Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებმუხლი 60¹

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 60¹. შუალედური მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებები და მისი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:საავტორო უფლებების დაცვასაავტორო უფლებების დავებიპლატფორმის შესაბამისობამაუწყებლობასაგადასახადო შეღავათიტექნოლოგიური ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.შუალედური მომსახურების მიმწოდებელს საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ იგი უფლების მფლობელისგან ამ კანონის 59-ე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესით შედგენილი წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა წაშლის სავარაუდო კონტრაფაქციულ ასლებს ან შეზღუდავს მათ ხელმისაწვდომობას, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება აღნიშნული უფლების სავარაუდო დამრღვევს.

2.შუალედური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში წერილობით აცნობოს უფლების მფლობელს განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.

3.თუ უფლების სავარაუდო დამრღვევი მიიჩნევს, რომ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება მის მიმართ არამართლზომიერად განხორციელდა, იგი უფლებამოსილია შუალედური მომსახურების მიმწოდებლისგან განცხადებით მოითხოვოს სადავო მასალაზე იმ ხელმისაწვდომობის აღდგენა, რომელიც აღნიშნული ქმედების განხორციელებამდე არსებობდა.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლების სავარაუდო დამრღვევის განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) მითითებას იმ მასალაზე, რომელიც წაიშალა ან რომლის ხელმისაწვდომობაც შეიზღუდა; ბ) იმ ვებგვერდის მისამართს, რომელზეც განთავსებული იყო ის მასალა, რომელიც წაიშალა ან რომლის ხელმისაწვდომობაც შეიზღუდა; გ) დასაბუთებას, რომლის საფუძველზეც უფლების სავარაუდო დამრღვევს მიაჩნია, რომ ის მასალა, რომელიც წაიშალა ან რომლის ხელმისაწვდომობაც შეიზღუდა, წერილობით შეტყობინებაში მითითებული უფლების მფლობელის უფლებას არ არღვევს; დ) უფლების სავარაუდო დამრღვევის სახელს (დასახელებას), საიდენტიფიკაციო ან პირად ნომერს, ფაქტობრივ და იურიდიულ მისამართებს, ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს.

5.შუალედური მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადება მიღებიდან 24 საათში გაუგზავნოს უფლების მფლობელს. უფლების მფლობელი ვალდებულია აღნიშნული განცხადების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარადგინოს სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სადავო მასალის წაშლის ან მისი ხელმისაწვდომობის შეზღუდვის თაობაზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სასამართლო განჩინება.

6.თუ უფლების მფლობელი ვერ წარადგენს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სასამართლო განჩინებას, შუალედური მომსახურების მიმწოდებელი აღადგენს წაშლილ მასალას ან მის შეზღუდულ ხელმისაწვდომობას. ამ შემთხვევაში შუალედური მომსახურების მიმწოდებელს  საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლების ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

7.ამ მუხლით გათვალისწინებული პირები თავიანთი არამართლზომიერი ქმედებით ზიანის მიყენებისთვის პასუხს აგებენ. აღნიშნული ზიანის ოდენობა განისაზღვრება ამ კანონის 59-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით დადგენილი წესით. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1137 - ვებგვერდი, 12.12.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 12 დეკ. 2025
წინა მუხლი 60შემდეგი მუხლი 61

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • IT მომსახურების ხელშეკრულებები23 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ავტორის უფლებების დარღვევა5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • საავტორო და მომიჯნავე უფლებების ხელყოფა (მუხლი 189)5 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • მომწოდებლის ხელშეკრულების შედგენა4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით მაისურაძე

დავით მაისურაძე

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
იოსებ გაბარაევი

იოსებ გაბარაევი

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №18

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-12-12
0
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 59

მიუთითებენ მასზე

მუხლი 58

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 59საავტორო უფლების, მომიჯნავე უფლებებისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების დაცვა
  • 58საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დარღვევა
  • 55მონაცემთა ბაზის კანონიერი მოსარგებლის უფლებები და მოვალეობები

ელექტრონული კომერციის შესახებ

  • 13ჰოსტინგი
  • 12ქეშირება
  • 14მონიტორინგის ვალდებულების არარსებობა

მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ

  • 7საქონლის მიწოდება

ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ

  • 11სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება (გამჟღავნება) უფლების მფლობელის მიერ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

  • 25მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება, თუ მონაცემების შეგროვება უშუალოდ მისგან არ ხდება
  • 15მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება
  • 13მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება

დაზღვევის შესახებ

  • 20¹მომხმარებლის უფლებების დაცვა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
59585520¹11713121425151360¹
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …ელექტრონული კომერციის …მომხმარებლის უფლებების…ინტელექტუალურ საკუთრებ…პერსონალურ მონაცემთა დ…დაზღვევის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025