Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებმუხლი 66²

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

მუხლი 66². ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების წესები

რედაქცია №18 კონსოლიდირებული · 9 დეკ. 2025
თემები:საავტორო უფლებების დავები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789101112131415

1.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია რეგულარულად, გულმოდგინედ და მაქსიმალური სიზუსტით ანაწილებს თავისი საქმიანობიდან მიღებულ მთლიან შემოსავალს იმ უფლების მფლობელებზე, რომელთა უფლებებსაც იგი მართავს.

2.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია ჰქონდეს  განცალკევებული  ანგარიშები: ა) უფლების მართვასთან დაკავშირებული ჰონორარისთვის; ბ) საკუთარი ქონების მართვიდან ან კანონით ნებადართული სხვა საქმიანობიდან წარმოშობილი შემოსავლისთვის; გ) ჰონორარისთვის, რომელიც ვერ განაწილდა უფლების მფლობელებზე მათი იდენტიფიცირების შეუძლებლობის ან/და მიკვლევის შეუძლებლობის გამო.

3.ჰონორარის განაწილების ძირითადი პრინციპები და წესები განსაზღვრული უნდა იყოს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წესდებით იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჰონორარის პროპორციული, არადისკრიმინაციული, სათანადო და სამართლიანი განაწილება, აგრეთვე არ რჩებოდეს აღნიშნული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელების  შესაძლებლობა.

4.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია შეგროვებული ჰონორარი უფლების მფლობელებს გადაუხადოს იმ ფინანსური წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 9 თვისა, რომელშიც შეგროვდა ჰონორარები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს კონკრეტულად მოსარგებლეების ანგარიშგებასთან, უფლებების, უფლების მფლობელების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებული ობიექტური მიზეზი, საჭიროა, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ უფლების მფლობელებთან დააზუსტოს  ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის შესახებ ინფორმაცია ან არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომლის გამოც დადგენილი ვადის დაცვა ვერ ხერხდება.

5.თუ უფლების მფლობელების იდენტიფიცირების შეუძლებლობის ან მათი მიკვლევის შეუძლებლობის გამო უფლების მფლობელებისთვის ჰონორარის გადახდა ვერ ხერხდება ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ ვადაში, ამ ვადიდან გამონაკლისი არ გამოიყენება და შეგროვებული თანხები ინახება ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ცალკე ანგარიშზე.

6.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა უფლების მფლობელების იდენტიფიცირებისა და მიკვლევისთვის. კერძოდ, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 თვისა ეს ორგანიზაცია თავისი ვებგვერდის მეშვეობით ხელმისაწვდომს ხდის ინფორმაციას იმ ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის შესახებ, რომლის ერთი ან ერთზე მეტი უფლების მფლობელი იდენტიფიცირებული არ არის.

7.ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია შესაძლებლობის შემთხვევაში უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის სახელწოდებას (სათაურს); ბ) უფლების მფლობელის სახელს ან სახელწოდებას; გ) შესაბამისი გამომცემლის ან დამამზადებლის სახელს; დ) მოსარგებლეების კატეგორიის შესახებ, კერძოდ, რომელ კატეგორიაში მოხდა ამ ნაწარმოების ან/და კანონით დაცული სხვა ობიექტის გამოყენება; ე) ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს უფლების მფლობელის იდენტიფიცირებას ან მიკვლევას.

8.ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებასთან ერთად ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია აგრეთვე ამოწმებს ამ კანონის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სხვა ხელმისაწვდომ ჩანაწერებს.

9.ჰონორარს, რომელიც ვერ განაწილდა იმ ფინანსური წლის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში, რომელშიც იგი შეგროვდა, ენიჭება გაუნაწილებელი ჰონორარის სტატუსი.

10.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველმა ორგანიზაციამ უფლებების მართვიდან მიღებული შემოსავალი სრულად უნდა გაუნაწილოს უფლების მფლობელებს, გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

11.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი ვალდებულია ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრებაზე წევრებს აცნობოს გაუნაწილებელი ჰონორარის, მათ შორის, მისი ოდენობისა და წარმომავლობის, შესახებ. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება ამ კანონის 66 13 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას გაუნაწილებელი ჰონორარის გამოყენების შესახებ, უფლების მფლობელების მიერ ამ თანხების ანაზღაურების უფლების მოთხოვნის ხელყოფის გარეშე. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლებამოსილია გაუნაწილებელი ჰონორარის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ ორგანიზაციის საჭიროებებიდან გამომდინარე, აგრეთვე ამავე ორგანიზაციის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით შესაძლებელია დადგენილ იქნეს გაუნაწილებელი ჰონორარის განკარგვის ზოგადი წესი.

12.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ ორგანიზაციის წევრთა საერთო კრებაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე გაუნაწილებელი ჰონორარიდან თანხები გადარიცხოს ამავე ორგანიზაციის მიერ კონკრეტული მიზნობრიობით შექმნილ ფონდებში. ამ ფონდებში გადარიცხული თანხების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე უნდა იყოს და ყოველწლიურად უნდა გამოქვეყნდეს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ვებგვერდზე.

13.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია გაანაწილოს და გადაიხადოს ჰონორარი ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული თანხების გამოქვითვის შემდეგ, ნაწარმოების ან/და ამ კანონით დაცული სხვა ობიექტის ფაქტობრივი გამოყენების  პროპორციულად.

14.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია ვალდებულია უფლების მფლობელებს ჰონორარის გადახდასთან ერთად წარუდგინოს ანგარიშები, რომლებიც უნდა შეიცავდეს  მათი უფლებების გამოყენების შესახებ ინფორმაციას.

15.ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია უფლებამოსილია განკარგოს ის ჰონორარი, რომელიც განაწილებული/მოთხოვნილი არ იქნა 3 წლის განმავლობაში. ეს ვადა აითვლება იმ ფინანსური წლის დასრულებიდან, რომელშიც  ეს ჰონორარი შეგროვდა. აღნიშნული ჰონორარი შეიძლება მიემატოს უფლების მფლობელებისთვის გასანაწილებელი ჰონორარის ოდენობას ან გამოყენებულ იქნეს იმგვარად, რომ სარგებელი მოუტანოს უფლების მფლობელებს, მათ შორის, გადაირიცხოს ამ მუხლის მე-12 პუნქტით განსაზღვრულ ფონდებში. ჰონორარის განკარგვის შესაბამისი ფორმის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება დამსწრე წევრთა უმრავლესობით. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3450 – ვებგვერდი, 25.07.2023წ.

წინა მუხლი 66¹⁸შემდეგი მუხლი 66³

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ჰონორარის დავა2 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიანა ზაგაშვილი

ლიანა ზაგაშვილი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-12-09 · №18

0
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
2
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 66მუხლი 66¹³

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ

  • 66ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები
  • 66¹³ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება
  • 66¹⁵ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირების ვალდებულებები

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 935შემოსავლების განაწილების წესი

მეწარმეთა შესახებ

  • 253კოოპერატივის მოგებისა და ზარალის განაწილება
  • 145შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დივიდენდის განაწილება
  • 181სააქციო საზოგადოებაში დივიდენდის გაცემის წესი

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

  • 100გაკოტრების მმართველის უფლებები და მოვალეობები

ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

  • 6პირადი საპენსიო ანგარიში
  • 39ინფორმაციის მიწოდება, გამოქვეყნება და გამჟღავნება

ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ

  • 16ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრთა პასუხისმგებლობა
  • 11¹ინფორმაცია ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრთა შემოსავლების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6666¹³66¹⁵1611¹93510025314518163966²
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაავტორო და მომიჯნავე …საქართველოს სამოქალაქო…მეწარმეთა შესახებრეაბილიტაციისა და კრედ…ნებაყოფლობითი კერძო პე…ფასიანი ქაღალდების ბაზ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 9 დეკ. 2025