Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებმუხლი 47

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 47. შემსრულებლის უფლებები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:საავტორო უფლებების დაცვარეპუტაციამაუწყებლობასპონსორობაპირადი ცხოვრების ხელყოფაინტელექტუალური საკუთრების ლიცენზირება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.შემსრულებელს თავის შესრულებაზე აქვს შემდეგი პირადი და ქონებრივი უფლებები: ა) სახელის უფლება; ბ) უფლება, დაიცვას შესრულება ყოველგვარი დამახინჯებისაგან ან სხვაგვარი ხელყოფისაგან, რომელმაც შეიძლება შელახოს შემსრულებლის პატივი, ღირსება ან საქმიანი რეპუტაცია (რეპუტაციის პატივისცემის უფლება); გ) უფლება, გამოიყენოს შესრულება ნებისმიერი ფორმით, შესრულების ყოველი ფორმით გამოყენებისათვის ჰონორარის მიღების უფლების ჩათვლით.

2.შესრულების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს უფლებას, ნება დართოს ან აკრძალოს: ა) იმ შესრულების ჩაწერა, რომელიც ადრე არ იყო ჩაწერილი; ბ) ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების პირდაპირი ან არაპირდაპირი რეპროდუცირება; გ) შესრულების გადაცემა ეთერში ან კაბელით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება შემსრულებლის თანხმობით ადრე ჩაწერილი ან ეთერში ადრე გადაცემული შესრულების გადაცემა; დ) შესრულების ჩანაწერის გადაცემა ეთერში ან კაბელით, თუ თავდაპირველად ამ შესრულების ჩაწერა არ მომხდარა მოგების მიღების მიზნით; ე) ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების ორიგინალის ან ასლების გაქირავება ან მფლობელობის სხვა ფორმით გადაცემა; ვ) ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების ორიგინალის ან ასლების გავრცელება – გაყიდვის ან საკუთრების სხვა ფორმით გადაცემის გზით; ზ) ფონოგრამაზე ჩაწერილი შესრულების გადაცემა სადენებით ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს პირისათვის, მის მიერ არჩეულ დროს და ადგილიდან.

3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა გაიცემა შემსრულებლის მიერ, ხოლო შემსრულებელთა კოლექტივის შესრულებაზე ნებართვა – ასეთი კოლექტივის ხელმძღვანელის მიერ, მოსარგებლესთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე.

4.შემსრულებელსა და მაუწყებლობის ორგანიზაციას შორის ხელშეკრულების დადება შესრულების ეთერში ან კაბელით გადაცემის თაობაზე იწვევს შემსრულებლის მიერ შესრულების ჩაწერის, მისი შემდგომი გადაცემისა და ჩანაწერის რეპროდუცირების უფლების გადაცემას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთი გამოყენების შემთხვევაში შესრულებისათვის გადასახდელი ჰონორარის ოდენობა განისაზღვრება აღნიშნული ხელშეკრულებით.

5.შემსრულებელსა და აუდიოვიზუალური ნაწარმოების დამამზადებელს შორის ხელშეკრულების დადება აუდიოვიზუალური ნაწარმოების შექმნის თაობაზე იწვევს შემსრულებლის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებათა გადაცემას, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შემსრულებლის მიერ ასეთი უფლებების გადაცემა შემოიფარგლება აუდიოვიზუალური ნაწარმოების გამოყენებით და, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, არ შეიცავს აუდიოვიზუალურ ნაწარმოებში დაფიქსირებული ხმისა და გამოსახულების ცალ-ცალკე გამოყენების უფლებას.

6.საქართველოში შემსრულებლის მიერ ან მისი თანხმობით ფონოგრამის ასლების პირველი გაყიდვით ამოიწურება საქართველოს ფარგლებში შემსრულებლის უფლება მის შემდგომ გავრცელებაზე.

7.იმ შესრულებაზე, რომელიც შემსრულებლის მიერ შექმნილია სამსახურებრივი მოვალეობის ან დამსაქმებლის დავალების შესრულების წესით, შემსრულებელს ეკუთვნის სახელის უფლება. ასეთი შესრულების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ეკუთვნის პირს, რომელთანაც შემსრულებელს აქვს შრომითი ურთიერთობა, თუ მათ შორის ხელშეკრულებით სხვა რამ არ  არის გათვალისწინებული.

8.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემსრულებლის განსაკუთრებული უფლებები შეიძლება ხელშეკრულებით გადაეცეს სხვა პირს. საქართველოს 2005  წლის 3 ივნისის კანონი №1585 - სსმ I, №31, 27.06.2005 წ., მუხ. 198 საქართველოს 2010  წლის 4 მაისის კანონი №3032 - სსმ I, №27, 24.05.2010 წ., მუხ.184

წინა მუხლი 46შემდეგი მუხლი 48

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • მუსიკალური კონტრაქტები23 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • გამოსახულების უფლებების დაცვა3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ავტორის უფლება შემოქმედლებისთვის2 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ონლაინ ავტორის უფლების აღმოჩენა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო სამართლის იურისტი | ხელოვნური ინტელექტისა და საავტორო უფლებების მკვლევარი | უმაღლესი განათლების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
მარიამ ბერძული

მარიამ ბერძული

მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №18

1
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 57

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 48ფონოგრამის დამამზადებლის განსაკუთრებული უფლებები
  • 57მომიჯნავე უფლებათა მოქმედების ვადები
  • 17ნაწარმოების ავტორის პირადი არაქონებრივი უფლებები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 18პირადი არაქონებრივი უფლებები
  • 914ემიტენტის უფლებები
  • 17სახელის უფლება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 14⁶კერძო აღმასრულებელი
  • 17აღმასრულებლის უფლება-მოვალეობანი

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 11სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება (გამჟღავნება) უფლების მფლობელის მიერ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 11იმ პირთა უფლებები და მოვალეობები, რომლებიც დახმარებას უწევენ სამსახურს

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 41გადასახადის გადამხდელის უფლებები

პროფესიული განათლების შესახებ

  • 29პროფესიული სტუდენტისა და მსმენელის უფლებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
57481714⁶1718914171141112947
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …საქართველოს სამოქალაქო…სააღსრულებო წარმოებათა…ინტელექტუალურ საკუთრებ…საქართველოს ფინანსთა ს…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025