ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ

მუხლი 6. პირადი საპენსიო ანგარიში

რედაქცია №0 კონსოლიდირებული · 19 ივლ. 2023

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾200-დან

ვახტანგ ბარამაშვილინინი ჩახუნაშვილიანა შავარდენიძე

1.აქტივების მმართველი კომპანია, მზღვეველი ან საპენსიო კომპანია, რომელიც ამ კანონის შესაბამისად არეგისტრირებს საპენსიო სქემას, თითოეულ მონაწილეს შესაბამის საპენსიო სქემაში გაწევრებისთანავე უქმნის პირად საპენსიო ანგარიშს, რომელზედაც განცალკევებულად ასახავს მონაწილის სასარგებლოდ განხორციელებულ ყველა საპენსიო შენატანს, შესაბამის გადასახდელებს/საკომისიოებს და საპენსიო აქტივების მართვის/ინვესტირების შედეგად მიღებულ მოგებასა და ზარალს.

2.აქტივების მმართველი კომპანია, მზღვეველი ან საპენსიო კომპანია თითოეული მონაწილისთვის უზრუნველყოფს პირად საპენსიო ანგარიშზე დისტანციურ ელექტრონულ წვდომას და პირად საპენსიო ანგარიშზე ასახული თითოეული ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

3.საპენსიო სქემის ფარგლებში არსებული ყველა გადასახდელი და საკომისიო უნდა გადანაწილდეს ინდივიდუალურად და უნდა აღირიცხოს პირად საპენსიო ანგარიშზე. საპენსიო სქემის ფარგლებში არსებული ყველა გადასახდელი და საკომისიო გონივრული და გამჭვირვალე უნდა იყოს. სამსახური უფლებამოსილია აქტივების მმართველ კომპანიას, მზღვეველსა და საპენსიო კომპანიას მოსთხოვოს ამ პუნქტით გათვალისწინებული გადასახდელებისა და საკომისიოების გონივრულობის დასაბუთება.

4.თუ ჯგუფური საპენსიო სქემა ითვალისწინებს როგორც დამსაქმებლის, ისე დასაქმებულის საპენსიო შენატანებს, ასეთი ჯგუფური საპენსიო სქემის პირად საპენსიო ანგარიშებზე განცალკევებულად უნდა აღირიცხოს დამსაქმებლის საპენსიო შენატანები, დასაქმებულის საპენსიო შენატანები და შესაბამისი გადასახდელები და საკომისიოები.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ვახტანგ ბარამაშვილი

ვახტანგ ბარამაშვილი

ადვოკატი, Legal.Ge-ს დამფუძნებელი, ბლოკჩეინისა, კრიპტოვალუტის და iGaming-ის ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200-დან

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ანა შავარდენიძე

ანა შავარდენიძე

კორპორაციული სამართლისა და ბიზნეს შესაბამისობის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი ბუიღლიშვილი

გიორგი ბუიღლიშვილი

ქონების შემფასებელი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ლაშა სოზაშვილი

ლაშა სოზაშვილი

ფინანსური ასისტენტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19252³25728¹1518223941616
მნიშვნელობით ახლოსნებაყოფლობითი კერძო პე…დაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ეროვნული ბ…ფულის გათეთრებისა და ტ…სახელმწიფო პენსიის/საპ…საქართველოს პარლამენტი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №0 · ბოლოს შემოწმდა