტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4868⁵57485051157¹7145⁶2630¹3217 (დ…49
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …დიზაინის შესახებმაუწყებლობის შესახებსაქართველოს ადმინისტრა…საქართველოს საპატენტო …საქართველოს გარემოს და…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №18 · ბოლოს შემოწმდა